ხორვატია ადრიატიკის ზღვის ფირუზისფერი წყლებით, მთებით და ბუნების ლანდშაფტებით გვხიბლავს. მის 8 ეროვნულ პარკში, რომლებიც ბალკანური ქვეყნების საზღვარზე მდებარეობენ, დედა ბუნება საუცხოოდაა დაცული. შენი მეგზური ამ ქვეყნის 4 საუკეთესო პარკს გირჩევთ:

1. კრკას ეროვნული პარკი

საუკეთესო პარკი საუცხოო ჩანჩქერებით

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი კრკას ეროვნული პარკია დალმატიის რეგიონში. აქ დაახლოებით 16 ჩანჩქერი მდებარეობს, მათგან მთავარი კასკადური ჩანჩქერი ყველაზე პოპულარულია. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს ქალაქ სიბენიკიდან.

2. პლიტვიცეს ტბის ეროვნული პარკი

ქვეყნის ცენტრში მდებარე პლიტვიცეს ეროვნული პარკის ტბები ხორვატიის პირველი ეროვნული პარკია და დღემდე უდიდესად ითვლება. პლიტვიცე მოიცავს 16 ერთმანეთთან დაკავშირებულ ტერასულ ტბებს და ჩანჩქერებს. მისი ბუნება და ლანდშაფტი საუკეთესო პირობაა ყავისფერი დათვების და ნაცრისფერი მგლების საბინადროდ. ასევე, აქ მრავალფეროვანი ფლორა დაგხვდებათ. პლიტვიცე ზაგრებიდან 2, ხოლო სპლიტიდან 3 საათის გზაზე მდებარეობს. შემოგთავაზებენ გიდის სერვისებსაც.

3. მილჯეტის ეროვნული პარკი

საუკეთესო პარკი წყლისპირა ლაშქრობისა და ველოსპორტისთვის

ეს მშვიდი და დაცული ტერიტორია, მანქანებისგან თავისუფალ მილჯეტის კუნძულზე მდებარეობს. ეროვნული პარკი დუბროვნიკიდან 37 კმ-ს დაშორებით, ადრიატიკის ზღვაში იწვევს სტუმრებს. ჰომეროსის “ოდისეას” მიხედვით, სწორედ აქ იყო დაკავებული ულისე. აქ ორი ტბა, ველიკო და მალო ჯეზერო მდებარეობს. პარკში დაგხვდებათ საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები, ასევე კანოეები და კაიაკები.

4. ბრიჯუნის ეროვნული პარკი

ბრიჯუნის ეროვნული პარკის არქიპელაგის გამოსაკვლევად საუკეთესო გზა ბორანია. აქაა ნაპოვნი უძველესი დინოზავრების ნაფეხურები და 1600 წლოვანი ზეთისხილის ხე. ბრიჯუნიზე დაგხვდებათ საფარის პარკი და ანტიკური არქიტექტურა. ტურების შეძენას ისტრიაზე შეძლებთ, ტრანსპორტით და გიდით.