ლისაბონი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული დედაქალაქია, მაგრამ აქ მოხვედრისას შეგიძლიათ თავად პორტუგალიაც შეიცნოთ მის მიღმა. ამისათვის შორს წასვლა არ გჭირდებათ. საკმარისია მოიწყოთ ერთდღიანი ტურიც.
1. ევორა/Évora
თუ ფერმის ჯანსაღ საკვებს, გემრიელ წითელ ღვინოს და საფეხმავლო პატარა ქალაქს ეძებთ, ამ ყველაფერს ლისაბონის მახლობლად, იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე, ევორაში აღმოაჩენთ. ის პორტუგალიის ალენტეჯოს რეგიონის ცენტრია და დედაქალაქიდან 1.5 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. მოინახულეთ” ძვლების კათედრალი” (კაპელა დოს ოსოსი), წმ. ფრანსისის ტაძარი და დონა დორინდას ვენახები.
2. ქაშქაისი/CASCAIS
ეს სანაპირო ქალაქი მატარებლით საკმაოდ მოკლე მანძილზეა ლისაბონიდან. აქ ბევრ ცნობილ ადამიანს უყვარს ჩამოსვლა. რამდენიმე წლის წინ აქ სახლი მომღერალმა მადონამ შეიძინა. გაისეირნეთ ქვიშიან სანაპიროზე და მომხიბვლელ ბულვარში. Praia da Duquesa – ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროა, რომელიც სეზონზე მუდმივად დატვირთულია. ქალაქის გამორჩეული მშვენებაა მერკადოს ვილა (Mercado da Vila), სადაც დღეს სხვადასხვა პროდუქცია იყიდება.
3. ობიდოსი/OBIDOS
ლისაბონიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ გზაზე მდებარე ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი თითქოს დროში გაიყინა. აქ ქვაფენილიანი ქუჩები, ძველი ციხესიმაგრე და ანტიკური ნაშთებია. ობიდოსის ყოფილი სახანძრო შენობა (Mercado Biológico de Óbidos) დღეს საკვების ბაზრობა და წიგნის მაღაზიაა. აქ ორგანული ხილ-ბოსტნეული იყიდება. Livraria de Santiago – კი მე-12 საუკუნის ეკლესიაა, სადაც ასევე განთავსებულია წიგნის მაღაზია. და ბოლოს, აუცილებლად მოინახულეთ აღორძინების ხანის ციხესიმაგრე (Castelo de Óbidos), რომელიც ქალაქის მარგალიტია. მისი ბაღის, ტერასის და კედლების მონახულება უფასოდაა შესაძლებელი.