ლიმასოლი სანაპირო ქალაქია, რომელიც კვიპროსის კოსმოპოლიტურ ჰაბს წარმოადგენს. აქ წარმატებულადაა შერწყმული თანამედროვე სანაპირო დასვენებაზე ორიენტირებული ტურიზმი და კაფეების კულტურა ანტიკური წარსულიდან. ძველი ქალაქი და ნავსადგური ლიმასოლს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს.
1. გამოიკვლიეთ ანტიკური კოურიონი
კვიპროსის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გასაოცარი არქეოლოგიური ნანგრევებია – ანტიკური სამეფო კოურიონი. აქაური მონუმენტები ნეოლითური და ბერძნულ-რომაული პერიოდიდანაა. პატარა ამფითეატრი – 3500 მაყურებლით, მეორე საუკუნეში აშენდა. მოზაიკების მოყვარულები ბრწყინვალედ შემონახულ მოზაიკის იატაკს იხილავენ. აქ ასევე არის გლადიატორების სახლი. ყველაფრის მონახულების შემდეგ, მუზეუმსაც ეწვიეთ.

2. დაისვენეთ ლიმასოლის სანაპიროებზე
გრძელი, 8 კილომეტრიანი სანაპირო სახელად Lady’s Mile Beach, ადგილობრივ სანაპიროებში ყველაზე პოპულარულია, თავისი მარილიანი ტბით ნაპირზე. Kourion Beach – კოურიონის ნანგრევებთან მდებარეობს. Avdimou Beach – საბანაოდ შესაფერისი, გრძელი ქვიშიანი სანაპიროა პატარა კაფეტერიით. სოფელ ფისურში მდებარე სანაპირო კი ყველაზე განვითარებული და მეტად აღჭურვილია ლიმასოლზე.

3. დაათვალიერეთ ლიმასოლის ძველი ქალაქი
ეს უბანი ლიმასოლის საინტერესო ნაწილია. მთავარ მოედანზე მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ლიმასოლის ციხესიმაგრე დგას, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. მუზეუმში იარაღის და ჯავშან-ტექნიკის დიდი კოლექცია ინახება. მოედნის გარშემო ბევრი კაფე-რესტორანია. მოინახულეთ ლიმასოლის კათედრალიც, პალმების ხეებით.

4. ეწვიეთ კოლოსის ციხეს
კოლოსის ციხე ცენტრალური ლიმასოლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. ის სამხედრო არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც მე-14 საუკუნეში აშენდა. წვრილი სპირალური კიბე მეორე სართულზე აგიყვანთ და პატარა კოლოსის დასახლებას დაგანახებთ.

5. უყურეთ მზის ჩასვლას აფროდიტას ქვასთან
Petra tou Romiou – არის ადგილი, სადაც ლეგენდის თანახმად, ქალღმერთი აფროდიტა ტალღებიდან იშვა. დღეს ეს კუნძულის ყველაზე მაგიური ლოკაციაა მზის ჩასვლის საყურებლად. აფროდიტას ქვა ბევრი პოეტის და მხატვრის ინსპირაციად ქცეულა. მათ შორისაა ბოტიჩელის, “ვენერას დაბადება”.

6. მოინახულეთ სოფელი ლოფოუ
Lofou Village ქვაფენილია ხეივნების და წითელ სახურავიანი სახლების ადგილია გარშემორტყმული ხეხილის ბაღებით და მინდვრებით. აქ სეირნობით ტრადიციულ კვიპროსულ ცხოვრებაში ჩაიძირებით. ლოფოუ ლიმასოლის ცენტრიდან სულ რაღაც 28 კილომეტრში მდებარეობს.

7. იხილეთ აპოლოს საკურთხეველი
ეს ტრიუმფალური სვეტები კვიპროსის მნიშვნელოვანი ისტორიული დანატოვარია. მთავარი საკურთხევლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი, თუმცა მაინც ფოტოგენური. აქვეა არენა, რომელიც ათლეტური თამაშებისთვის იყო განკუთვნილი. აპოლოს საკურთხეველში კოურიონიდან 3 კილომეტრში მოხვდებით.

8. გამოიკვლიეთ ანტიკური ამათუსის ნანგრევები
მითოლოგიის მიხედვით, ეს არის ადგილი სადაც თეზევსმა ორსული არიადნე მინოტავრთან ბრძოლის შემდეგ დატოვა. რომაულ პერიოდში, ამათუსი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. აქ აგორას, აკროპოლისის, აფროდიტას საყდრის და ბიზანტიური ბაზილიკის ნაშთებია. ამათუსი ლიმასოლის ძველი უბნიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

9. დაათვალიერეთ ვინტაჟური ავტომობილები კვიპროსის მანქანების მუზეუმში
კვიპროსის ისტორიული და კლასიკური ავტომობილების მუზეუმი ლიმასოლში მდებარეობს. ღიაა კვირაში 7 დღე. ის ყოფილმა ავტომბრბოლელმა დიმი მავროპოულოსმა გახსნა. აქ აღმოაჩენთ ანტიკურ, ვინტაჟურ და აგრო-მანქანებს. შეგიძლიათ იქირაოთ კიდეც.

10. გაერთეთ აკვაპარკში
Fasouri Watermania – აქ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თუ შინაგანი ბავშვის გახარება გსურთ. კუნძულის ყველაზე დიდი წყლის პარკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკვაპარკია.











