იტალიის მაგიურობა ტურისტებს ყოველ ჯერზე ანცვიფრებს. იტალიური დოლომიტები ადგილია, რომელიც ფილმის სცენებს მოგაგონებთ. მადონა კამპილო კი მისი ზღაპრული სოფელია ზღვის დონიდან 1522 მეტრზე, იტალიის ტრენტინოს რეგიონში. აქ მოგზაურობა განსაკუთრებულ გამოცდილებებს გპირდებათ. ისტორიული კურორტი ლაშქრობას, თოვლზე სრიალს და სხვა სპორტულ აქტივობებსაც გვთავაზობს. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია უნიკალური კულტურის მატარებელია. გამოგვყევით და არ დაგრჩეთ თბილი წინდები!

ისრიალეთ

სათხილამურო სეზონი აქ ნოემბერში იხსნება და 156 კილომეტრიან სასრიალო გზას გთავაზობთ მთელი ზამთრის მანძილზე. სასრიალო გზები ისეა დაპროექტებული, რომ გზად გაჩერებებია მოწყობილი. მადონა დი კამპილოში პროფესიონალებიც ისრიალებენ და დამწყებებიც.

დატკბით ბუნებით

დოლომიტის ბუნებაში სეირნობა მშვიდ იდილიას შეგიქმნით. აქ დროს დაუთმობთ მედიტაციას, სუნთქვებს და რეგიონის ბუნების არაჩვეულებრივ ატმოსფეროს.

დააგემოვნეთ ჩრდილოეთ იტალიის სამზარეულო

კამპილო პატარა და ფეხით სავალი ადგილია, სადაც ცუდ კერძებს ფიზიკურად ვერ დააგემოვნებთ. აქ ბევრი კარგი საკვები სივრცეა გემრიელი იტალიური კერძებით. ჩვენ რიზოტოს გირჩევთ.

იხილეთ ისტორიული ძეგლები

ისევე როგორც იტალიის სხვა ადგილები, მადონა დი კამპილოც სავსეა ისტორიით. არ გამოგრჩეთ სანტა მარია ანტიკას ეკლესია, ნეო-გოთიკური შენობა, სადაც მნიშვნელოვანი არტეფაქტები ინახება.

გაზაფხულსა და ზაფხულში იარეთ ფეხით

ეს მხარე ფეხით მოსანახულებლად ბევრ რამეს გთავაზობთ. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკის საშუალებაა, მათ შორის გზები ალპებში.

როგორ მოხვდებით მადონა დი კამპილოში: საჰაერო გზით უმჯობესია თუ მილანში ან ვენეციაში ჩაფრინდებით, იქიდან კი ავტობუსს გაყვებით. მატარებლის შემთხვევაში, წადით ტრენტოდან.