ევროპის ერთ-ერთი ნამდვილი სამკაული თავისი წყლის არხებით და ფერადი სახლებით, შესაძლოა ნიდერლანდების სხვა დასახლებების მსგავსად, ზომით პატარა ქალაქია, მაგრამ უდაოდ ულამაზესია. გასაოცარი ხელოვნება, არქიტექტურა, ინოვაციური დიზაინი, ცოცხალი ღამის ცხოვრება – გრძელვადიან მოგზაურობასაც კი ამსტერდამში საკმაოდ მრავალფეროვანს გახდით. ჩვენ აქ 12 საუკეთესო აქტივობას გირჩევთ.
1. ისეირნეთ ველოსიპედით
ეს არის ქალაქი, სადაც ველოსიპედების რაოდენობა მანქანებისას აჭარბებს. ავტომობილისგან განსხვავებით, აქ ველოსიპედით ყველგან მოხვდებით. აუცილებლად იარეთ ველოსიპედისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლზე და არა სამანქანო ან საფეხმავლო ზოლებზე.
2. კრუიზი არხებში
ამსტერდამი ეს არის ქალაქი, რომელსაც წყალი აძლევს ფორმას. ეს ულამაზესი იუნესკოს სიაში შესული ტერიტორია არხების სახით, ნავით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მაგრამ ღამით განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ქალაქის სინათლეებს აირეკლავს. თუ არხების დათვალიერება მიწიდან გირჩევნიათ დასხედით Herengracht-ის უბანში, სადაც რესტორნები არხებს გადაჰყურებენ.
3. ეწვიეთ ანა ფრანკის სახლს
როდესაც გერმანელები 1940 წელს ნიდერლანდებში შეიჭრნენ, ებრაელ საზოგადოებაზე დიდი წნეხი დაიწყო. 5 წლიანი ომის გავლენა კარგად ჩანს ანა ფრანკის სახლში, სადაც ახალგაზრდა გოგონა 2 წელი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა ცნობილი დღიურები, რომელიც წიგნად გამოიცა. სამწუხაროდ, მხოლოდ მამა გადარჩა.
4. დაათვალიერეთ ხელოვნების ნიმუშები მუზეუმპლეინზე
Museumplein – არის ადგილი, სადაც ამსტერდამის სამი საუკეთესო მუზეუმი მდებარეობს. მათგან საუკეთესოა – Rijksmuseum. 1885 წლის დროინდელ შენობაში სამეფო კოლექციები ინახება, მათ შორის ჰოლანდიელი ოსტატების, რემბრანტის, ვერმეერის და სხვების ნამუშევრები. მსოფლიოში ვინსენტ ვან გოგის შემოქმედების უდიდესი კოლექციაც აქაა – ვან გოგის მუზეუმში. მესამე მუზეუმი – Stedelijk Museum კი თანამედროვე ხელოვნებას წარმოგვიდგენს.
5. პიკნიკი ვონდელპარკში
ამსტერდამელების საყვარელი მწვანე სივრცეა ვონდელპარკი (Vondelpark), უზარმაზარი ოაზისი ინგლისური ბაღების სტილში ვარდებით, ბილიკებით და სკულპტურებით. ეს არის უფასო ადგილი, სადაც ყველა ისიამოვნებს. პარკში არის კაფეებიც და ღია ცის ქვეშ თეატრიც.
6. დასხედით “ყავისფერ კაფეში”
არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, ჰოლანდიური ავთენტური გამოცდილებაა – bruin café, ტრადიციული კაფე ყავისფერი შეფერილობის კედლებით. ქალაქში ისინი უამრავია და ყოველთვის გექნებათ ახლოს რომელიმე. ჩვენ გირჩევთ: Café Papeneiland, Café Pieper ან ‘t Smalle.
7. გამოსცადეთ ლეგენდარული ღამის ცხოვრება
ბარები, კლუბები და წვეულებების ლოკაციები – ამსტერდამის ღამის ცხოვრება დიდი რეპუტაციით სარგებლობს. აქ შეგიძლიათ გაერთოთ და იცეკვოთ მთელი ღამე. ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა – Leidseplein.
8. მიირთვით ადგილობრივი კერძები ქუჩის ბაზრობებზე
ცოცხალი ქუჩის ბაზრობები, მაგალითად – Albert Cuypmarkt, საკვების იაფ დახლებს გვთავაზობენ. დააგემოვნეთ: Haring (ქაშაყი), Vlaamse frites (ხრაშუნა ფრი მაიონეზით), stroopwafels (ორცხობილა ვაფლები კარამელის სიროფით), poffertjes (მინი ფანქეიქები). ასევე, ჰოლანდიური ყველი: გუდა ან ედამი.
9. დააგემოვნეთ ადგილობრივი ლუდი ლუდსახარშში – Brouwerij ‘t IJ
არაფერი ამბობს “მე ამსტერდამში ვარ” იმაზე მეტად, რომ მაღალ ჭიქაში ჩამოსხმული ლუდი პირდაპირ ლუდსახარშიდან მიირთვათ. ეს ბარი საშუალებას გაძლევთ ტერასაზე დასხდეთ და ლუდის წარმოების პროცესსაც დააკვირდეთ.
10. შეჩერდით ჰოლანდიურ დიზაინის მაღაზიასთან
ჰოლანდიურ ულამაზეს დიზაინის ნივთებს ამსტერდამში აღმოაჩენთ: ავეჯს, დეკორაციებს, მოდას და აშ. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია – Droog, ბაღით, გალერეით და რესტორნით. ასევე, საინტერესოა: X Bank და Gathershop ხელნაკეთი აქსესუარებით და ნივთებით.
11. იკატავეთ ქალაქის თავზე ადამის კოშკზე
რა არის ყველაზე გიჟური აქტივობა, რასაც ამსტერდამში გააკეთებთ? უზარმაზარ საქანელაზე კატაობა, რომელიც A’DAM Tower-ზეა განთავსებული. 6 კაციანი საქანელა 100 მეტრ სიმაღლეზე იჭრება.
12. შეუერთდით ამსტერდამის რომელიმე ფესტივალს
ამ სადღესასწაულო ქალაქში ვიზიტისას, ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავალია, დაესწროთ საკვების, სასმლის, ელექტრონული მუსიკის, ცეკვის, კლასიკის ან სხვა მიმდიანრეობების ფესტივალებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია მეფის დღე 27 აპრილს (Koningsdag), როცა ადამიანები ნარინჯისფერი შეფერილობის სამოსს იცმევენ და ქუჩებში გამოდიან.