კვიპროსი საზაფხულო დასვენების ერთ-ერთი ტოპ ევროპული მიმართულებაა. აქ როგორც მშვიდ, ასევე ხმაურიან დასვენებას შეძლებთ, მოინახულებთ ისტორიულად მნიშვნელოვან ძეგლებს და ბუნების საოცრებებს.
პაფოსი
ეს ისტორიული ჰაბი იდეალური მიმართულებაა წყვილებისთვის. პაფოსში ლამაზი ლანდშაფტი, დიდი ისტორია, შოპინგის საშუალება, გემრიელი საკვები ობიექტები და კარგი სასტუმროებია. ქალაქი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ზედა პაფოსი (პანო პაფოსი) და ქვედა პაფოსი (კატო პაფოსი). პაფოსში რომანტიკული დასვენებისთვის ბევრი სანაპირო კაფე და მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებაა. ლამაზი სანაპიროების მიღმა, იხილავთ დიონისეს და ორფეოსის სახლის ნანგრევებს, ასევე ტრადიციულ ძველ ქალაქს და ბაზრობას ბევრი საინტერესო სუვენირით.
ქორალ ბეი/Coral Bay
ქორალ ბეი იდილიური კურორტია ოჯახური დასვენებისთვის. ის ქალაქ პეიას ნაწილია, რომელიც პაფოსის ჩრდილოეთით მდებარეობს. აქ ბევრი სასტუმრო მდებარეობს. ქორალ ბეის სანაპირო ზოლი მოიცავს 600 მ სიგრძის “ლურჯი დროშის” მქონე სანაპიროა. მშვენიერი ლოკაციაა თავგადასავლების მოყვარულთათვისაც, რადგან შეძლებთ გამოიკვლიოთ გარშემო არსებული ნანგრევები და სოფლები, გამოსცადოთ დაივინგი და გასართობი პარკები.
აია ნაპა
აია ნაპას კვირპროსის წვეულებების დედაქალაქს უწოდებენ. ის პოპულარული ხმელთაშუაზღვიური მიმართულებაა, რომელიც კონკურენციას უწევს იბიცასა და მიკონოსს. ღამის ცხოვრების გარდა, მოგხიბლავთ აია ნაპას სანაპიროები, რომლებიც კვიპროსში ყველაზე ლამაზ სანაპიროებადაა აღიარებული მათ შორისაა ნისი და პანტაჩუ. აქვეა ეროვნული პარკი კაპე გრეკო.
ლიმასოლი
ლიმასოლი აერთიანებს ცოცხალ ღამის ცხოვრებას და ოჯახურ ატმოსფეროს. ის კუნძულის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია აკვაპარკით, რესტორნებით, სანაპიროებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. გამორჩეულია ამათუსის ნანგრევები. ბულვარში ბევრი ტრენდული ბუტიკი და კაფეა.
პროტარასი
პროტარასი კვიპროსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ექსკლუზიურად ტურისტული კურორტია. აქ ბევრი სასტუმრო, ვილა და აპარტამენტია ქვიშიანი ნაპირის სიახლოვეს. პოპულარულია ოჯახებისთვის და ადგილობრივებისთვისაც. ღამის ცხოვრება აია ნაპაზე მშვიდია, მაგრამ აქ დაკავდებით სკუბა დაივინგით.
პერნერა
პერნერა კვიპროსის ყველაზე ოჯახურ მიმართლებად ითვლება, რადგან აქ ყველაფერი ოჯახურ დასვენებაზეა ორიენტირებული. სანაპიროებსაც კი სპეციალური ტერიტორიები აქვთ მოწყობილი სპეციალურად ბავშვებისათვის. აქ ისტორიულ ძეგლებს ვერ იხილავთ, მაგრამ პატარა ქვიშიან სანაპიროებზე დაისვენებთ და გამოქვაბულებს მოინახულებთ.
ნიქოზია
ნიქოზია კვიპროსის დედაქალაქია და თურქულ და ბერძნულ ნაწილებადაა გაყოფილი. აქ იხილავთ ძველ ქალაქის კედლებს და ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასასვლელად პასპორტის ქონა დაგჭირდებათ. თუ მუზეუმები და ისტორია გიყვართ, ამმიზნით, ეს კუნძულის საუკეთესო ადგილია.
ლარნაკა
კვიპროსში ჩამოსული ვიზიტორების უმეტესობა ნახულობს ლარნაკას, რადგანაც აქ კუნძულის მთავარი აეროპორტი მდებარეობს. აქ ევროპის რამდენიმე საუკეთესო სანაპირო მდებარეობს, მაგალითად, ფინიკუდესი. მის პორტში იხილავთ მდიდრულ იახტებს და ლამაზ კაფეებს. ქალაქში ბევრი ისტორიული ძეგლიც მდებარეობს.