მისი მე-13 საუკუნის ციხესიმაგრით, სამეცნიერო მუზეუმით, იტალიური არქიტექტურით, ტრენტო სავსეა სიურპრიზებით! მის ისტორიაში აღსანიშნავია ფაქტი, რომ 1814 წლიდან 1918 წლამდე ტრენტო ავსტრიას ეკუთვნოდა და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა იტალიის ნაწილი. მიუხედავად ამისა, ბოლზანოსგან და სხვა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებისგან განსხვავებით, მას გამოკვეთილი იტალიური ხასიათი აქვს. ამას ყველა მისი ღირსშესანიშნაობა დაგიდასტურებთ.

კასტელო დელ ბუონკონსილიო/Castello del Buonconsiglio

რეგიონის ეს უდიდესი სასახლის კომპლექსი მე-13 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე პრინცების რეზიდენცია იყო.  მთაზე მდებარე ეს ციხე ტრენტოს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნიმუშია.

მისამართი: Via Bernardo Clesio 5

 მეცნიერების მუზეუმი/MUSE

ეს მუზეუმი 2013 წელს გაიხსნა და ინოვაციური გადაწყვეტით სამეცნიერო მუზეუმების განვითარებაში ნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სხვადასხვა სართულზე გეოლოგიური საოცრებების მრავალფეროვნება დაგხვდებათ.

მისამართი: Corso del Lavoro e della Scienza 3

პიაცა დელ დუომო და ნეპტუნის შადრევანი/Piazza del Duomo

ტრენტოს გულში მდებარე ეს მუზეუმი ქალაქის პოლიტიკუი, რელიგიური და სოციალური ცენტრია. აქ ნახავთ ბევრ ტურიტულ ღირსშესანიშნაობას. მის ცენტრში მომხიბვლელი ნეპტუნის შადრევანი მდებარეობს. პიაცას გარშემო ბევრი სანახაობა და მდიდრულად შეღებილი ფასადებია.

ტრენტოს კათედრალი/Duomo

ეს კათედრალი მე-11/მე-12 საუკუნეებში აშენდა და რომაული და გოთკური სტილის გაერთიანებას წარმოადგენს. მის კიბეებს ორ საათის კოშკზე ავყავართ. ინტერიერი მორთულია ვენეციური, ლომბარდიული და გვიანი გოთიკური სკოლის ფრესკებით.

ორიდო დი პონტე ალტოს კანიონი/Orrido di Ponte Alto

ტრენტოს სიახლოვეს მდებარეობს სოფელი კონოლა და მისი საოცარი კანიონი. ვიწრო ხეივნები ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ აქაური ბუნება, კლდეები და ჩანჩქერები.

დიოკესანის მუზეუმი/Diocesan Museum

სასახლის შენობაში მდებარე ეს მუზეუმი აერთიანებს არტეფაქტებს მე-11 საუკუნიდა მე-19 საუკუნემდე. აქ ნახავთ ოქროს და ვერხლის ნაკეთობებს, რელიგიურ ნივთებს, სკულპტურებს, მხატვრობას.

მისამართი: Piazza Duomo 18

აერო მუზეუმი/Museo dell’Aeronautica Gianni Caproni

იტალიის უძველესი ავიაციის მუზეუმი ტრენტოს აეროპორტთან მდებარეობს და ცნობილ ინჟინერს, ჯიანი კაპრონის ეძღვნება. აქ 200-ზე მეტი საჰაერო ხომალდია განთავსებული.

მისამართი: Via Lidorno 3

ჯიარდინოს ალპური ბაღი/Giardino Botanico Alpino Viote

ალპებში ეს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაღია 2000-ზე მეტი სახეობის მცენარით მთელი მსოფლიოდან. ეს ბოტანიკური ბაღი მთელი რეგიონის უცნაური ფორმაციის ქვებს გვანახებს.

ეთნოგრაფიული მუზეუმი/Museo degli Usi e Costumi della Gente Trentina

ეს იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი მუზეუმია პოპულარული ტრადიციებით. მის 4 სართულზე 40-ზე მეტი გამოფენაა მოწყობილი. წარმოდგენილია მე-16 საუკუნის სამზარეულოს ინვენტარი, ფოლკ სამოსი, საკარნავალო ნიღბები, მუსიკალური ინსტრუმენტები და აშ.

მისამართი: Via Mach 2

გარდას ტბა/Lake Garda

ტრენტოში ყოფნისას მოიწყვეთ ერთდღიანი ტური გარდას ტბაზე. ის ქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

სანტა მარია მაგიორე/Santa Maria Maggiore

ეს რენესანსის ეკლესია ულამაზესი ბაროკოს საკურთხევლით და ფრესკებით გამოირჩევა, ასევე, 53 მ. საათის კოშკურით.