კრუასანი პარიზული საუზმის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მას პარიზში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც პიცას ნეაპოლში. ეს დესერტი საფრანგეთის ყველა რეგიონში თავისებურად გემრიელია, მაგრამ საუკეთესოს პარიზში აღმოაჩენთ. ჩვენ რამდენიმე ფავორიტ ადგილს გირჩევთ:

1. Boulangerie Utopie, მე-11 რაიონი

2024 წელს, ამ საცხობმა პარიზის საკონდიტრო შეჯიბრზე საუკეთესო ბაგეტის წოდებაში გაიმარჯვა, თუმცა აქაურ პურს არც მათი კრუასანი ჩამოუვარდება. ის პოპულარულია როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებში.

2. Shinya Pain, მე-18 რაიონი

ტურისტულ უბანში, მონმარტრის ქვეშ მდებარე ეს საცხობი მინიმალისტური ინტერიერით, იაპონელი მცხობელის პროექტია. კვირაში 4 დღე, დღეში მხოლოდსამი საათით, ის უგემრიელეს პურ-ფუნთუშეულს ყიდის. ყოველდღე ინაგაკი ინსტაგრამის გვერდზე იმ დღის მენიუს აქვეყნებს.

3. Manobaké, მე-11 რაიონი

ეს საცხობი 2023 წელს გაიხსნა და პარიზში უკვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მოგხიბლავთ არამხოლოდ პროდუქტების მაღალი ხარისხი, არამედ ინტერიერიც. დააგემოვნეთ კლასიკური შოკოლადის კრუასანი.

4. Mamiche, მე-9 & მე-10 რაიონი

ორი ახალგაზრდა მეგობარი ქალის ეს საცხობი პარიზში ერთ-ერთი უნიკალური სტილის მატარებელია. ის ბევრი პარიზშ მცხოვრები ადამიანის საყვარელ ადგილად იქცა.

5. Cédric Grolet, მე-2 რაიონი

აქ ქალაქის ყველაზე ექსტრავაგანტური პურ-ფუნთუშეული იყიდება და ფასებიც სტანდარტულთან შედარებით სამჯერ მაღალია. მაგრამ, გროლეტის გავლენა ფრანგულ კონდიტერიაზე შეუფასებელია და მათი კრუასანებიც გლამურული ხელოვნების ნიმუშია. მოემზადეთ რიგებისთვის, მაგრამ ეს ამად ღირს.

6. Ritz Paris Le Comptoir, Ritz Paris, პირველი რაიონი

პარიზის ეს საკულტო სასტუმრო 1898 წელს გაიხსნა და მისი სტუმრები ყოფილა კოკო შანელი, მარსელ პრუსტი და ერნესტ ჰემინგუეი. 2021 წელს, კონდიტერმა ფრანსუა პერემ გადაწყვიტა კრუასანის კონცეფცია შეეცვალა და მისი ჭამა უფრო კომფორტული გაეხადა. მან გრძელი ფორმის კრუასანი სწორედ ამ სასტუმროს საცხობისთვის შექმნა.

7. Le Petit Grain, მე-20 რაიონი

ეს მე-20 რაიონის საუკეთესო საცხობია, გადაწყვეტილი მინიმალისტურ, ბაუჰაუსის სტილში. დიდი ფანჯრების საშუალებით დააკვირდებით თუ როგორ მუშაობენ კონდიტერები სამზარეულოში. ამ პატარა სივრცეში ერთდროულად 2 მომხმარებელზე ვერ ეტევა, თუმცა შიგნით ტკბილეულის დიდი არჩევანია.

8. La Maison d’Isabelle, მე-5 რაიონი

ნოტრ-დამის სიახლოვეს, დატვირთულ ტურისტულ უბანში რთულია ავთენტური პარიზული პურ-ფუნთუშეული აღმოაჩინოთ, მაგრამ “იზაბელის სახლი” გამონაკლისია.

9. Boulangerie Miettes, მე-18 რაიონი

პარიზის საკონდიტრო სცენა გლობალურ ტრენდებს იმეორებს და საცხობების თითქოს ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ ეს საკონდიტრო ცდილობს რაღაც განსხვავებული შემოგვთავაზოს მას შემდეგ, რაც 2002 წელს, მე-18 რაიონში გაიხსნა. მათი ყავის კრუასანები ადგილობრივი მარცვლებისგან მზადდება.