ჩამოთვალეთ 10 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ ამსტერდამს. ალბათ: ყველის, ტიტების, არხების, ველოსიპედების, მსუბუქი ნარკოტიკების, შოპინგის, წითელი ფანრების, არქიტექტურის და თავისუფლების გამო. თუმცა, არის კიდევ ბევრი რამ, რაც მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის ცნობილი და ამსტერდამს განსაკუთრებული კუთხით შეგაყვარებთ, და ის, რასაც ვერ იპოვით ვერც ერთ ტიპურ სტატიაში.

ზღვა

ვინც ამსტერდამში ჩამოდის, აუცილებლად უნდა მოხვდეს ჩრდილოეთ ზღვაზე. დაჯექით მატარებელზე და გაემგზავრეთ Zandvoort aan Zee-ს მიმართულებით და უკვე ოცდაათ წუთში ზღვის მარილიანი ჰაერის ჩასუნთქვას შეძლებთ, სადაც თოლიებითაა ნაპირი სავსე. გაისეირნეთ სანაპიროების გასწვრივ, დააგემოვნეთ ტრადიციული ნიდერლანდური სასმელი – ცხელი შოკოლადი ნაღებით – ცნობილ კაფეებში Ubuntu Beach ან Hippiefish. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბარები ოქტომბრიდან მოყოლებული მარტის ბოლომდე დაკეტილია, ამიტომ თუ ზამთარში გადაწყვეტთ აქ მოგზაურობას, ეწვიეთ Beachlub #5-ს, არანაკლებ გემრიელი მენიუთი. 

ორმაგი სტანდარტების ქალაქი

ამსტერდამის ისტორია დაიწყო მეთევზეების ქალაქიდან ამსტელში. მეზღვაურები აქ ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ წითელი ფანრების ქუჩაზე გასართობად, შემდეგ კი ეკლესიაში ცოდვებს ინანიებდნენ და ზღვას უბრუნდებოდნენ. ამიტომაც, უძველესი პროფესიის ძეგლი „Belle” (სილამაზე) შეესაბამება 800 წლის “ძველ ეკლესიას“ (Oude Kerk). 

პაბები ეკლესიებში 

გსურთ უცნაური რამის ხილვა? მაშინ მიდით ეკლესიაში არა სალოცავად, არამედ ლუდის დასალევად, წასაკითხად და მუსიკის მოსასმენად. რელიგია აქ უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ეკლესიები კი ცარიელდება. საზრიანმა ნიდერლანდელებმა კი იციან ფულის ღირებულება, ამიტომაც ეკლესიისაგან ტურისტულ ადგილს ქმნიან – პაბს, ბარს, ბიბლიოთეკას, აუზს ან რესტორანს. 

  • წიგნის მაღაზია დომინიკურ ტაძარში (Boekhandel Dominicanen) მაასტრიხტზე
  • პაბი და ლუდსახარში იოპენკერკი (Jopenkerk) ჰარლემში; 
  • პაბი და საკონცერტო დარბაზი “პარადიზო” (Paradiso) ამსტერდამში 

გამოფენები

ყველაზე დიდი ტურისტების ნაკადი მუზეუმის მოედანზეა (Museumplein), განსაკუთრებით რეიკსმუზეუმთან (Rijksmuseum) და ვან გოგის მუზეუმთან. მაგრამ არც ისე ბევრმა იცის, რომ სულ რაღაც 10 მეტრის სავალზე მდებარეობს სტედელეიკმიუსეუმი (Stedelijk Muzeum), აქ ყოველ სამ თვეში ერთხელ ნახლდება თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციები. რატომღაც ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილია EYE – კინოს მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ამსტერდამის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ იხილავთ მარინა აბრამოვიჩის წარმოდგენებს, პერფორმანსებს, რომელიც ეხება გლობალურ დათბობას და ართჰაუსულ კინოს. EYE-მდე მისვლა შეგიძლიათ უფასოთ 901 ნომერი პარომით, რომელიც ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის ცენტრალური სადგურიდან. 

გაისეირნეთ ნავით

ნიდერლანდების სახელმწიფო წუხს გარემოს დაბინძურებაზე, აქ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული აჩვევენ ბავშვებს გაანაწილონ და გადაამუშავონ ნაგავი. 

ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან გამოსვლისთანავე რთულია არ შეამჩნიოთ წარწერა Lovers. ეს კომპანიის სახელწოდებაა, რომელიც ემსახურება ტურისტებს ნავებზე გასეირნებით. ამ კომპანიის არსი იმაში მდებარეობს, რომ ნავით გასეირნების დროს, თქვენ პარალელურად შეძლებთ პლასტიკური ბოთლების ამოღებასაც მდინარეებიდან, რასაც დიდი სარგებელი მოაქვს ბუნებისათვის. 

კიდევ ერთი რომანტიული გართობა იქნება ამსტერდამის არხებში გასეირნება მდინარის ტრამვაებზე, რომელზე ბილეთის შეძენაც შეგიძლიათ ონლაინ ან ადგილზე. 

წიგნის ბაზარი სპაუზე

სპაუ (Spui) – შოპინგის ქუჩის უკანა მხარეს მდებარე რაიონია. ის ცნობილია ამსტერდამის სამი საუკეთესო წიგნის მაღაზიით: Athenaeum Boekhandel, American Book Center და Waterstones. American Book Center-ში ცოტახნის წინ გახსნეს ყავის სახლი, რომელიც იდეალურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის წიგნების მოყვარულთათვის! მოედანზე დასვენების დღეებში ასევე მუშაობს წიგნის მაღაზია განძის ძიების მოყვარულთათვის. 

არაბანალური შოპინგი

თუ Zara da H&M არ ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას, Beijnkorf კი სავსეა ტურისტებით, მიაშურეთ De 9 Straatjes-ს. ეს ის ადგილია, რომელიც სავსეა ჰოლანდიელი დიზაინერების მაღაზიებით, სადაც შეიძენთ ყველაფერს, ფეხსაცმელს, სუნამოს, ტანსაცმელს და კოსმეტიკას – რეალურად ის სამოთხეა მათთვის, ვისაც უყვარს უჩვეულო ნივთების ყიდვა ადგილობრივი კოლორიტებისაგან. 

ამსტერდამის ზევიდან

ამსტერდამი, ისევე როგორც ნიდერლანდების ძირითადი ნაწილი, არ შენდება მეხუთე სართულის მაღლა. ასე ნარჩუნდება არქიტექტურა, და ცათამბჯენები არ მალავენ ქალაქს. თუ ამსტერდამის ნახვა მაღლიდან გსურთ, მაშინ გაეშურეთ Blue Amsterdams – ისკენ (პატარა კაფე პანორამული ხედით). 

ასევე: 

  • ეკონომიური ვარიანტი იქნება – H&M Dam 4 -ის მეხუთე სართულიდან, დამის მოედანზე
  • რესტორან-ბისტროში სადილი Magna Plaza-ს შოპინგის მოლის მეხუთე სართულზე
  • და სავაჭრო ცენტრის De Beijnkorf-ის კაფეტერიიდან, რომელიც ასევე დამის მოედანზე მდებარეობს.

ამსტერდამის ატმოსფერო ზუიდის რაიონში

ბევრი წუხს იმის გამო, რომ ამსტერდამი თავის იერს კარგავს. ასე ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც აქირავებენ ბინებს ცენტრში და გადადიან ახლოს მდებარე ქალაქებში საცხოვრებლად. მაგრამ თუ ნიდერლანდების დედაქალაქში მოგზაურობას სულ რამოდენიმე დღით აპირებთ და გსურთ დატკბეთ ქალაქის ისტორიითა და არქიტექტურით და თანაც მოწყდეთ ტურისტულ ზონებს, დარჩით ზუიდის რაიონში. გაისეირნეთ Nationale ballet house-ის (ნიდერლანდის ეროვნული ბალეტის შენობა), “Artis” სამეფო ზოოპარკის, Hortus Botanicus -ის (ამსტერდამის ბოტანიკური ბაღი) გარშემო და შემდგომ შეიხედეთ ტურისტებისაგან თავისუფალ რაიონში დე პიჯპი (De Pijp).