ეთიოპია ყავის დაბადების ადგილად ითვლება, მაგრამ ევროპა არის ადგილი, სადაც ის გაიზარდა. აფრიკიდან ყავა შუა საუკუნეებში იემენში გაემგზავრა და თურქეთში მე-16 საუკუნეში მიაღწია. მე-17 საუკუნის მანძილზე ოტომანი ელჩები ყავას პარიზში, მონარქებს უგზავნიდნენ, ვაჭრებმა კი ის ვენეციაში ჩაიტანეს. ამის შემდეგ, ყავა მთელ კონტინენტზე გავრცელდა. დასვენება ყავასთან ერთად, ევროპის ერთგვარ რიტუალად იქცა. ჩვენ 7 საუკეთესო ქალაქს წარმოგიდგენთ სადაც საუკეთესო ყავას დააგემოვნებთ და ყავის მოყვარულები ისიამოვნებენ.

1. ვენა

ვენა გამოირჩევა ნეო-რენესანსის და ნეო-ბაროკოს მე-19 საუკუნის ყავახანებით, რომელთა მეშვეობითაც ყავის კულტურა აქ იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობათა სიაშია შესული. დააგემოვნეთ მელანჟი (ყავა კრემით) ვენის უძველეს კაფეტერიაში “Cafe Frauenhuber“, ეწვიეთ ულამაზეს კაფე ცენტრალს და მიირთვით ეინსპანერი (ესპრესო კრემით). თუ რაიმე უფრო ძლიერი გსურთ მიირთვით ლიქიორიანი ყავა.

2. კოპენჰაგენი

სკანდინავიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ ყავას დანიაში მიირთმევენ. აქ მარცვლებს დაბალ ტემპერატურაზე და მოკლე დროით ხარშავენ, რათა მისი ბუნებრივი გემო შეინარჩუნონ. დანიის დედაქალაქში ისეთი კაფეები, როგორებიცაა: Coffee Collective, Darcy’s Kaffe და Prolog Coffee ყავის მარცვლების მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენენ. Andersen & Maillard – აქ კი ყავასთან მისაყოლებელი დიდი არჩევანიც დაგხვდებათ.

3. პარიზი

რა იქნებოდა პარიზი ყავის გარეშე? დასხედით იმ ცნობილ ისტორიულ კაფეებში (Les Deux Magots და Cafe de Flore), სადაც მწერლები სიმონ დე ბუვუარი და ერნესტ ჰემინგუეი ისხდნენ. შეუკვეთეთ ყავა რძით, რომელსაც აქ ლატეს ესპრესოს ბაზაზე აკეთებენ. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი კაფეა Le Procope, რომელიც 1686 წელს დაარსდა და ვილტერისა და რუსოს ეპოქას აცოცხლებს. გემრიელი ყავით თანამედროვე კაფეებშიც ისიამოვნებთ, როგორებიცაა: Tanat და Substance Cafe.

4. სტამბოლი

როცა ყავა სტამბოლში მე-16 საუკუნეში ამოჩნდა, სულთან სულეიმანს ის ისე მოეწონა, რომ ყავის მომზადებლად ცალკე ადამიანი ადნიშნა. ასე დაიწყო აქ ყავის ტრადიცია და 2013 წელს იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობათა სიაშიც შევიდა. თურქულ ყავაში მარცვლები ფქვილის კონსისტენციამდე იფქვება. დალიეთ კლასიკური თურქული ყავა სტამბოლში ლოქუმთან ერთად. გირჩევთ კაფეებს: Hafiz Mustafa 1864; Kurukahveci Mehmet Efendi; Montag Coffee და Petra Roasting Co.

5. მადრიდი

ესპანეთის საკულტო სასმელი: Cafe con leche, ესპრესოს და რძეს ერთნაირად შეიცავს. დააგემოვნეთ ის კაფე Cafe Comercial-ში, რომელიც 1887 წლიდან ოპერირებს. ბევრი ესპანური ყავა სპეციალური მეთოდით მზადდება, რომელსაც ტორეფაქტოს უწოდებენ. გირჩევთ არტ-ნუვოს სტილის კაფეს: Cafe Manuela-ს და Ajenjo Cafe-ს, რომელიც 1800-იანი წლების კაფსულას მოგაგონებთ. ასევე, სცადეთ ყავის დაგემოვნება კაფეებში: Toma Cafe, La Bicicleta ან Hola Coffee.

6. სტოკჰოლმი

ყავა სკანდინავიის ნაპირებზე მე-18 საუკუნეში მოხვდა და შვედებმა ის სწრაფად აიტაცეს. ფიკა ეწოდება სოციალურ რიტუალს ყავით და ნამცხვრით, რომელიც შვედური დღეების ნაწილია. აქ ყავაზე მისაყოლებლად უყვართ დარიჩინის ფუნთუშები და ჯემიანი ბულკები. კაფეები: Drop Coffee და Cafe Pascal მარცვლებს სამხრეთ აფრიკის მწარმოებლებისგან იღებენ და მათ თავისებურად ფქვიან. გირჩევთ ასევე კაფეებს: At Johan & Nyström და Stora Bageriet.

7. ტრიესტე

შესაძლოა პირველი ესპრესო ტურინში, 1884 წელს დაფქვეს, მაგრამ ტრიესტე ყავა ილის სამშობლოა. სწორედ აქ განვითარდა ამ იტალიური ყავის კულტურა. მისი ყავის ლოკაციები მუზეუმებს ჰგავს. საოცარი ჭერი კაფე Antico Tommaseo-ს 1830 წლიდან ამშვენებს, Caffe San Marco-ს ვენეციური ნიღბებიც ნამდვილად მოგხიბლავთ. ესტუმრეთ ჯეიმს ჯოისის საყვარელ კაფეტერიას, კაფე პირონას ან საოცარი ინტერიერის მქონე Caffe degli Specchi-ს. იცოდეთ, რომ აქ ყველა ტიპის ყავას სხვანაირი ჭიქით და განსხვავებული ფორმით მოგართმევენ.