ლამაზი და საინტერესო პორტუგალია არის ადგილი, სადაც ახალ შთაბეჭდილებებს ყველა კუთხეში მიიღებთ. ჩვენ პორტუგალიური თავგადასავლისთვის მოგამზადებთ და ამ ქვეყანაში 5 საუკეთესო დღეს დაგიგემავთ.

დღე პირველი: ლისაბონი

თქვენი მოგზაურობა პორტუგალიის დედაქალაქით დაიწყეთ. აიროპორტიდან გამოსვლის შემდეგ, დატოვეთ ჩანთები სასტუმროში, ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და გადით ურბანიზაციის დასალაშქრად. არ აქვს მნიშვნელობა დილის 7 საათია თუ 10, ადგილობრივები დღეს ყავითა და ფუნთუშეულით იწყებენ. საუკეთესო არჩევანი საკულტო პასტელ დე ნატაა, მაგრამ პორტუგალიელებს საკონდიტრო ნაწარმი ისე უყვართ, რომ ყველაფერს ბრწყინვალედ ამზადებენ.

გაყევით ქვაფენილიან ქუჩებს და ყველაფერი დაათვალიერეთ. Baixa, Alfama და Bairro Alto – ლისაბონის 3 ყველაზე პოპულარული უბანია. ჩაჯექით 28 ნომერ ტრამვაიში ავთენტური პორტუგალიური შთაბეჭდილებებისთვის. ის ქალაქის ბევრ ღირსშესანიშნაობას მოგატარებთ და შეზღუდული დროის შემთხვევაში, ძალიან ჭკვიანური არჩევანია. ლისაბონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი დედაქალაქია. გაისეირნეთ მდინარე ტაგუს ნაპირზეც.

ლისაბონს გემრიელი საჭმლის რეპუტაციაც აქვს და აქ ბევრ ფანტასტიკურ რესტორანს ნახავთ. ჩვენ გირჩევთ, რომ მონახოთ საკვები ობიექტი, სადაც ფადო, პორტუგალიური ხალხური მუსიკა ისმის. ალფამას უბანში ასეთი ბევრია.

დღე მეორე: ბელემი და კაშკაისი

მეორე დილით, Praça da Figueira-დან ან Cais do Sodré-დან გაყევით ავტობუსს ბელემში. ეს უბანი იუნესკოს დაცული ძეგლია. გაუყევით მდინარეს და ლისაბონის საკულტო ღირსშესანიშნაობებს იხილავთ. მაგალითად, ჯერონიმოს მონასტერს და ბელემის კოშკს. აქვეა ბევრი მუზეუმი და ბაღი.

სანაპიროს გასწვრივ შთამბეჭდავი მატარებლის გზა, ბელემიდან კაშკაისში გადაგიყვანთ, სადაც ზღვის პირას ლანჩი შეგიძლიათ მიირთვათ. ის ცნობილია როგორც პორტუგალიის ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქი და ბევრ აქტივობას გთავაზობთ, მათ შორის ველოსიპედის ქირაობას, შოპინგს და მუზეუმებს.

მზის ჩასვლის საყურებლად, ბოკა დო ინფერნოს ეწვიეთ, სადაც ხედი კლდეების თანხლებით დაგხვდებათ. ბოლო მატარებელი უკან 11 საათზე გამოდის, ასე რომ, გარემოს დასათვალიერებლად ბევრი დრო გექნებათ.

დღე მესამე: სინტრა

თუ პორტუგალიაში მხოლოდ 1 კვირა ან ნაკლები დრო გაქვთ, სინტრას მონახულება პრიორიტეტად უნდა აქციოთ. გაყევით ცენტრიდან ავტობუსს კასტელო დოს მოუროსამდე – შუასაუკუნოვან ქვიან ციხესიმაგრემდე. მოინახულეთ პენას სასახლეც. ბოლოს ქალაქის ცენტრს ეწვიეთ და რომელიმე ადგილობრივ კაფეში ყავა და ტკბილეული მიირთვით.

დღე მეოთხე: პორტო

ლისაბონიდან პორტოში მატარებლითაც მოხვდებით და თვითმფრინავითაც. მატარებლის შემთხვევაში გზა მხოლოდ სამი საათი გაგრძელდება და ბილეთი 2.50 ევრო დაგიჯდებათ. ამგვარად, პორტუგალიის ბუნებასაც დაათვალიერებთ. გაყევით მას ან სანტა აპოლონიას ან ორიენტეს სადგურიდან. პორტოს სადგურიდან კი გადით რიბეირას გამზირზე ან შეიცვალეთ მატარებლის ხაზი და მიდით საო ბენტოს სადგურამდე. აქ მოზაიკით გაფორმებული ულამაზესი დარბაზი დაგხვდებათ.

თუ წიგნები გიყვართ, არ გამოტოვოთ: Livraria Lello & Irmão – პორტუგალიის ყველაზე ცნობილი წიგნის მაღაზია, რომელიც საო ბენტოს სადგურიდან 5 წუთის გზაზეა. შემდეგ, რომელიმე რესტორანში, პორტოს სამზარეულო დააგემოვნეთ. ადით კლერიგოს კოშკზე, საიდანაც ქალაქზე არაჩვეულებრივ ხედს იხილავთ. ამის შემდეგ კი რიბეირაზე გაისეირნეთ.

პორტოში ღვინო აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ეწვიეთ ვილა ნოვა და გაიას საუკეთესო ღვინისთვის. მარანში ტურებს შემოგთავაზებენ.

დღე მეხუთე: გამოიკვლიეთ რაღაც ახალი

პორტოდან ერთდღიანი გასვლით ბევრი უნიკალური ქალაქის ნახვა შეგიძლიათ. თავად აირჩიეთ: ბრაგა პორტუგალიის ყველაზე სულიერ ქალაქად ითვლება, ლამაზი მონასტრებით. ავეიროს “პორტუგალიის ვენეციას” უწოდებენ წყლის არხებითა და ფერადი გონდოლას მსგავსი ნავებით. ვიანა დო კასტელო კი სასახლეების ქალაქია. აქ ასევე დუოროს ველსაც ნახავთ, ვენახებითა და მთებით.