უზბეკეთში მარტიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე პიკი სეზონებია და ამ დროს აქ საუკეთესო ტემპერატურაა. ყველა, ვინც ტაშკენტს და უზბეკეთს ეწვევა, ლურჯის და ცისფრის განსაკუთრებულ ტონალობებზე საუბრობს, რომელიც აქ შენობებსა და ცაზეა აღბეჭდილი. შენი მეგზური აქ იდეალურ 1 კვირას დაგიგეგმავთ:
დღე 1: ტაშკენტი
დაიწყეთ დღე ჰაზრათი იმამის კომპლექსით (Hazrati Imam Complex), რომელიც მოიცავს მე-16 საუკუნის შენობებს დღევანდელ დღემდე. ასევე, აქ მდებარეობს ბიბლიოთეკის მუზეუმი, სადაც ანტიკური ყურანი ინახება. თუ დრო გექნებათ იხილეთ მავზოლეუმიც და გაიყოლეთ საჩუქრები სუვენირების მაღაზიიდან.
აქედან გადაინაცვლეთ ქორსუს ბაზარში (Chorsu Bazaar), რომელიც ფერმერების საყვარელი ბაზრობაა. მიირთვით სეზონური პროდუქტები. შემდეგი გაჩერება ხელოვნების მუზეუმია (Museum of Applied Arts), სადაც სხვადასხვა ქსოვილების და ხელოვნების ნიმუშები ინახება. პირველი დღე დაასრულეთ ამირ თემურის მოედანზე.
სად უნდა მიირთვათ: Sim Sim.
დღე 2: ნუკუსი და კიზილკუმის უდაბნო
გადაინაცვლეთ ნუკუსში (Nukus), სადაც საბჭოთა მუზეუმი იმ პერიოდის გასაოცარ კოლექციებს წარმოგვიდგენს. შემდეგ კი შეგიძლიათ მიიღოთ უდაბნოს გამოცდილება და კიზილკუმის (Kyzylkum) ეწვიოთ.
სად უნდა მიირთვათ ნუკუსში: Restobar Neo.
დღე 3: ხივა
Khiva – ეს უზბეკეთის ულამაზესი ქალაქია ანტიკური გალავნებით და კოშკურებით. გაიარეთ დასავლეთ კარიბჭესთან (Ota Darvoza), შემდეგ ციხესიმაგრესთან – Kunya Ark, შემდეგ კი მაჰმუდის მავზოლეუმთან. მოინახულეთ ჯუმას მეჩეთიც 200 ხის თაღით. ბოლოს კი ეწვიეთ ტოშ-ჰოვლის სასახლეს (Tosh-Hovli Palace).
სად უნდა მიირთვათ: Cafe Zarafshon (უზბეკური დამპლინგებისთვის); Terressa Cafe.
დღე 4: ბუჰარა
Bukhara – ხივადან 6 საათის გზაზე მდებარეობს და მთელი გზა უდაბნოს ხედებს იხილავთ. პირველ რიგში მოინახულეთ ცენტრალური აზიის ყველაზე ძველი ულუგბეკის მადრასა (Ulugbek Madrasah), რომლის სიახლოვესაც სუვენირების შეძენაც შეგიძლიათ. აქვე არის კალონის მეჩეთი 47მ სიმაღლის მინარეთით.
სად უნდა მიირთვათ: Old Bukhara Restaurant ბაქალავასთვის და უზბეკური სალათისთვის.
დღე 5: აბრეშუმის გზის ქალაქი
Silk Road city – ულამაზესი ქალაქია ფერადი მეჩეთებით, სამანის მავზოლეუმით, გეომეტრიული ტერაკორას ფილებით და გადმოსახედებით.
სად უნდა მიირთვათ: Chalet.
დღე 6-7: სამარკანდი
მოინახულეთ გურ-ე-ამირის მავზოლეუმი (Gur-e-Amir Mausoleum), შემდეგ რეგისტანი (Registan) შთამბეჭდავი შენობებით. ის ერთ დროს სამარკანდის ცენტრი იყო. არ გამოგრჩეთ ბიბი ხანუმის მეჩეთი (Bibi Khanym Mosque) თემურისა და ბიბი ხანუმის სიყვარულის ისტორიით შექმნილი. იქვე ნახავთ სიობის ბაზარსაც. მოინახულეთ ულუგბეკის ობსერვატორიაც.