პროტარასი კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ყოველდღე ევროპის პირველ მზის ამოსვლას ეგებება. აქ აღმოაჩენთ ბრწყინვალე სანაპიროებს, სადაც წყალს ლურჯი დროშის სტატუსი აქვს მოპოვებული.

დაისვენეთ სანაპიროზე: Fig Tree Bay

ეს სანაპირო პროტარასის ფარული საგანძურია. მისი კრისტალივით სუფთა წყლის და ოქროსფერი ქვიშის წყალობით, ის ევროპის ტოპ სანაპიროდაც კია აღიარებული. ასევე, მას ლურჯი დროშის სტატუსი აქვს მოპოვებული, რაც მაღალი ხარისხის წყალს აღნიშნავს. პანორამული ხედებისთვის ეწვიეთ პატარა კუნძულს, რომლამდე მიცურვაც შესაძლებელია.

აგიოს გეორგიოს ეკლესია

პარალიმნის გულში გვერდიგვერდ ორი ეკლესია მდებარეობს და ორივე ქალაქის წმინდანს, აგიოს გეორგიოსს მიაგებს პატივს. მათ შორის უფრო დიდი ტრადიციულ ბიზანტიურ არქიტექტურას წარმოგვიდენს თანამედროვე ფრესკებით. ისინი არამხოლოდ რელიგიურად, არამედ ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლებია.

პროფიტის ელიას საყდარი (Profitis Elias Chapel)

მთაზე აღმართული ეს საყდარი 1984 წელსაა აგებული და გარშემო არსებულ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის. ის ცენტრალური პროტარასიდან ახლოს მდებარეობს და საოცარი ხედებით გამოირჩევა. უღრუბლო ამინდში ფამაგუსტასაც დაინახავთ.

აგიოს ნიკოლაოსის საყდარი

ნავსადგურის მაღლა თვალს მოგჭრით ეს თეთრი ფერის ულამაზესი ეკლესია ცისფერი გუმბათით, რომელიც ეგეოსის კუნძულებზე არსებულ ტაძრებს წააგავს. ის ადგილობრივმა მეთევზეებმა ააგეს. დააგემოვნეთ გემრიელი ყავა და უყურეთ თუ როგორ მიდი-მოდიან ნავები წყალში, განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.

ნისიას ნეოლითური სამარხები პროტარასზე

ეს არაჩვეულებრივი ადგილი არქეოლოგიურ სამარხებს აერთიანებს და ვიზაკიას სანაპიროს გადაჰყურებს. ვიზიტორებისთვის ღიაა 2025 წლის ივლისიდან.

სარანტას ეკლესია

ამ საყდრამდე ბილიკი ბუნებაში ადის. ის გამოქვაბულშია აგებული და გვთავაზობს ხედს მთელ პროტარასზე. სახელი იმ 40 მოწამისგან მომდინარეობს, რომლებმაც უარი თქვეს სარწმუნოების დათმობაზე.

კაპარისის სანაპირო

ეს სანაპირო მშვიდი ადილია, თუ ხალხმრავლობას გაურბიხართ. ადგილობრივებს ის ძალიან უყვართ. კაპარისზე ოქროს ქვიშა სუფთა ფირუზისფერ წყალს ხვდება. შესაძლოა სანაპირო პატარაა, მაგრამ მისი შარმი წარმოუდგენელია.  ვიზიტორები აქ თავს ისე გრძნობენ როგორც სახლში. ამასთან, წყალს ლურჯი დროშის სტატუსი აქვს მოპოვებული.

პარალიმნის ტბა

პროტარასში მდებარე ეს ბუნებრივი აუზი მდიდარი ჭარბტენიანი ადგილია. პარალიმნის ტბას უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის დაცული საცხოვრებელია იშვიათი სახეობის ბალახის გველისა და მიგრირებული ჩიტებისათვის. ბუნების მოყვარულებს აქ დროის გატარება ნამდვილად მოეწონებათ.

სანაპირო ბულვარი

4 კილომეტრზე გაჭიმული სანაპირო ბულვარი ნავსადგურს ლუმას სანაპიროსთან აკავშირებს. ეს შთამბეჭდავი სასეირნო ადგილი ხმელთაშუაზღვის ხედებით გამოირჩევა. ის პროტარასის ყველაზე წყნარი ადგილია.

აკვარიუმი (Ocean Aquarium Protaras)

პროტარასის აკვარიუმში 1000-ზე მეტი სახეობა ბინადრობს, მათ შორის კუები, ნიანგები და პინგვინები. გაისეირნეთ ტროპიკულ ბაღში და დატკბით ზღვის ბინადრებზე დაკვირვებით.

ტრადიციული სახლი პარალიმნიში

პარალიმნის ძველ ქალაქში ტრადიციულ კვიპროსულ სახლს აღმოაჩენთ, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა და ელეგანტური თაღებით და ყვავილებითაა მორთული. შიგნით ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც ადგილობრივ ავთენტურ ცხოვრებას ასახავს.