ტურიზმი პორტუგალიაში საუკუნეების მანძილზე მძვინვარებს და დღითიდღე კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მის საოცარ სამყაროში. აქ ყველაფერია –  მდიდარი ისტორია, ინოვაციური ხელოვნება, საოცარი პეიზაჟები და სტუმართმოყვარე, მშვიდი მოსახლეობა. 

მადეირა

დაიწყეთ წელიწადი მადეირაზე გამოღვიძებით. ეს სუბტროპიკული კუნძული პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკურორტო ზონად იქცა საფეხმავლო გასეირნებისათვის, სანაპიროზე თბილი დღეების გატარებისათვის და ზამთრის მზიანი დასვენებისათვის ეგზოტიკური კერძების დაგემოვნების თანხლებით. გარდა ამისა, დედაქალაქ ფუნშალში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საახალწლო წვეულება, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ საახალწლო პერიოდში აქ მოგზაურობას, არც ეს არის პრობლემა: მადეირა ყოველთვის გელოდებათ. 

მადეირასთან სამეზობლოდ მდებარე კუნძული პორტო სანტო სანაპირო დასვენების მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია მისი კრისტალურად სუფთა ზღვის და სანაპიროების გამო. 

მადეირას სხვა ღირსშესანიშნაობებია: სახლი, რომელიც ოდესღაც კრისტოფერ კოლუმბს ეკუთვნოდა, კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმი სახელწოდებით Museu CR7 და მადეირას ღვინის მუზეუმი. აქ თქვენ არ მოიწყენთ. 

პორტო

პორტო შესაძლოა მიამსგავსოთ პორტუგალიის დედაქალაქს, რადგან ორივე ხასიათდება ძველი, ფერადი შენობებით, რომლებიც მოფენილია ბორცვიან ქუჩებზე და ორივე მდებარეობს დიდ მდინარეებთან, თუმცა პორტუ – რადიკალურად განსხვავედება ლისაბონისგან. ლისაბონი – მზიანი და ფერადია, პორტუ კი კულტურით არის აღსავსე. პორტუგალიური ფილების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია სან-ბენტუს რკინიგზის სადგურის მონახულება, სადაც ფილებისგან შემდგარი მოზაიკა კედლებს ხელოვნების განუმეორებელ ნიმუშად აქცევს. აქ უამრავ ბაღს, შუასაუკუნეების სასახლეებსა და ტაძრებს შეხვდებით, პორტუს სამზარეულოს კი ხშირად პორტუგალიის საოცრებას ეძახიან; გარდა ამისა, პორტუს მეღვინეობა განთქმულია ცნობილი პორტვეინით, რომელიც დორუს ხეობაში განსაკუთრებით გემრიელად მზადდება. 

ლისაბონი

ლისაბონი პორტუგალიის ტურისტული მარშრუტების მთავარ მიმართულებას იკავებს, სადაც მოგზაურები მიისწრაფიან დააგემოვნონ გემრიელი კერძები და პორტუგალიური ტრადიციული მოზაიკური ბილიკები გამოიკვლიონ. აქ ტურისტებს შეუძლიათ ბიუჯეტურად იმოგზაურონ, დაათვალიერონ ვიწრო, ზიგზაგური ქუჩები და ფენომენალური მოედნები. საღამოობით ფაქტობრივად ყველა ბარისა და რესტორნიდან ფადოს მუსიკა ისმის, რომელიც ჩაგძირავთ პორტუგალიის კულტურულ ატმოსფეროში. გაისეირნეთ Chiados რაიონში, მოდურ კვარტალში მსოფლიოს ყველაზე ძველი წიგნის მაღაზიით, ან მდიდრულ Bairro Alto-ში, რომელიც ღამით ცოცხლდება. აქ მუდმივი კარგი ამინდი და ბევრი მზის სხივი იმას ნიშნავს, რომ ლისაბონის სტუმრობისათვის ცუდი პერიოდი არ არსებობს. 

ერისეირა

სერფინგი პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული აქტივობაა, ერისეირა კი პატარა მეთევზეების სოფელი. ის ახლოს მდებარეობს ლისაბონთან, და იმის მიუხედავად რომ არ წარმოადგენს საზღვაო ქალაქს, მაინც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქად ითვლება. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სერფინგით, ახვიდეთ კლდეებზე და მოაწყოთ პიკნიკი ან ეწვიოთ პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ რესტორნებს და დააგემოვნოთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები. 

ალგარვე

ალგარვეში ერთმანეთთანაა შერწყმულია თბილი ამინდი, სეირნობა, საუკეთესო სანაპიროები და მოდური ჩვენებები. ამ რეგიონის ყველაზე ცნობილი სიცოცხლით სავსე ქალაქებია: ალბუფეირა, ლაგოსი, ვილამურა და პორტიმანი, სადაც კლდეები და ლურჯი ზღვის პეიზაჟი საოცარ ხედებს ქმნიან. თუ მშვიდი დასვენება გსურთ და ტურისტების დიდ ნაკადს უნდა მოწყდეთ, მაშინ გირჩევთ ყველაზე წყნარი ქალაქების – საგრეშის, ტავირასა და ალჟეზურის მონახულებას. 

ალენტეჟუ

ალენტეჟუს რეგიონის დედაქალაქი ევორაა,მდიდარი ისტორიით და მისტიური ბუნებით. ის იდეალურ ადგილს წარმოადგენს ჰელოუინის გასატარებლად სულების კაპელისა და ძვლების სამრეკლოს გამო. ამ ტაძრების კედლები აშენებულია 5000 ადამიანის ჩონჩხისგან. თუმცა, აქ სხვა, კიდევ უფრო საინტერესო ადგილებიცაა, მათ შორის რომაული ტაძარი ან ევორას ეკლესია და ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პორტუგალიური სასტუმრო ალენტჟო. ევორა და მის გარშემო მდებარე ქალაქები ბუნებაში მშვიდი დასვენებისათვის ყველაზე მყუდრო ადგილია. 

სინტრა

საბავშვო ზღაპრების ყველაზე ცნობილი ავტორი, ჰანს კრისტიან ანდერსენი ოდესღაც სინტრას ტყეში მდებარე სახლში ცხოვრობდა; აქ მოგზაურობის დროს ტურისტები ხშირად ეძებენ ამ ზღაპრულ სახლს, რომელიც ბევრ სასახლესა და ციხე-სიმაგრეს მოგაგონებთ. ლისაბონიდან 30 კილომეტრში მდებარე სინტრა იდეალურია ერთ-დღიანი მოგზაურობისათვის, თუმცა ყველაფრის შეცნობა თუ გსურთ, გირჩევთ 2 ან 3 დღით მაინც დარჩეთ და მოინახულოთ მონსერატის მე-19 საუკუნის სასახლე და მავრების შუასაუკუნეების კოშკი, სადაც თავს ბევრი ზღაპრული წიგნის გმირად იგრძნობთ თავს. 

ობიდუში

სასახლეებზე საუბრისას, რას ფიქრობთ იმ ქალაქის მონახულებაზე, რომელიც სასახლის კედლებში მდებარეობს? საოცარი, თვალწარმტაცი და რომანტიული ობიდუში – საუკეთესო ადგილია ფერადი მოგზაურობისათვის. თქვენ გელით აქ უამრავი თეთრი, ფერადი სახლი და სუვენირების მაღაზიები, ალუბლის ლიქიორი შოკოლადის ჭიქებში და უამრავი სხვა პორტუგალიური ცოცხალი სუვენირი. 

სერა-და-ეშტრელა

აქამდე მოღწევა ცოტა რთულია, თუმცა მოღწევა ღირს! პორტუგალია – არა მხოლოდ სანაპიროების ქვეყანაა, სერა-და-ეშტრელაში მდებარეობს ყველაზე მაღალი მთის მწვერვალი კონტინენტალურ პორტუგალიაში. ეს ერთადერთი სათხილამურო ადგილია ზამთარში, რომელიც სავსეა ციცქნა სოფლებით, ხელშეუხებელი ბუნებით და ადგილობრივი პროდუქტებით, როგორიცაა თაფლი, მწარე ყველი და არაჟანი. 

კოიმბრა

კოიმბრა ბევრი რომაული და შუასაუკუნეების ნანგრევების სამშობლოა და პორტუგალიის კიდევ ერთი ისტორიული ცენტრი, რომელიც ღირს ყურადღების მიქცევად. აქ ყველაზე ხშირად მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა – კოიმბრას უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში და მასში მდებარე ბიბლიოთეკა ბაროკოს სტილში.

სან-მიგელი

თითქმის ნახევარ გზაზე ამერიკისა და პორტუგალიის სანაპიროებს შორის მდებარეობს ასორის არქიპელაგი, რომლის თითოეული კუნძული შესანიშნავია. ყველაზე დიდი, სან-მიგელი მდებარეობს გამწვანებული ოაზისის გარშემო, რომლის პატარა ბილიკები, ჩანჩქერები და ტყუპი-მდინარეები (ლაგოა დას სეტი სიდადესი) თქვენს მოგზაურობას საოცარს გახდის. აქ მოგზაურებს ვულკანური ძალის ხილვა შეუძლიათ, რომელთან ახლოსაც მდებარე მინერალური ცხელი წყაროებისაგან უგემრიელესი კერძები მზადდება. 

მონსანტო

გსურთ იმოგზაუროთ წარსულში? მაშინ გაემგზავრეთ პორტუგალიის ყველაზე ძველ სოფელ მონსანტოში, რომელიც ასობით წლის მანძილზე არც კი შეცვლილა. ეს პატარა სოფელი უდიდესი ლოდების გარშემო მდებარეობს, რაც ბევრისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობ ადგილად არის მიჩნეული. 

გიმარაინში

გიმარაინში პორტუგალიის პირველი დედაქალაქი იყო. მე-12 საუკუნეში პორტუგალიის პირველი მეფე აფონსო I მართავდა ამ პატარა ქალაქს, რის გამოც მას დღეს „პორტუგალიის დაბადების ადგილს“ უწოდებენ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ სასახლე, სადაც ოდესღაც მეფე ცხოვრობდა. გიმარაინში სულ რაღაც 50 კმ-ის სავალზე მდებარეობს პორტოდან, საიდანაც ყოველდღიურად ავტობუსები გადიან.