პორტო ხელოვნების და კულტურის ჰაბია გამორჩეული მუზეუმებით, მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნებით და ულამაზესი ბუნებით. თუ აქ დარჩენას არ გეგმავთ და ლისაბონში მოგზაურობთ, გირჩევთ მაინც მოინახულოთ პორტუგალიის ეს სანაპირო ქალაქი ერთი დღით მაინც. პორტოს უბნები მრავალფეროვანია და სავსე ღირსშესანიშნაობებით. აქ ერთიანდება შუასაუკუნეების ქვაფენილიანი ქუჩები, ბოჰემური უბნები, ელეგანტური გამზირები ქალაქის ცენტრში და ნაპირები. ჩვენ გირჩევთ თუ სად უნდა დარჩეთ ამ ქალაქში:
რიბეირა/Ribeira
პორტოს ცნობილი უბანი რიბეირა საუკეთესო ადგილია ღირსშესანიშნაობების მოსავლელად. გადაინაცვლეთ უკან დროში რენესანსის ეპოქის კათედრალში Sé; შეისწავლეთ ესპანური სამეფო ცხოვრება სასახლეში Casa do Infante ან იხილეთ პორტოს ნეოკლასიკური არქიტექტურა მოედანზე Palácio da Bolsa.

რიბეირა ქალაქის საუკეთესო ადგილების დათვალიერებას გთავაზობთ. ვიწრო, ქვაფენილიანი ხეივნები მაღალ, ძველებურ სახლებს აერთიანებენ, რომლებიც პასტელურ ფერებში არიან გადაწყვეტილები და აზულეჯოს ფილებით მორთულები. დღისით თუ ღამით, აქ მუდმივად შეიქცევთ თავს და არ მოიწყენთ. მიირთმევთ გემრიელ ადგილობრივ საკვებს. რიბეირა პორტოს მაგნიტური ნაწილია და უამრავ ტურისტს იზიდავს.

ბაიშა/Baixa
პორტოს გულში მდებარე ბაიშა საუკეთესო უბანია ღამის გართობისთვის. აქ ბევრი სასტუმრო და აპარტამენტია, მათ შორის არქიტექტურული შედევრები. ბაიშა პოპულარული ადგილია ახალი წლის შესახვედრად, რადგანაც ამ დროის გარეთ ბევრი ხალხია და ჯადოსნური ატმოსფერო იქმნება. თუ გსურთ იხილოთ პორტუგალიის ყველაზე ლამაზი მატარებლის სადგური, არ გამოგრჩეთ São Bento.
ბარებით ჩამწკრივებული ქუჩა ალიადოსი (Aliados) პორტოს საუკეთესო ღამის ცხოვრებაზე აგებს პასუხს. უიქენდის დროს, აქ საუკეთესოდ ერთობიან მთელ ქალაქში. აღმოაჩენთ ყველა ბიუჯეტზე მორგებულ რესტორანს და მაღაზიას.

კედოფეიტა და მირაგაია/Cedofeita & Miragaia
ეს საუკეთესო უბნებია გალერეებისა და ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის. ბაიშას დასავლეთით მდებარე ეს ნაწილი შთამბეჭდავი მიმართულებაა ადგილობრივი გამოცდილების მისაღებად, როდესაც პორტოს სტუმრობთ. ქუჩა Rua Miguel de Bombarda პორტოს საუკეთესო ხელოვნების არეალია გალერეებით და ქუჩის ხელოვნებით.

ამ ორ უბანს საოცარი ბოჰემური შარმი აქვს ფარული კაფეებით ეზოებში და პოპულარობით ადგილობრივებში. მზის ჩასვლის პერიოდში ბევრი ადგილობრივი გამოდის გემრიელი სასმლის დასალევად, რაც აქაურობას მეტ ავთენტურობას სძენს.

ფოზ დო დუორო/Foz do Douro
ეს საუკეთესო უბანია ოჯახებისთვის და სანაპირო დასვენებისთვის. თუ ოდნავ კლაუსტროფობიას იგრძნობთ ქალაქის ცენტრში, მაშინ წყლისპირს მიაშურეთ. პორტოს ეს უბანი ცნობილია სანაპიროებით, ბულვარებით და წყლისპირა ტერასებით. შესაძლოა ცენტრიდან შორს გეჩვენებათ, მაგრამ ფოზი მხოლოდ და მხოლოდ 25 წუთის გზაზეა ავტობუსით პორტოდან.

ფოზში ბევრი ღირსშესანიშნაობა არაა. თუმცა, უნდა გამოსცადოთ ვინტაჟური ნომერი 1 ტრამვაით მგზავრობა ამ არეალში. ოჯახური დასვენებისთვის ეს საკმაოდ სარელაქსაციო ადგილია.
ვილა ნოვა დე გაია/Vila Nova de Gaia
ღვინის მოყვარულთათვის ეს უბანი ნამდვილი სამოთხეა. ის მდინარე დუოროს სამხრეთ სანაპიროზეა გადაჭიმული და გვთავაზობს ხედებს პორტოზე წყლის პერსპექტივიდან. აქ დააგემოვნებთ ცნობილ ღვინოს გაიას და ისეირნებთ ფოტოგენურ საფეხმავლო ქუჩებში.

დღისით ეს უბანი ივსება ტურისტებით, მაგრამ საღამოს უფრო ავთენტურ და ადგილობრივ გამოცდილებას მიიღებთ.











