ლაოსში 10 დღიანი მოგზაურობით დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნით. გაისეირნებთ მწვანე მინდვრებზე, ჯუნგლებში, ტყიან კლდეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ლაოსი იზიარებს საზღვრებს ტაილანდთან, კამბოჯასთან და ვიეტნამთან, ის მაინც არაა ისეთივე პოპულარული ტურისტული მიმართულება როგორც მისი მეზობლები. აქ ლურჯი ლაგუნები, გამოქვაბულები და ჩანჩქერებია, რაც ლაოსში დასვენებისას სრული რელაქსაციის მიღებაში დაგეხმარებათ.

დღე 1-4: ლუანგ პრაბანგი/Luang Prabang

ლუანგ პრაბანგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია მისი არქიტექტურული მნიშვნელობის და სულიერი პრაქტიკისა თუ წეს-ჩვეულებების გამო. აღმოაჩინეთ ოქროს დეტალებით მორთული საყდრები, რომლებიც ყვავილებითაა გარშემორტყმული.

დღე 5-8: ვანგ ვიენგი/Vang Vieng

ეს არის ქალაქი თავგადასავლების მოყვარულებისთვის. აქ ნახავთ სალაშქრო ბილიკებს და პანორამულ გადმოსახედებს. თუ მოტოციკლეტს ან მანქანას იქირავებთ, მოინახულებთ ახლომდებარე წყლის ლაგუნებს და გამოქვაბულებს. ქალაქი მდინარე ნამ სონგის სანაპიროზე მდებარეობს და მშვენიერია კაიაკისთვის.

დღე 9-10: ვიენტიანე/Vientiane

დაასრულეთ ლაოსში მოგზაურობა მის დედაქალაქ ვიენტიანეში. აქ საპრეზიდენტო სასახლე და ბევრი შთამბეჭდავი საყდარი დაგხვდებათ. მოინახულეთ ბუდას პარკი 200 უზარმაზარი ბუდას ქანდაკებით.

საუკეთესო დრო ლაოსში წასასვლელად ოქტომბრიდან მარტამდე პერიოდია. მარტის შემდეგ ტემპერატურა ძალიან იზრდება.