კვიპროსი სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტას დაბადების ადგილია და ამ კუნძულზე მოგზაურობა რომანტიკულ თავგადასავლად შეიძლება იქცეს. მისი უნიკალური ლანდშაფტი, მდიდარი კულტურა და ისტორია და ულამაზესი სანაპიროები თაფლობისთვისთვის პატარა სამოთხეს შეგიქმნით. ჩვენ 8 საუკეთესო იდეას შემოგთავაზებთ:

აფროდიტას ქვა

პატივი ეცით აფროდიტას მითიურ დაბადების ადგილს მზის ამოსვლისას. პეტრა ტუ რომიუს, იგივე “აფროდიტას ქვას” კვიპროსში ჩასული წყვილები აუცილებლად უნდა ეწვიონ. ეს უზარმაზარი ქვის ფორმაცია კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მითოლოგიის თანახმად, სწორედ აქ იშვა სიყვარულის და სილამაზის ანტიკური ბერძენი ქალღმერთი აფროდიტა. აქ წყალი საოცრად სუფთა და სასიამოვნოა, განსაკუთრებით მზის ამოსვლისას.

დაისვენეთ განცალკევებულ სანაპიროზე კვიპროსში

გაექეცით ხალხმრავლობას და ეწვიეთ რომელიმე განცალკევებულ სანაპიროს კვიპროსში. მაგალითად, ლარა ბეი (Lara Bay) ერთ-ერთი ველური და ხელშეუხებელი სანაპიროა. მეორე – Pachyammos, იდეალურია წყვილი სიმშვიდეში რომ განმარტოვდეს. აქ ასევე ულამაზეს მზის ჩასვლას იხილავთ.

ზღვის გამოქვაბულები პეიაში

კვიპროსის კლდოვანი გამოქვაბულები აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. იცურავეთ კსრიტალივით სუფთა წყალში თქვენს პარტნიორთან ერთად და ისიამოვნეთ საოცარი კლდოვანი ფორმაციებით.

ლურჯი ლაგუნა

იცურავეთ და ისიამოვნეთ სნორკელინგით ცისფრისა და ლურჯის 50 სხვადასხვა ელფერში. კვიპროსის ლურჯი ლაგუნა მართლაც რომ მაგიური ლოკაციაა საოცარი ფერებით, ეროვნული პარკის ბუნების სილამაზით და ხედებით. შეგიძლიათ დაიქირაოთ ნავი მხოლოდ ორისთვის ან შეუერთდეთ საერთო ნავებს. ზოგიერთი კომპანია გვთავაზობს ტურებს მზის ჩასვლის პერიოდშიც, რაც ლურჯ ლაგუნას კიდევ უფრო რომანტიკულს ხდის.

სან ჰილარიონის ციხესიმაგრე

ეს ზღაპრული ციხესიმაგრეა ხედებით კუნძულზე. სან ჰილარიონი კირენიას მთებში მდებარეობს და ჩრდილოეთ კვიპროსის სამ საუკეთესოდ შემონახულ ციხესიმაგრეთა სიაში შედის. ისტორიულ ძეგლამდე მისვლას შეძლებთ ტაქსით ან ნაქირავები მანქანით.

დააგემოვნეთ ღვინო კვიპროსის რომელიმე სოფელში

მოინახულეთ კვიპროსის ვენახები და დააგემოვნეთ კვიპროსული ღვინო. ადგილობრივი ღვინის ინდუსტრია 5000 წელს ითვლის და დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. ერთ-ერთი გამორჩეულია ვასილიკონის მევენახეობა პაფოსში. ასევე, საინტერესო რეგიონია ტროდოსის მთები.

კაფე გრეკო

ეს ველური ეროვნული პარკი სალაშქრო ბილიკებით მშვენიერი გამოსაკვლევი ადგილია წყვილებისთვის. ის ცნობილია ხელშეუხებელი ბუნებით, სუფთა წყლით და ხმელთაშუაზღვის ხედებით გამოქვაბულებიდან.

მზის ჩასვლა ლარნაკაში

დატკბით მზის ჩასვლის რომანტიკული ხედებით და კოქტეილებით ლარნაკაში. კვიპროსში სეირნობა ყოველთვის რომანტიკულია, მაგრამ ლარნაკას ბულვარში, მზის ჩასვლისას, განსაკუთრებით. ბულვარს ადგილობრივები ფინიკუდესს უწოდებენ. აქ ბევრი კაფე-ბარი მდებარეობს თუ დასხდომას ან სასმლის თან გაყოლებას გადაწყვეტთ.