ღრმა ლურჯი ზღვა, ქვიანი ნაპირები, ქვიშიანი გამოქვაბულები, ულამაზესად შემონახული ნავსადგურიანი ქალაქები, ბაროკოს ეკლესიები და კირქვის კოტეჯები, ხორვატიის კუნძულებს საზაფხულოდ პოპულარულ გასაქცევად აქცევს. აქ მოსახვედრად შეგიძლიათ ჩაფრინდეთ დუბროვნიკში, სპლიტში ან ზადარში და შემდეგ ბორნით ან კატამარანით გადახვიდეთ სასურველ კუნძულზე.
10. დუგი ოტოკი, ჩრდილოეთ დალმატია / Dugi Otok
ეს გრძელი კუნძული ზადარის არქიპელაგიდან ყველაზე დაშორებული კუნძულია, რომლის მთავარი სანახაობაცაა საჰარუნის სანაპირო. აქ ზადარიდან 1-დღიანი ნავის ექსკურსიებით მოხვდებით.

9. კრესი,კვარნერი/Cres
ხორვატიის ეს უზარმაზარი კუნძული ერთ-ერთი ველური კუნძულია ამ ქვეყანაში. მისი დედაქალაქია კრესი, ვენეციური ეპოქის დროინდელი პასტელური სახლებით, რომლებიც სათევზაო ნავსადგურს გადმოჰყურებენ.

8. კრკ, კვარნერი / Krk
ხმელეთთან თაღოვანი ხიდით დაკავშირებული კრკ ხორვატიელებისთვის პოპულარული გასაქცევია, სადაც ადგილობრივ გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებთ. აქ მდებარეობს მე-12 საუკუნის კათედრალი, დიდი და პატარა სანაპიროები.

7. მილეტი, სამხრეთ დალმატია / Mljet
ეს კუნძული თითქოს დროს მიავიწყდა და საუკუნეებს გაუძლო. აქ ულამაზესი ტყეები და ეროვნული პარკი მდებარეობს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მარილის ტბებით. ვიზიტორები მას დუბროვნიკიდან ნავის ექსკურსიებით სტუმრობენ.

6. ვისი, ცენტრალური დალმატია / Vis
ამ კუნძულის დასაკუთრება მისი მშვენიერების გამო ბევრს სურდა. რენესანსის პერიოდში ჰვარის მდიდარ ოჯახებს ვისში საზაფხულო ვილები ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული სამხედრო ბაზას წარმოადგენდა და უცხოელებისთვის დაკეტილი იყო. დღეს აქ იახტებით და წყლის ტრანსპორტით მოდიან და ფეხით ლაშქრავენ. მოინახულეთ უჩვეულო ქვის ფორმაციები მის ჯეოპარკში. ბორანს გამოყვებით სპლიტიდანაც.

5. პაგი, ჩრდილოეთ დალმატია / Pag
ფოტოგრაფებს ძალიან უყვართ ეს უმშვენიერესი ლანდშაფტის მქონე კუნძული. აქ გადაღებულია პორშეს, ბენტლის და მერსედესის რეკლამები. ბრწყინვალე ადგილია სალაშქროდ და ველოსიპედით სასიარულოდ. აქ მარტივად მოხვდებით ზადარიდან.

4. რაბი, კვარნერი / Rab
რაბი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. აქ ექსტრაორდინალური ქვიშიანი სანაპიროები და საველოსიპედო ბილიკები მდებარეობს. მოინახულეთ მისი საათის კოშკურები და ზიდინის ციხესიმაგრე.

3. ბრაჩი, ცენტრალური დალმატია / Brač
ბრაჩში ხორვატიის ყველაზე ფოტოგენური სანაპირო მდებარეობს ულამაზესი ბულვარით. კუნძული სამოთხეა აქტიური დასვენების და თავგადასავლების მოყვარულთათვის. აქ დაკავდებით სკუბა დაივინგით, კაიაკით, ლაშქრობით, სამთო ველოსიპედებით და აშ. გადახედეთ ზღვას და კუნძულებს ვიდოვადან, უმაღლესი წერტილიდან.

2. კორჩულა, სამხრეთ დალმატია / Korčula
კორჩულაზე გადმოცემის თანახმად მე-13 საუკუნის აღმომჩენი, მარკო პოლო დაიბადა. ანტიკური ბერძნები მას “შავ კორფუს” უწოდებდნენ. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ კატამარანით დუბროვნიკიდან.

1. ჰვარი, ცენტრალური დალმატია / Hvar
ვარსკვლავების ეს ერთ-ერთი საყვარელი კუნძული გამორჩეულია არქიტექტურით და ბუნების სილამაზით. აუცილებლად მოინახულეთ მთაზე ციხესიმაგრე, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. აქ მოხვდებით ბორნით სპლიტიდან.










