შვეიცარია ევროპული მეზობლებისგან განსხვავებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ 1 კვირაზე მეტი დაგჭირდებათ ყველაფერი რომ მოინახულოთ. თუ შვეიცარიაში მხოლოდ 7 დღე გაქვთ, ჩვენ მას საუკეთესოდ დაგიგეგმავთ. ციურიხი, ლუცერნი, ბერნი და ჟენევა შვეიცარიულ ისტორიას და კულტურას გაგაცნობთ, გასაოცარი ბუნებას განახებთ და შვეიცარიულ სუფრასაც დააგემოვნებთ. ნუ დახარჯავთ ზედმეტს მანქანის ქირაობაში, გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი (Swiss Travel Pass) და თქვენ ულიმიტოდ ივლით მატარებლებით, ავტობუსებითა თუ ბორნებით.

დღე 1: ციურიხი

გაატარეთ ერთი სრული დღე შვეიცარიის ყველაზე დიდი ქალაქის დათვალიერებაში. ციურიხი ისტორიისა და ინოვაციის მიქსია და შვეიცარიის ახალ და ძველ მხარეებს აერთიანებს. თუ ციურიხის აეროპორტში ჩაფრინდებით, გაყევით მატარებელს ქალაქის მთავარ სადგურამდე, საიდანაც თქვენს სასტუმროში მიხვალთ. ჩვენ გირჩევთ დარჩეთ ძველი ქალაქის, ალტშტადის მახლობლად, რათა მთავარი ღირსშესანიშნაობები მალე დაათვალიეროთ.

ძველი უბნის შემდეგ, Bahnhofstrasse-ს ეწვიეთ, ევროპის ცნობილი შოპინგ ქუჩას. მოინახულეთ დიდი კათედრალი – Fraumunster. შემდეგ კი ქალაქის მუზეუმებს ესტუმრეთ. მიირთვით 1 მეტრიანი სოსისები ცნობილ კვების ობიექტში: Zeughauskeller.

დღე 2: 1 დღიანი ტური სანქტ-გალენში და აპენზელში

მეორე დილით, გაყევით მატარებელს სანქტ-გალენში – ისინი ციურიხის მთავარი სადგურიდან ყოველ 20 წუთში გადიან. მოინახულეთ ცნობილი სააბატო – კომპლექსი, რომელიც იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. დაათვალიერეთ მისი ბიბლიოთეკა 150 000 წიგნით. ისეირნეთ ძველი ქალაქის საფეხმავლო ქუჩებში, ნახევრად ხის სახლების გვერდით და ესტუმრეთ ტექსტილის მუზეუმს.

თუ ამ ყველაფერს მალე ამოწურავთ, აპენზელში გადაირბინეთ. ის სანქტ-გალენიდან ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს და გაატარეთ ცოტაოდენი დრო ამ საოცარი ქალაქში. შემდეგ სანქტ-გალენში დაბრუნდით და ციურიხის მატარებელში გადაჯექით.

დღე 3: ლუცერნი

დატვირთული ციურიხის შემდეგ, ორი ღამით ლუცერნს მიაკითხეთ. ლუცერნის ტბაზე მდებარე ეს ქალაქი აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქია ქვეყანაში. მისი ცენტრი სავსეა ნახევრად ხის სახლებით და კომფორტული საკვები ობიექტებით. აქ უნდა დააგემოვნოთ როსტი – შვეიცარიული ტრადიციული კერძი. ისტორიის მუზეუმი დიდებსაც დაგაინტერესებთ და პატარებსაც. მოინახულეთ შვეიცარიის ტრანსპორტის მუზეუმიც, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია. გადადით ლუცერნის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე – მე-14 საუკუნის სამლოცველოს ხიდზე.

საღამოს პილატუსის მთაზე ადით, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, რომელიც ყველა სეზონზე შესაფერისადაა მოწყობილი. კრიენსიდან, რომელიც ლუცერნიდან ავტობუსით მოკლე მანძილზე მდებარეობს, მთაზე პანორამა გონდოლას აყვებით. მგზავრობა 30 წუთს გასტანს.

დღე 4: ნავით რიგიზე ან რუტლიში

დღის რაღაც ნაწილი მაინც გაატარეთ ლუცერნის ტბაში და შეუერთდით ნავის ტურს შვეიცარიის ამ ულამაზეს ტბაზე. სატრანსპორტო ბარათი ამ ტრანსპორტით სარგებლობის საშუალებასაც გაძლევთ. ნავები მთელი წლის მანძილზე დადიან.

გაყევით ნავს ვიზნაუში (Vitznau), იქიდან კი აყევით ისტორიულ მატარებელს რიგის მთაზე. უკან შეგიძლიათ ფეხითაც ჩამოხვიდეთ, რაღაც მანძილზე მაინც. მატარებლის რამდენიმე გაჩერებაზე საკვები ობიექტები მდებარეობს.

ანდაც, ლუცერნიდან გაყევით ნავს რუტლიში (Rütli), შვეიცარიის ისტორიულ ქალაქში. ნავს იქამდე 2 საათი დასჭირდება.

დღე 5: ბერნი

ლუცერნიდან დილის მატარებელს შვეიცარიის დედაქალაქამდე, ბერნიმდე გაყევით. მგზავრობის დრო 60-90 წთ იქნება. ბერნის მთავარი სადგურიდან ძველი უბანი – ალშტადი, 10 წუთის სავალ გზაზეა. მდინარე აარეზე გაშენებული ეს ქალაქი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. მოინახულეთ ისტორიული საათი და დააკვირდით მის ამოძრავებას ყოველი საათის შესრულების დროს.

ბერნის მორიგი ღირსშესანიშნაობა შვეიცარიის პარლამენტის შენობაა – Bundehaus. მეცნიერების და ისტორიის ფანები აინშტაინის სახლს უნდა ეწვიონ, სადაც ფიზიკოსი 2 წელი ცხოვრობდა. ხელოვნების მოყვარულებმა კი პოლ კლეს მუზეუმს მიაკითხეთ, მეოცე საუკუნის აბსტრაქტული ხელოვნების ცენტრს.

ზაფხულობით მდინარე ააერში ბანაობენ კიდეც, ზამთარში კი აქ რამდენიმე საახალწლო ბაზრობა იმართება.

დღე 6: 1 დღიანი ტური ინტერლაკენში

ბერნი და ინტერლაკენი მატარებლით 1 საათის სიშორეზე მდებარეობენ. ორ ტბას შორის მდებარე ინტერლაკენი საოცარ ბუნებას გაჩვენებთ. მატარებლით ან საბაგიროთი ადით ზღვის დონიდან 3454 მეტრზე, სადგურზე სახელად – Jungfraujoch. ის ევროპის უმაღლესი მატარებლის სადგურია. იქ კიდევ უფრო გასაოცარი ხედებით დაჯილდოვდებით. შემდეგ დაბრუნდით ინტერლაკენში და უკან ბერნში.

დღე 7: ჟენევა

დილით გაყევით მატარებელს ბერნიდან ჟენევამდე. მგზავრობა 2 საათზე ნაკლებ დროს წაიღებს. ფრანგულად მოსაუბრე შვეიცარიის ეს ქალაქი ევროპის დიპლომატიური ცენტრია. აქ მდებარეობს გაერთიანებული ერების და წითელი ჯვრის სათაო ოფისები. დატკბით ჟენევას ტბის სანაპიროთი და ანტიკური ძველი უბნით. წმ პიერის კათედრალში და რეფორმაციის მუზეუმში ჟენევას პროტესტანტულ ისტორიას გაეცნობით.

შვეიცარიაში ყოფნის ბოლო საღამო ტრადიციული ყველის ფონდუთი უნდა დაასრულოთ – cheese fondue. ჩვენ გირჩევთ Cafe du Soliel-ს, რომელიც მას 400 წელია რაც ამზადებს. ამის შემდეგ გაემგზავრეთ იმ ქალაქის აეროპორტში, სადაც ფრენა გაქვთ.