უნიკალური ბუნების, სუფთა სანაპიროების და ცოცხალი ღამის ცხოვრების გამო, ლაგოსი ალგარვის რეგიონის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქად ყალიბდება. ჩვენ პორტუგალიის ამ მორიგ სამოთხეში გიდობას გაგიწევთ:
-
იქირავეთ კაიაკი პონტა დე პიედადეზე/Ponta da Piedade
ლაგოსის სამხრეთით, ულამაზესი ფერის კლდეები: პონტა და პიედადეა, ალგარვის ბუნების საოცრება. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის, მისი გამოქვაბულები და ქვის თაღები კაიაკით უნდა დაათვალიეროთ. იქირავეთ ის დამოუკიდებლად ან დაჯავშნეთ ტური გიდის თანხლებით.
-
გაირუჯეთ პრაია დე კამილოზე/Praia do Camilo
ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრში, ხის კიბის საშუალებით ულამაზეს ქვიშიან სანაპიროზე მოხვდებით. დღისით გარუჯვის და ცურაობის შემდეგ, შეგიძლიათ აქედან მზის ჩასვლის საოცარი ხედებითაც დატკბეთ.
-
შედით წმ. ანტონიოს ტაძარში/Igreja de Santo António
ეროვნულ მონუმენტად აღიარებული ლაგოსის წმ. ანტონიოს ეკლესია, პორტუგალიაში პირველი ბაროკოს ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. ის 1707 წელს ააგეს და კედლებზე საოცარ ნამუშევრებთან ერთად ტრადიციულ ლურჯ და თეთრ ფილებსაც იხილავთ.
-
ესტუმრეთ გუბერნატორის სასახლეს/Governor’s Castle
ეს სასახლე ლაგოსის სტრატეგიულ სანაპირო პოზიციებს ათასწლეულების განმავლობაში ფლობდა. შემოუარეთ კედლებს ან დატკბით მათი სილამაზით იქვე მდებარე პარკიდან, საიდანაც ოკეანეზეც ლამაზი ხედები იშლება.
-
ილაშქრეთ პრაია დე ლუზიდან პონტა და პიედადემდე/Praia da Luz
13 კილომეტრიანი სალაშქრო გზა პრაია დე ლუზიდან პონტა და პიედადემდე მიგიყვანთ. გზაში ატლანტის ოკეანეს, ალგარვის სანაპიროს და სოფელ ლუზს გადახედავთ. გაყევით გზაზე ლურჯ და მწვანე ნიშნულებს. მის გასავლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.
-
შეიარეთ ლუდზე ბარში Garden
თუ ადგილობრივი ლუდის ან გემრიელი კოქტეილის დაგემოვნება გსურთ, ძველი ქალაქის ცენტრში უნდა მიხვიდეთ. ბარი სახელოდებით “ბაღი” კომფორტულ და მყუდრო სივრცეს გთავაზობთ. აქ გემრიელადაც ისადილებთ, ხორცის, თევზის და კარტოფილის კერძებით. ასევე, დააგემოვნებთ სანგრიას.
-
იშოპინგეთ Mar d’Estórias-ში
ეს არის ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის პორტუგალიური პროდუქცია და სუვენირები იყიდება. თუ არაფერს შეიძენთ, ავთენტური ინტერიერი მაინც მოგხიბლავთ. შეაფასეთ ხელნაკეთი კერამიკა და კალათები. დათვალიერების შემდეგ, ადით სახურავის ტერასაზე პორტუგალიური ღვინის დასაგემოვნებლად.
-
ისწავლეთ სერფინგი
ლაგოსში სერფინგისთვის სამი სანაპიროა: პრაია დე ლუზი, პრაია დო პორტო დე მოსი და ქალაქთან უახლოესი – მეია პრაია. ლაგოსში სერფინგის პროფესიული კურსებია, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შესწავლით.
-
მიირთვით ზღვის პროდუქტები რესტორანში: Marisqueira O Perceve
ზღვის პროდუქტების საუკეთესო საკვებ ობიექტად აღიარებული ეს რესტორანი ლაგოსის ძველი ქალაქიდან 15 წუთის სავალზეა. თუ არჩევანს ვერ გააკეთებთ, შერეული თეფში აიღეთ, რომელზეც სხვადასხვა ზღვის პროდუქტს მოგართმევენ.
-
მოუსმინეთ ჯაზის ლაივ შესრულებას ბარში: Stevie Ray’s
ლაგოსის ღამე რეისთან სტუმრობით ყველაზე ავთენტური აქტივობაა. ჯაზი, ბლუზი, როკენროლი და პოპი აქ კვირის უმეტეს საღამოებზე ისმის. ლუდი და კოქტეილები იაფია, ამიტომაც ადგილები მალე ივსება. მიდით მუსიკის დაწყებამდე და კარგ ადგილსაც გამოკრავთ ხელს.