პორტუგალია ცნობილია მისი ატლანტის ოკეანის სანაპიროთი, მწვანე ველებით და ულამაზესი ქალაქებით. იცოდით რომ ამ ქვეყანაში სოფლებიც კი უსაყვარლესია? აირჩიეთ ავთენტური სათევზაო სოფელი, ფერადი დასახლებები ან ზღაპრული სასახლეები. ეს პატარა ქალაქები მოგანიჭებთ თავგადასავლების განცდას, რელაქსაციას და შეგიქმნით რომანტიკულ ატმოსფეროს. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ 1 დღიანი ტურით მოინახულოთ, ზოგში კი 1 ღამით მაინც დარჩეთ.
1. მონსანტო – ქვიანი სოფელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ყველაზე პორტუგალიურ სოფელში”. მონსანტო (Monsanto) მთაში მდებარეობს და დიდი ლოდების სიხშირის გამო უნიკალურობით გამოირჩევა. ამ განსაკუთრებული სოფლის დათვალიერებაში ერთ დღეს ადვილად გაიყვანთ. იხილეთ მონსანტოს ციხესიმაგრეც.
როგორ მოხვდებით მონსანტოში: დაგეგმეთ ერთდღიანი ტური ლისაბონში ყოფნისას. დედაქალაქიდან აქამდე მატარებელი დღეში ერთხელ დადის.
2. ფერაგუდო
ფერაგუდო (Ferragudo) ალგარვეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პორტუგალიური სოფელია. ეს სათევზაო დასახლება თეთრი სახლებით და ქვაფენილიანი გზებით ნამდვილად ავთენტურ გამოცდილებას შეგძენთ. დატკბით ლაშქრობით, გამოქვაბულების მონახულებით ან ბორანზე კატაობით.
როგორ მოხვდებით ფერაგუდოში: ფერაგუდო ფაროსა და ლაგოსს შორის მდებარეობს. ამის გამო, ის მშვენიერი ადგილია მოინახულოთ მაშინ, როცა აეროპორტში მიდიხართ ან პირიქით, აეროპორტიდან მოდიხართ. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა კომპანიისგან: Sunny Cars.
3. ობიდოსი – პორტუგალიის ყველაზე ლამაზი სოფელი
1210 წელს, პორტუგალიის მეფემ ეს ქალაქი მის ცოლს აჩუქა და “დედოფლის ქალაქს” უწოდებდნენ. ობიდოსს (Obidos) აქვს უზარმაზარი ციხესიმაგრის კედლები, მომხიბვლელი ეკლესიები და ყვავილებით მორთული სახლები. შეგიძლიათ მოინახულოთ 13 მეტრი სიმაღლის სასახლის კედლები და დაფაროთ ფეხით მისი კილომეტრნახევრიანი გარშემოწერილობა.
როგორ მოხვდებით ობიდოსში: მოინახულეთ ის ერთდღიანი ტურით ლისაბონიდან. გზას 1.5 სთ სჭირდება.

4. კარვოეირო
კრისტალივით სუფთა წყალი, კლდეები და თეთრი კოტეჯები ამ დასახლებას პორტუგალიაში დასვენებისთვის პოპულარულ მიმართულებად აქცევს. ეს არის რელაქსაციის ადგილი დაუსრულებლად ლამაზი გამოქვაბულებით. სანაპიროებზე შემოგთავაზებენ კაიაკის ტურებს. ხოლო რესტორნებში – ახლად დაჭერილ თევზის პროდუქტებს.
როგორ მოხვდებით კარვოეიროში: ეს მშვენიერი ადგილია ლაგრავეს შესასწავლად. კარვოეირო ფაროდან 1 საათის გზაზე მდებარეობს. გაყევით ავტობუსს ფაროდან ლაგოსში და გადაჯექით კარვოეიროში მიმავალ ტრანსპორტზე.
5. Azenhas do Mar
მორიგი ულამაზესი სოფელი პორტუგალიაში, ეს კლდოვანი ქალაქია, სადაც კლდეები ატლანტის ოკეანეს ხვდებიან. თეთრი სახლები მორთული დასახლება განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. აღსანიშნავია, რომ საოცრად მაგიურია აქ მზის ჩასვლის პერიოდები. ის მშვენიერი მოსანახულებელია ლისაბონთან და სინტრასთან ერთად. სინტრადან აქ ავტობუსით 30 წუთში მოხვდებით.
6. კაშკაისი
კაშკაისი (Cascais) ლისაბონში მცხოვრებთათვის ფავორიტი ადგილია. მას აქვს ყველაფერი რაც სარელაქსაციო უიქენდს სჭირდება: სათევზაო სოფლის მშვიდი შარმი, პასტელური ფერების სახლები და იდეალური სანაპიროები. სინტრა-კაშკაისის ეროვნულ პარკში შესაძლებელია სერფინგით დაკავებაც.
როგორ მოხვდებით კაშკაისში: ის 30 წუთის სავალ გზაზეა მატარებლით ლისაბონიდან. გაატარეთ აქ უიქენდი და დედაქალაქში მარტივად დაბრუნდებით.
7. ავეირო
ავეიროს (Aveiro) ხშირად ადარებენ ვენეციას მისი ვიწრო არხების, ხიდების და ფერადი გონდოლების გამო. ის პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, პორტოსთან ახლოს. დღეს ის საუნივერსიტეტო ქალაქია მომხიბვლელი შენობებით, ეკლესიებით და არტ ნუვოს სახლებით.
როგორ მოხვდებით ავეიროში: შუასაუკუნოვანი ქალაქიდან – კოიმბრა, აქ 1 საათში მოხვდებით. პორტოდან პირდაპირი მატარებლები რეგულარულად დადიან და მათაც 1 საათი სჭირდებათ.
8. სინტრა
სინტრა (Sintra) ნამდვილი ზღაპარია მისი მწვანე მთებით, ტყეებით, ფერადი ციხესიმაგრეებით და სასახლეებით. მასნ იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ღრსეულად მიიღო. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: პენას სასახლე, მავრიტანული ციხესიმაგრე და მონტსერატი.
როგორ მოხვდებით სინტრაში: ლისაბონიდან მატარებლები ყოველ 20 წუთში დადიან და სინტრაში 40 წუთში ჩადიან.