რომის უძველესი მონუმენტებით დაწყებული, კომოს ტბის თვალწარმტაცი ხედებით დასრულებული, ჩრდილოეთ იტალია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამოგზაურო მიმართულებაა. გამოიკვლიეთ ტოსკანა, ლიგურია და ლომბარდია – აქ ევროპის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქები მდებარეობს. ჩვენ გარწმუნებთ, რომ 1 კვირაში ჩრდილოეთ იტალიის მოვლა სავსებით შესაძლებელია!

დღე 1: რომი

დაიწყეთ თავგადასავლები რომიდან, იტალიის დედაქალაქიდან. დაიწყეთ ესპანური კიბეებით, გაყევით ვია მარიო დე ფიორის გზას და მიირთვით სადილად პისტაქიო ან კრევეტები. გააგრძელეთ ქუჩებში სეირნობა, შეჩერდით ტკბილეულის დახლთან და თან გაიყოლეთ ტირამისუ.

დღე 2: რომი

რომი კომპაქტური ქალაქია: საუკეთესო გზა იხილოთ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა, ორ ბორბალზე დაჯდომაა. იქირავეთ ველოსიპედი, ჩაუარეთ ტრევის შადრევანს და ავგუსტუსის შთამბეჭდავ მავზოლეობს, შემდეგ გაუყევით დი სპანიას, ნავონას და ვენეციის პიაცებს. მიირთვით ლანჩი და შედით კოლიზეუმში, სადაც ერთდროს გლადიატორთა ორთაბრძოლები ტარდებოდა. მოგზაურობა რომაული ფორუმის და პალატინის მთის მონახულებით დაასრულეთ.

დღე 3: სიენა

ჩრდილოეთ იტალიის შემდეგი გაჩერება შუასაუკუნოვანი ტოსკანური ქალაქი სიენაა. გემრიელი საკვებისთვის გალო ნეროს რესტორანს ეწვიეთ. ჩაისეირნეთ ქალაქის კედლებთან და ტროპიკული უნივერსიტეტის სათბურებთან ან ადით ტორე დელ მანგიაზე. პინოტეკა გოთიკურ შედევრებს აღმოგაჩენინებთ, შემდეგ კი ვილა კურინაზე დაისვენეთ, ვერანდაზე, რომელიც ქიანტის მთებს გადაჰყურებს.

დღე 4: ფლორენცია

გამოემშვიდობეთ სიენას თბილ ატმოსფეროს და დაიძარით ფლორენციისკენ. შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეხითმოსიარულეთა ტურს, რომლებიც ჯერ უფიცის მოსანახულებლად მიდიან, შემდეგ კი სანტა მარია დელ ფიორესი. მერკანტო ცენტრალში ქუჩის კვება დააგემოვნეთ, შემდეგ კი ბეპა ფიორაიას ბაღში დაისვენეთ. საღამო იტალიურ რივიერაზე უნდა დაასრულოთ, ლევანტოზე.

დღე 5: ლევანტო

ამ დღეს ჩინკე ტერეს სანაპირო გამოიკვლიეთ, სადაც უძველესი წყლისპირა სოფლებია. დაიწყეთ მონტეროსოთი, სადაც პასტელის ტონალობის მქონე სახლები კლდიდან იმზირებიან. გაიარეთ ვერნაზაზე – პორტში, შემდეგ კორნილიაზე. ეწვიეთ ზეთისხისლის სოფელს, ვოლასტრას და დაასრულეთ მანაროლაზე. გაყევით მატარებელს რიომაგიორიმდე და შემდეგ უკან ლევანტოში, რათა იცურაოთ ან სასტუმროში დაისვენოთ.

დღე 6: კომო

ლევანტოდან ადრიანად გადით, რათა ლანჩის დროს უკვე კომოს ტბაზე იყოთ. პიაცა სან ფიდელის სიახლოვეს ჩაიკარგეთ ქუჩებში. ჩაუარეთ დუომო დი კომოს, იქამდე სანამ გვიან შუადღეს ნავის ტურს შეუერთდებით. წყლიდან ამ მშვენიერ ბუნებას განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქვამთ.

დღე 7: მილანი

იტალიური საუზმის შემდეგ, დააგემოვნეთ ხელნაკეთი ჟელატო. აუცილებლად ეწვიეთ კათედრალს და მოინახულეთ რენესანსის ისტორიაში ყველაზე ღირებული ნამუშევრები. დღის ბოლოს გაეშურეთ აეროპორტისკენ და დაემშვიდობეთ ჩრდილოეთ იტალიას.