საუკეთესო აზიური ისტორიული მიმართულებები საოცარ ძეგლებს და მონუმენტებს აღმოგაჩენინებთ. მის თანამედროვე ქალაქებს ნანახი ყავთ იმპერატორები, სავაჭრო ქარავანები და კულტურათა მრავალფეროვნება.
1. კიოტო, იაპონია
საყდრები და გეიშების უბნები
კიოტო იაპონიის კულტურული სულია. ეს ყოფილი საიმპერატორო დედაქალაქი გვთავაზობს უკან, წარსულში ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ საუკუნოვან ტრადიციებს, რომლებიც არა რელიქვიები, არამედ ყოველდღიურობის ნაწილია. მოინახულეთ არაშიამას ბამბუკები, კინკაკუ-ჯის ოქროს საყდარი და ფუშიმის კარიბჭეები. დაესწარით ჩაის ტრადიციულ ცერემონიალს, მოისინჯეთ კიმონო გიონში, გეიშების უბანში და აშ. კიოტოს მაგიური ატმოსფერო იაპონიის ისტორიული სულის ამოძახილია.

2. აგრა, ინდოეთი
ტაჯ მაჰალი, აგრას ციხესიმაგრე და მუგალის ბაღები
აგრაში, ინდოეთის იტორია მისი შენობების დიდებულებაშია აღბეჭდილი. მთავარი ძეგლია ტაჯ მაჰალი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და მარადიული სიყვარულის სიმბოლო. ამ საკულტო მავზოლეუმის მიღმა, ქალაქი ღრმა იმპერიულ წარსულს წარმოგვიდგენს. აუცილებლად დაათვალიერეთ აგრას ციხესიმაგრე.

3. ლუანგ პრაბანგი, ლაოსი
ფრანგული კოლონიალური ვილები, ბუდისტური საყდრები და მდინარე მეკონგის ხედები
ლუანგ პრაბანგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი მარგალიტია და ის ჩრდილოეთ ლაოსის მთებში მდებარეობს. ეს ქალაქი შთამბეჭდავი კომბინაციაა ტრადიციული ლაოს და ფრანგული კოლონიალური არქიტექტურის. შეგიძლიათ დაესწროთ ბერების ყოველდღიურ ცერემონიებსაც. ესტუმრეთ ასევე სამეფო სასახლის მუზეუმს.

4. გიეონგჯუ, სამხრეთ კორეა
“მუზეუმი კედლების გარეშე”
სამხრეთ კორეის ამ ქალაქში ანტიკური სილას სამეფო მშვენივრადაა შემონახული. გიეონგჯუ (Gyeongju) იუნესკოს მარგალიტია, რომელსაც ღია ცის ქვეშ მუზეუმსაც უწოდებენ. მოინახულეთ ბულგუკსას საყდარი და ტუმულის პარკი, ასევე აზიის გამორჩეული ასტრონომიული ობსერვატორია.

5. ჰოი ანი, ვიეტნამი
ჩინური საყდრების, იაპონური ხიდების და ფრანგული არქიტექტურის მიქსი
ჰოი ანი ცენტრლურ ვიეტნამში მდებარეობს და ის ანტიკური სავაჭრო პორტია, რომლის მე-15/მე-19 საუკუნეების საზღვაო ისტორია ნამდვილად აღსანიშნავია. ჰოი ანში იაპონური, ჩინური და ვიეტნამური კულტურა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ისეირნეთ ლამპებიან ქუჩებში, დატკბით იაპონური ხიდით და აღმოაჩინეთ ანტიკური ვაჭრების სახლები.

6. იოგიაკარტა, ინდონეზია
ჯავას კულტურა და აღსანიშნავი საყდრები
იოგიაკარტაში მოგზაურობისას აღმოაჩენთ ანტიკურ ტრადიციებს: ეწვევით შთამბეჭდავ ბუდისტურ საყდრებს, რომელთაგან ორივე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ანტიკური არქიტექტურის ძეგლია. შეგიძლიათ დაესწროთ ტრადიციულ თოჯინების შოუსაც.

7. ბუხარა, უზბეკეთი
აზიის ერთ-ერთი უნიკალური ისტორიული ძეგლი
უზბეკეთში მდებარე ბუხარა აბრეშუმის გზის მარგალიტია, სადაც ათასობით წლის ისტორია ქუჩების ლაბირინთებშია აღბეჭდილი. ეს ქალაქი ერთგვარი კულტურული გზაჯვარედინია და ის დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ. ეწვიეთ უძველეს მეჩეთს და ქალაქის ძველი უბნის ყველა კუთხეში აღმოაჩინეთ უძველესი ბაზრობა.

8. ქსიანი, ჩინეთი
ანტიკური საიმპერატორო დედაქალაქი და ტერაკოტას არმიის სახლი
ქსიანი ჩინური ცივილიზაციების ცოცხალ ქრონიკებს წარმოგვიდგენს. ქვეყნის ისტორიას შეიცნობთ ქალაქის ანტიკურ კედლებში, რომელიც პანორამულ ხედებს გვთავაზობს. დააკვირდით ქსიანის ყოველდღიურობას მუსლიმების უბანში. ეს ადგილი ისტორიული მეჩეთების, ცოცხალი ბაზრობების და გემრიელი ქუჩის საკვების ჰაბია.

9. ლჰასა, ტიბეტი
ანტიკური მონასტრები და მაგიური სასახლეები
ტიბეტის წმინდა ქალაქი ქვეყნის ნამდვილი სული და ტიბეტური ბუდიზმის ერთგვარი ცენტრია. ის მთაზე, ზღვის დონიდან 3650 მეტრზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი ძეგლია პოტალას სასახლე, დალაი ლამას ყოფილი ზამთრის რეზიდენცია, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

10. აიუტაია, ტაილანდი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აზიური მემკვიდრეობის ძეგლი
სიამესეს სამეფოს ყოფილი დედაქალაქი უძველესი საყდრების ღია ცის ქვეშ მუზეუმია. აქ ძეგლები და ბუდას ქანდაკებები თითქოს წარსულის ამბებს ჩურჩულებენ. ეწვიეთ ისტორიულ პარკს, რომელიც სავსეა ანტიკური ძეგლებით.











