ამსტერდამი, როგორც ცნობილია – კულტურული, გართობის და ღამის ცხოვრების ცენტრია. აქ უამრავი ღამის კლუბია, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ  ადგილობრივებისათვის, არამედ ჩამოსული ტურისტებისთვისაც. 

ერთ-ერთი საუკეთესოა – Paradiso, Escape და Melkweg. ისინი მდებარეობს Leidseplein-ის რაიონში Rambrandtplein-ის მოედანთან ახლოს, ამიტომ ამსტერდამის ამ ნაწილს ღამის ცხოვრების ცენტრად თვლიან. 

უდიდეს სცენებზე უკრავენ მსოფლიოში ცნობილი დიჯეები. ზაფხულში ქალაქში ტარდება ტრანს მუსიკის ფესტივალები, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება. წვეულებები კლუბებში ფაქტობრივად ყოველდღე ტარდება. ყველაზე გრანდიოზული კი – ხუთშაბათიდან შაბათამდე.

კლუბი Paradiso

უდაოდ, ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ღამის კლუბია. აქ გამოდიოდნენ როგორც როკ-ჯგუფები (Sex Pistols, Rolling Stones) ასევე საუკეთესო დიჯეები (Tiesto, Armin van Buuren). ამ შენობის დარბაზი საკმაოდ უჩვეულო ფორმისა და კონფიგურაციისაა და ამის ხარჯზე აქ საოცარი აკუსტიკური ეფექტი იქმნება. კლუბი მდებარეობს Weteringschans 6 მისამართზე, ქალაქის ცენტრში. ზოგადად Paradiso -ში შესასვლელი ბილეთი საკმაოდ ძვირია (ხანდახან 200 ევროზე ძვირიც კი), მაგრამ ამას აკომპენსირებს იაფი ბარი და განუმეორებელი გულაობა. 

Melkweg

ეს სრულყოფილი გასართობი კომპლექსია, სადაც მდებარეობს არა მხოლოდ ღამის კლუბი, არამედ კინოთეატრიც, რამოდენიმე საკონცერტო დარბაზი, რესტორანი, დიდი ბარი და ტერასა. ეს შენობა ცნობილია თემატური წვეულებებით. მაგალითად, კვირაობით შესვლა შეუძლიათ მხოლოდ გოგოებს, პარასკევს და და შაბათს კი ტარდება dance არენები, სადაც მოწვეული არიან ნიდერლანდების საუკეთესო დიჯეები. სამუშაო დღეებში კლუბში შესვლა ღირს 15-25 ევრო, მაგრამ ცნობილი მუსიკოსების მოწვევის დროს ფასი 200 ევრომდეც ადის. 

მისამართი: Lijnbaansgracht 234.

Escape

ამსტერდამის უძველესი კლუბი, რომელიც მდებარეობს Rembrandtplein 11-ის მისამართზე. აქ საკმაოდ პომპეზური წვეულებები ტარდება ცნობილი დიჯეების თანხლებით. ეს კლუბი კი ზრუნავს თავის რეპუტაციაზე, ამიტომ ფეისკონტროლი ხშირად არ უშვებს სტუმარს, თუ ის არ შეესაბამება დაწესებულ დრეს-კოდს. სტანდარტულად გრანდიოზული ღონისძიებები აქ დასვენების დღეებში ტარდება. შესასვლელი ბილეთის ფასი ვარირებს 50-დან 100 ევრომდე, ბარი კი საკმაოდ ძვირია.

Nyx

კლუბი მდებარეობს ძველი შენობის რამოდენიმე სართულზე Reguliersdwarsstraat 42-ის მისამართზე. აქ ყოველთვის საოცარი ატმოსფერო მეფობს. შენობა გათვლილია მხოლოდ ახალგაზრდებზე, ამიტომ მუსიკაც შესაბამისია. შესასვლელი ბილეთის ღირებულება არ არის ძვირი – 10 – 30 ევრო. სამუშაო დღეებში კი გოგოებისთვის 24:00 საათამდე შესვლა უფასოა, ბარიც კი იაფი. 

Sinners in Heaven

რაღაც მხრივ ეს VIP – კლუბია, სადაც ამსტერდამის ახალგაზრდა ელიტა ისვენებს. აქ ტარდება დახურული ღონისძიებები. მოხვედრა კი მხოლოდ ძვირიანი შესასვლელი ბილეთის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება (რომლის ღირებულებაც 500 ევრომდე ადის). ამასთან ერთად, შესაძლოა ამ ფასად ნაყიდი ბილეთის შემთხვევაშიც კი არ შეგიშვან. 

ეს კლუბი ცნობილია ექსკლუზიური სტილით, საოცარი მომსახურებით და რესპეკტაბელური ატმოსფეროთი. მისამართი:Wagenstraat 3-7

Panama

კლასიკური კლუბი, ორიენტირებული ტრანს და ჰაუს მუსიკის მოყვარულებზე. დიდი დარბაზი იტევს 1000-მდე სტუმარს. ცნობილი დიჯეების ჩამოსვლის დროს კი დარბაზი ორმაგ ვიზიტორსაც იტევს. ეს კლუბი ცნობილია პირველ რიგში იმით, რომ აქ მოხვედრა მარტივია, ფასებიც შესაბამისი. ბილეთის ღირებულება 10-20 ევროს შეადგენს, და 25 ევროს თან წაღების შემთხვევაში, კარგადაც დაიხარჯებით ბარში. 

მისამართი: Oostelijke Handelskade 4

Mazzo

პატარა კლუბი, რომელიც მდებარეობს Rozengracht 114 მისამართზე იორდანის რაიონში. აქ ტექნო მუსიკის მოყვარულები იკრიბებიან, სადაც ყოველ პარასკევს ინგლისური ანდეგრაუნდის საღამოებიც ტარდება. აქ შესვლა იაფია – 5-15 ევრო, ბარიც შესაბამისაად ხელმისაწვდომი. 

Power Zone

ამ კლუბის ყველაზე გამორჩეული ადგილი უდიდესი დარბაზია საცეკვაო მოედნით და უდიდესი სცენით. შენობა მდებარეობს ძველი ქარხნის ადგილას Daniel Goedkoopstraat 1-ის მისამართზე. ინტერიერი მაქსიმალურად მინიმალისტურია, რაც ატმოსფეროს გემოს არ უკარგავს. აქ შესასვლელი ღირებულების ფასიც საკმაოდ ადეკვატურია, ღირებულება არ აღემატება 20 ევროს, ბარში კი ერთი კოქტეილის ღირებულება 5-10 ევროს შეადგენს. 

Hotel Arena

პატარა კლუბი, რომელიც მდებარეობს სასტუმროს ადგილას Gravesandrestraat 51-ის მისამართზე. ამ შენობის სიმყუდროვე იმაში მდგომარეობს, რომ აქ შეიძლება როგორც ცეკვა, ასევე ვახშმობაც და დალევა, რაც მაქსიმალურად გათვლილია ტურისტების ნაკადზე. საუკეთესო წვეულებები ტარდება დასვენების დღეებში, სადაც შესვლის ღირებულება 10-30 ევროს შეადგენს, ბარიც იაფიანია. 

Studio 80

საკმაოდ ცნობილი საცეკვაო კლუბია ტექნოს მიმართულებით. მსოფლიო დონის დიჯეები კი ამ ადგილის ხშირი სტუმრები არიან. შესვლა ღირს 15-20 ევრო და მდებარეობს მისამართზე Rembrandtplein 17.