ბრიუგე ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქია ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ფოტოს მის ყველა კუთხეში გადაიღებთ. ამ შუასაუკუნოვანმა ქალაქმა უამრავ შემოსევას გაუძლო და მე-15 საუკუნის არქიტექტურა ბრწყინვალედ შემოინახა. 2000 წელს მას იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მიანიჭეს. ჩვენ აქ სხვადასხვა აქტივობებით საუკეთესო გამოცდილების მიღებას გირჩევთ:

1. იხილეთ ბრიუგე ნავიდან

გამოიკვლიეთ ღირსშესანიშნაობები ნავის ტურით ბრიუგეს ფოტოგენურ არხებში სულ რაღაც 12 ევროდ. თუ ამას პირველივე დღეს გააკეთებთ, ქალაქის ორიენტირებაში უკეთ გაერკვევით და ცნობილი ხიდების ქვეშაც გაივლით.

2. დალიეთ ბელგიური ლუდი ბრიუგეს რომელიმე ბარში

ლუდი აქაური კულტურის ნაწილია და ის აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მაგალითად, გირჩევთ ბარს: De Garre, სადაც 140 სახეობის ლუდს შემოგთავაზებენ. მას ბრიუგეს უძველეს პაბს უწოდებენ.

3. დააგემოვნეთ ვაფლი, შოკოლადი და სხვა გემრიელობები

თუ ტკბილეული გიყვართ, სწორ ადგილას ხართ. აქ შოკოლადის და კამფეტების მაღაზია ყველა ქუჩაზე შეგხვდებათ. არ წამოხვიდეთ ფუმფულა ვაფლების გასინჯვის გარეშე. ყველაზე ცნობილი შოკოლადის მაღაზიაა: Chocolatier Dumon.

4. შეუერთდით არქიტექტურულ საფეხმავლო ტურს

ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელები და გაუყევით ქალაქის ცენტრში დაგეგმილ საფეხმავლო ტურს მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურის შესასწავლად. დააკვირდით საკონცერტო დარბაზის შენობას, მე-13 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარს და მადონასა და ჩვილის ქანდაკებებს.

5. ეწვიეთ დამოუკიდებელ მაღაზიებს ლანგეშტრაატზე

ანტიკური ბრიუგეს ნაწილიდან გადით Langestraat-ზე, ქუჩაზე სადაც ბევრი კაფე-რესტორანი და მაღაზიაა. Cherry Picker Cafe – ვინილების უნიკალურ კოლექციას წარმოგიდგენთ, იდეალური საჩუქრებისთვის ეწვიეთ მაღაზია Atelier Twee-ს.

6. ესტუმრეთ ბელგიურ ლუდსახარშს

ბელგიელები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლუდს აწარმოებენ. მათთვის ლუდის ხარშვა დიდი ტრადიციაა. De Halve Maan წარმოგიდგენთ სპეციალურ ტურებს ბრიუგეს ცენტრში სხვადასხვა სახეობის ლუდის დაგემოვნებით. სახურავიდან კი ქალაქის ხედით დატკბებით.

7. გაიარეთ მარკტზე, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს მოედანზე

ეს შუასაუკუნეების შედევრი გლამურული საფეხმავლო მოედანია ნეო-გოთიკური ფასადებით. მიირთვით ყავა რომელიმე აქ მდებარე ტერასულ კაფეტერიაში.

8. ადით ბელფორტზე ბრიუგეს საუკეთესო ხედებისთვის

ბრიუგეს შარმის შესაცნობად ეს მაღალი, თანამედროვე შენობა დაგეხმარებათ ქალაქის ცენტრში. იხილეთ ბრიუგეს საუკეთესო პანორამული ხედები 366 კიბის ავლის შემდეგ.

9. დაათვალიერეთ ოსტატები Groeningemuseum-ში

ბრიუგე მდიდარია კულტურით, რაც მის ერთ-ერთ შთამბეჭდავ მუზეუმში ნათლად ჩანს. Groeningemuseum წარმოგვიდგენს რენესანსის ძვირფას ნამუშევრებს და მშვენიერი გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით ცუდ ამინდში.

10. მოინახულეთ ეკლექტური საკონცერტო დარბაზი

ბრიუგეს ამ თანამედროვე საკონცერტო დარბაზში ხშირად ტარდება გამოფენები და პერფორმანსები. შეგიძლიათ დაესწროთ ან უბრალოდთ აიღოთ ტური 21-ე საუკუნის ამ საოცარი არქიტექტურული ძეგლის დასათვალიერებლად.

11. დააფასეთ ჰანს მემლინგის ნამუშევრები სენ-ჯანსჰოსპიტალის მუზეუმში

ეს აღდგენილი საყდარი, რომელიც მე-12 საუკუნის საავადმყოფოს შენობაში მდებარეობს ჰანს მემლინგის 6 შედევრს აერთიანებს. ის გამორჩეული მხატვარი და ინოვაციური პორტრეტების ავტორი იყო ბრიუგედან.

12. ჩაიძირეთ ბარგის მოედნის ისტორიასა და მითებში

Burg Square ლამაზი და საინტერესო მოედანია გოთკური მერიის შენობით და ბაზილიკით. აქ გამოყოფილი სეირნობის დრო ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებას შეგძენთ.

13. მიირთვით ბიუჯეტურად Zand-თან

ბრიუგეში რამდენიმე უნივერსიტეტი მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბევრ ადგილას მიირთმევთ იაფად. Zand-ის მოედანი სწორედ ისეთი ადგილია, სადაც გარშემო ბიუჯეტური რესტორნები და კაფე-ბარებია. მაგალითად, HAP Takeaway-ში ადგილობრივი ინგრედიენტებით დამზადებული გემრიელი სენდვიჩებია; Frituur-Bistro ‘t Bootje ბურგერებს შემოგთავაზებთ, ფალაფელი, შაურმა და ვრაპები კი აქ დაგხვდებათ: Taboulé.

14. იქირავეთ ველოსიპედი და წადით ისტორიულ ქალაქის ცენტრში

ბრიუგეს გამოკვლევა ადვილია ველოსიპედით. აქ ბევრი კომპანიის გასაქირავებელი ველოსიპედები შეგხვდებათ.

15. იპოვნეთ სიმშვიდე begijnhof-ში

აქ ხეებს შორის ჩამოწოლილი სრული სიმშვიდე დაგხვდებათ. ის მე-13 საუკუნეში აშენდა რელიგიური მიზნებისთვის. დღეს კი ქალაქიდან გასაქცევი მშვენიერი სასეირნო ადგილია.

16. მიირთვით ფრი რომელიმე ჯიხურში

ბელგიაში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ აქაურ ფრის არ მიირთმევთ. ბელგიელებში ფრის კულტურა მტკიცედაა ფესვგადგმული და ბრიუგეშიც უამრავ ადგილას მიირთმევთ ბელგიურ ფრის. დიდი პორცია საშუალოდ 4 ევრო ღირს მათი საფირმო სპეციალური სოუსით.

17. გაიგეთ რატომაა ფრი აქ ეროვნული კერძი

ფრის მუზეუმში საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ფრის მნიშვნელობის და ისტორიის შესახებ ამ ქვეყანაში.