საფრანგეთში მოგზაურობა – მოდის, ღვინის წარმოების, ლიტერატურისა და არქიტექტურის დაუძველებელი წყაროების აღმოჩენისაკენ ლტოლვას უდრის. მაგრამ, ბევრისათვის საფრანგეთი დიადი მხატვრების, რევოლუციური აღმოჩენების და ფერწერის სამშობლოა. 

მატისი

ანრი მატისის სახლ-მუზეუმი ნიცაში ლაჟღარდოვან სანაპიროზე მდებარეობს საოცრად შთამბეჭდავ ადგილას: გვერდით ანტიკური რომის პერიოდის ნანგრევები მდებარეობს, სახლის გარშემო კი – ლამაზი პარკი. თვითონ სახლ-მუზეუმი – მე-17 საუკუნის ისტორიული შენობაა.

მატისის მუზეუმი აქ 1960-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. აქ მისი ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება – ადრეული პერიოდიდან ბოლომდე. მუზეუმის დარბაზებში მხატვრის ნიჭის ყველა საზღვარი იშლება: გრაფიკა, კერამიკა, სკულპტურული ნამუშევრები, ფერწერა, კოლაჟები, და ის ნამუშევრები, რომელსაც მატისი ვანსის ქალაქის კაპელის გასაფორმებლად ასრულებდა. 

აქ მატისი 1918 წლიდან თითქმის 40 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ამ დროის მანძილზე განუმეორებელი ხელოვნების სამყარო შექმნა. შეგიძლიათ გაეცნოთ მხატვრის პიროვნებას წიგნებით, რომელსაც ის კითხულობდა, ფოტოსურათებით, რომელიც მან ოთახებში განათავსა და ინტერიერის საგნებით, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებდა. მუზეუმთან ახლოს მდებარეობს მისი საფლავიც. 

შესვლა მუზეუმში უფასოა 10:00 საათიდან, დასვენების დღეები კი ყოველი სამშაბათი და სადღესასწაულო დღეებია. 

მონე

ჟივერნი – ქალაქის სახელწოდებაა, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს და კლოდ მონეს სახელითაა ცნობილი. 

1883 წლიდან 1926-მდე მხატვარი-იმპრესიონისტი კლოდ მონე ცხოვრობდა სახლში, რომელიც ახლა მუზეუმადაა ქცეული. სახლში იხილავთ მონეს მიერ შეგროვებული იაპონური ხელოვნების საგნების კოლექციას, თუმცა, თვითონ მხატვრის ნამუშევრებს აქ ვერ იხილავთ. გირჩევთ მუზეუმის გარშემო მდებარე ბაღში გაისეირნოთ, რომელიც მონემ თავისი ხელებით მოაპირკეთა. მას სამოთხის ბაღსაც უწოდებენ დედამიწაზე. 

ჟივერნიში მოგზაურობის დროს იხილავთ ბუნებას, რომლითაც მონე მთელი ცხოვრების მანძილზე ტკბებოდა და მიიღებთ იმ შთაბეჭდილებებს, რომელსაც მონე გარდაქმნიდა მის ნახატებში. 

მუზეუმი ღიაა ტურისტულ სეზონზე (აპრილიდან ოქტომბრამდე) ყოველდღიურად, გარდა ორშაბათისა. 

ვან გოგი

ვან გოგის მუზეუმი მდებარეობს ოვერ-სიურ-უაზში, სახლში, სადაც ვინენსტმა ბოლო წლები გაატარა. ოვერ-სიურ-უაზი პარიზთან ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 30 კილომეტრში, ამიტომ აქ მოხვედრა მარტივია მატარებლით ან ავტობუსით. 

მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა პატარა ძველებურ შენობაში. აქ, სადაც ვან გოგი ცხოვრობდა და 1890 წელს თავი მოიკლა, ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც მისი სიცოცხლის დროს. მისი სიკვდილის შემდეგ ნივთები არავისთვის გადაუციათ და ყველაფერი ხელუხლებელი დატოვეს. ამიტომ, მხატვრის ყველა თაყვანისმცემელს შეუძლია თავი ვან გოგთან სტუმრად წარმოიდგინოს, ავიდეს ჭრიალა კიბეზე და აიხედოს იმ ფანჯრიდან, საიდანაც ვან გოგი ცას უყურებდა ხოლმე. 

პატარა ოთახის გარდა, მუზეუმში შეგიძლიათ ინტერაქტიული გამოფენის ნახვა, რომელიც მოგითხრობენ მის ცხოვრებაზე ოვერ-სიურ-უაზში. სახლ-მუზეუმიდან გირჩევთ წახვიდეთ კაფეში, სადაც სივრცე გაფორმებულია მე-19 საუკუნის სტილში. ჭურჭელზეც კი ვან გოგის ნამუშევრების დეტალები შეგხვდებათ. აქვე ვან გოგის და მისი ძმის ტეოს საფლავიც მდებარეობს. 

როდენი

როდენის შემოქმედების მოყვარულებს შეუძლიათ მისი ორი მუზეუმის ხილვა საფრანგეთში: ერთი პარიზში მდებარეობს, ვარენის ქუჩაზე, მეორე კი მედონეში, პარიზის მახლობლად. 

გავემგზავროთ ვარენშსი, ე.წ. ბირონის სასახლეში. აქ წარდგენილია ნახატების, ფოტოების, როდენის ნამუშევრების დიდი კოლექცია გიფსისგან, მარმარილოსა და ბრინჯაოსგან. აქ ბაღში „ჯოჯოხეთის კარიბჭესაც“ იხილავთ, რომელიც გარშემორტყმულია მუდამ მწვანე ბუჩქებით, საიდანაც მელოდია ისმის და ქმნის იმ სამყაროში ჩაძირვის განუმეორებელ ატმოსფეროს, რომელიც როდენის მიერ იყო წარმოდგენილი. 

დალი

სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი მდებარეობს პარიზში, მონმარტზე. ის 1991 წელს გაიხსნა, ორ წელიწადში დალის სიკვდილის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ დალი ესპანელი იყო, ის საფრანგეთში 1926 წლიდან ცხოვრობდა, სადაც პაბლო პიკასოც გაიცნო. 

ექსპოზიცია წარმოადგენს გრავიურებს, ილუსტრაციებს სხვადასხვა წიგნის მიხედვით: „დონ კიხოტი“, „ალისა საოცრებათა სამყაროში“, „რომეო და ჯულიეტა“. აქ უდაოდ საინტერესო დალის ნამუშევრებს იხილავთ, ორიგინალურ ნახატებსა და სკულპტურებს. 

მუზეუმი გახსნილია ყოველდღე 10:00 საათიდან. 

პიკასო

1985 წელს გახსნილი პაბლო პიკასოს მუზეუმი ცნობილია იმით, რომ აქ მისი ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება, რომელშიც ილუსტრირებულია მისი შემოქმედების ყველა პერიოდი. აქ იხილავთ კუბიზმის სტილში შესრულებულ ნამუშევრებს, სიურეალისტურ ნიმუშებს, ფერწერულ ტილოებს და პიკასოს სკულპტურებს, შექმნილს კერამიკისგან, გრავიურისგან, ესკიზებისა და ჩვეულებრივი ჩანახატებისაგან. 

პიკასოს ხელოვნების გარდა, აქ იხილავთ მატისის, პოლ სეზანის, ანრი რუსოს, ედგარ დეგისა და სხვა ავტორების ნამუშევრებს, ასევე თავად პიკასოს, მისი ოჯახისა და მეგობრების ფოტოებს და იმ ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც პიკასომ ცხოვრების მანძილზე შეაგროვა. 

გალერეისთვის შეარჩიეთ მე-17 საუკუნის ძველი შენობა მარეს კვარტალში – ე.წ. სალეს ვილა. შენობაში 1829 წლიდან მდებარეობდა ხელოვნების სკოლა, სადაც გუსტავ ეიფელი და არმან პეჟო სწავლობდნენ. 

მუზეუმი ყოველდღე ღიაა 09:30 საათიდან, გარდა სამშაბათისა და სადღესასწაულო დღეებისა. 

რენუარი

რენუარის სახლ-მუზეუმი “Les Colletes” მდებარეობს კან-სიურ-მერში, რომელიც მხატვარმა 1907 შეიძინა. თვითონ შენობა არ გამოირჩევა სიდიდით ან შიდა ურბანულობით, ის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ფორთოხლისა და ზეთისხილის ხეების ბაღებით. 

ამ სახლ-მუზეუმმა სრულად შეინარჩუნა იმ დროინდელი ინტერიერი, როცა აქ იმპრესიონიზმის დიადი მხატვარი ცხოვრობდა. ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ რენუარის პირადი ნივთები, დიდი რაოდენობით ფოტოები, მოლბერტები, მისი ფერწერული ნამუშევრები და სკულპტურები, რომლებიც უდიდეს ექსპოზიციებადაა გარდაქმნილი. 

მუზეუმი ნიცასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ავტობუსით ან მატარებლით ყველაზე მარტივად შეგიძლიათ აქ მოხვედრა. 

მუზეუმის სამუშაო საათებია ყოველდღე 10:00 საათიდან, სამშაბათისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.