რა ვნახოთ

ევროპის 5 ცნობილი ქალაქი, სადაც მანქანები აკრძალულია

მანქანები, განსაკუთრებით ბენზინზე მომუშავეები, უფრო და უფრო კარგავენ პოპულარობას ევროპაში. ელექტრო მანქანები, ველოსიპედები თუ დხვა ეკომეგობრული ტრანსპორტი კი უფრო და უფრო აქტიურად ინერგება გამვითარებულ ქვეყნებში. ისტორიული ცენტრები ევროპაში ძირითადად თავისუფალია მანქანებისგან. ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ქალაქს, რომელთა მოვლა ფეხით შეგიძლიათ, თანაც ისე, რომ მანქანების მოძრაობისგან არ შეწუხდეთ.

ვენეცია, იტალია

მანქანებით სავსე ვენეციის წარმოდგენა შეუძლებელია, ეს მის უნიკალურ ატმოსფეროს გაანადგურებდა. აქ ვიზიტორები და მაცხოვრებლები წყლის არხების გასწვრივ და ხიდებზე ფეხით დასეირნობენ. წყალში კი წყლის ტრანსპორტს იყენებენ.

ბრიუგე, ბელგია

“ჩრდილოეთის ვენეციად” ცნობილი ბრიუგე მაქსიმალურად ცდილობს მანქანების მოძრაობის შემცირებას. ქალაქის ცენტრი საფეხმავლოა და მის ზონებში ტრანსპორტით შესვლა აკრძალულია. აქ მოგზაურობისას შეგიძლიათ დატკბეთ მომხიბვლელი ქვაფენილიანი ქუჩებით და არხებით, რომლებიც მშვიდ ატმოსფეროს ქმნიან.

დუბროვნიკი, ხორვატია

მორიგი ევროპული ქალაქი მისი ისტორიული ცენტრის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქში ყველანაირი მანქანაა აკრძალული და შეგიძლიათ დუბროვნიკის ცნობილი ქალაქის კედლები, ქვაფენილიანი ქუჩები და ისტორიული შენობები სრულ სიმშვიდეში გამოიკვლიოთ.

მდინა, მალტა

მალტელები მდინას “სიჩუმის ქალაქს” უწოდებენ. ამ შუასაუკუნეების ულამაზეს ქალაქში ტრანსპორტი ლიმიტირებულია. მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ უფლება ტარების. ამ წესის გამო, ვიზიტორები ძველი ქალაქის მანქანებისგან დაცლილ ქუჩებში ისეირნებენ და დატკბებიან შთამბეჭდავი კათედრალით, სასახლეებით და მშვიდი ატმოსფეროთი.

ზერმატი, შვეიცარია

ეს ულამაზესი შვეიცარიული სამთო კურორტი მანქანებისგან თავისუფალი სოფელია და უნიკალურ მთაში დასვენების გამოცდილებას შეგძენთ. ამ პატარა დასახლების გარშემო მხოლოდ უფასო ელექტრო მანქანებს და ავტობუსებს ნახავთ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ბელგიაბელგია
ბელგია18 ოქტ 2026

8 საუკეთესო ადგილი ბელგიაში ვიზიტისთვის

მოგზაურები ხშირად ბელგიას საფრანგეთისა და ნიდერლანდების გამო უგულეველყოფენ, თუმცა ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაკლებად დაფასებული მიმართულებაა…

ბელგიაბელგია
ბელგია17 ივლ 2026

სად მიირთმევთ საუკეთესო ბელგიურ ვაფლს ბრიუსელში

სად მივირთვათ ვაფლი ბრიუსელში: ლე რუა დე ლა გოფრი, მეზონ დანდუა და პარდონი, პლუს რით განსხვავდება ბრიუსელის და ლიეჟის ვაფლი ერთმანეთისგან.

ავსტრიაავსტრია
ავსტრია2 ივნ 2026

12 საუკეთესო ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მიმართულება ევროპაში

სად წავიდეთ ზაფხულში ხალხმრავლობის გარეშე: ალტა ბადია, მინჰო, ლა რიოხა, პელიონი, ალბანეთის რივიერა, სვალბარდი და კიდევ 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე