რა ვნახოთ

ამსტერდამის ისტორია

მეათე საუკუნის ბოლოს, ადგილობრივებმა ამსტელის მდინარის გარშემო სანაპიროებში დასახლება დაიწყეს. შემდეგი ორი საუკუნის მანძილზე რამოდენიმე პატარა ქალაქი განვითარდა მდინარის ორივე მხარეს და ერთმანეთს მხოლოდ პატარა ხიდები აკავშირებდათ. ამ გაერთიანებულმა საზოგადოებამ “ამსტელრედამეს” სახელი დაირქვა დამბის გამო, რომელიც აკავშირებდა ამ ქალაქების საზღვრებს.

იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სახელწოდება შეიცვალა, მან მაინც შეინარჩუნა პირველი ობიექტები და ამსტერდამში შემორჩა ამსტელი და დამი. თანდათან ამსტერდამი ვითარდებოდა და მისი სავაჭრო შესაძლებლობების გამო მეტ მოსახლეს იტევდა. ქალაქის სტრატეგიულმა მდებარეობამ ამსტელის მდინარეზე საშუალება მისცა ვაჭრობის განვითარებას, და უზრუნველყოფდა მოსახლეობას მეურნეობით, ნობათით, თევზის რესურსებით და ტორფის რაოდენობით, რაც საკმაოდ მდიდრული პროდუქტი იყო თანამედროვე პერიოდამდე.

ამსტერდამში ბევრი მნიშვნელოვანი შენობა აშენდა, მათ შორის სამეფო სასახლე და დე ნიუვე კერკი. მე-17 საუკუნეში მთლიანი სანაპირო გარდაიქმნა მაღალ ცენტრალურ მოედნად, რომელიც ახლა ცნობილია როგორც დამის მოედანი. ბევრი წლის მანძილზე ამ მოედანზე მდებარეობდა მეთევზეების ბაზარი.

დამის მოედანი ახლა სრულად საფეხმავლო გზისთვის არის განკუთვნილი. სამეფო სასახლე აშენდა ჰოლანდიური ოქროს საუკუნის დროს დამის დასავლურ სანაპიროზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური ამსტერდამი მოდერნიზდა მე-19 საუკუნეში, ბევრი საზღვაო გზა იყო გამშრალი და გარდაქმნილი გზად, მათ შორის ერთ-ერთია ამსტელ დამრაკი. დღესდღეობით დამის მოედანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამსტერდამისთვის, და სრული წლის მანძილზე აქ ტარდება მრავალი კულტურულად მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტები, ჰოლანდიური დღესასწაულები და პატარა ბაზრები.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ნიდერლანდებინიდერლანდები
ნიდერლანდები24 აპრ 2026

ამსტერდამის 8 საუკეთესო უბანი: იპოვეთ თქვენთვის სასურველი არეალი

სად დავრჩეთ ამსტერდამში: ცენტრი, პლანტაჟი, არხების წრიული ზოლი, ვონდელპარკი, დე პიჯპი და ამსტერდამ ნორდი. 8 უბნის ხასიათი, სანახაობები და კაფეები.

ევროპაევროპა
ევროპა18 მარ 2026

12 გასაოცარი მატარებლის სადგური ევროპაში

ევროპის 12 ულამაზესი სადგური: მადრიდ ატოჩა, მილანის ცენტრალი, სან პანკრასი, ამსტერდამ ცენტრალი, ანტვერპენი, პორტოს საო ბენტო და ედინბურგ ვევერლი.

ევროპაევროპა
ევროპა2 მარ 2026

საუკეთესო ადგილები ევროპაში ყვავილების სანახავად

ლავანდა ვალენსოლეში, ტიტები ბოლენსტრეეკში, ვარდები კაზანლაკში: სად და რომელ თვეში ნახოთ აყვავებული ველები ევროპაში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე