ამსტერდამიდან ადვილია ბევრ მშვენიერ ადგილას მოხვდეთ, ამიტომაც აქ ყოფნისას ერთდღიანი ტურების მოწყობა ძალიან კარგი აზრია. ტრადიციული ჰოლანდიური დღე ქარის წისქვილების მონახულებას, ყველის დაგემოვნებას და სიმწვანეში ჩაძირვას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამი ჰოლანდიის უდიდესი ქალაქია, მისი ველოსიპედით მოვლა 1 საათშია შესაძლებელი. აქ ბევრი რამაა სანახავი, მაგრამ თუ დიდხანს რჩებით, მაშინ ამ საოცარი ახლომდებარე ადგილების მონახულებაც დაგეგმეთ.

ქარის წისქვილები: Zaanse Schans

როცა ნიდერლანდებზე ვფიქრობთ, თავში ქარის წისქვილები და ჰოლანდიური ყველი გვიტივტივებს. ამ მოგზაურობაში თქვენ საკულტო ქარის წისქვილებს იხილავთ მშვიდ სათევზაო სოფლებში: ვოლენდამში და მარკენში. გზაში შეგიძლიათ ესტუმროთ ტრადიციულ ჰოლანდიური ყველის ქარხანას.

კოკენჰოფი/Keukenhof

მარტიდან მაისის ჩათვლით აქ 7 მილიონი ტიტის და ნარცისის ყვავილობით დატკბებით. მე-15 საუკუნეში ის წარმოადგენდა მცენარეების ბაღს და ერთგვარ მარაგს გრაფინია ჟაკლინის სამზარეულოსთვის. სწორედ აქედან მოდის სახელი კოკენჰოფიც: “სამზარეულოს ბაღი”. 32 კილომეტრ ლოკაციაზე თქვენ იხილავთ ქარის წისქვილებს და ულამაზეს ბაღებს.

ბრიუგე/Bruges

სამ საათზე ნაკლე დროში თქვენ შეგიძლიათ ამსტერდამიდან ბელგიის უმშვენიერეს ქალაქ ბრიუგეში აღმოჩნდეთ. აქ თქვენ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს იხილავთ: ცნობილ მოედანს, მიქელანჯელოს შედევრის, ბრიუგეს მადონას ტაძარს, წმ. სალვატორის კათედრალს და ბევრ სხვა რამეს. თუ ამსტერდამიდან გიდის ტურს აირჩევთ, ბრიუგეს ისტორიასაც მოისმენთ.

ეფტელინგის ატრაქციონების პარკი/Efteling Theme Park

ეს ჰოლანდიის უდიდესი გასართობი პარკია. ის 1952 წელს გაიხსნა და ინსპირირებულია მითებითა და ლეგენდებით, ზღაპრებითა და ფოლკროლით. ამბობენ, რომ უოლტ დისნეი სწორედ ამ პარკით იყო შთაგონებული როცა ეფტელინგში სტუმრობის შემდეგ, დისნეილენდი გახსნა. პარკი მთელი წელია ღია და უამრავ ატრაქციონს გთავაზობთ.

გითჰონი/Giethoorn

ეს ჰოლანდიის ყველაზე უცნაური სოფელია. ტურის აღების შემთხვევაში, ნავით მოივლით მშვიდ არხებს და ლერწმის სახურავებიან სახლებს. პარალელურად გიდი ამ ადგილის ისტორიას მოგიყვებათ. ტურში ფეხით გასეირნებაც შედის.

ყველის ბაზრობის ტური გაუდასა და ალკმაარში

თუ ყველი გიყვართ, ეს ორდღიანი ტური სწორედ თქვენთვისაა. ხუთშაბათ დილას გაუდას ყველის ბაზრობას მოინახულებთ, პარასკევს კი ალკმაარის, რომლის ისტორიაც 1365 წლიდან იწყება.

ველოსიპედი ტური ქალაქგარეთ

ეს ტურები ცენტრალური სადგურიდან იწყება, საიდანაც მშვიდი არხებით სოფლებსა და ფერმებში გაივლით. დააკვირდებით ადგილობრივების მუშაობას ქალაქგარეთ და ბევრგან გაჩერდებით ფოტოების გადასაღებად.

კროლერ-მიულერის მუზეუმი და ეროვნული პარკი

დაიწყეთ ეროვნული პარკით: De Hoge Veluwe, საიდანაც გასაოცარი ლანდშაფტის ხედები იშლება. შიგნით, პარკში კროლერ-მიულერის მუზეუმია, სადაც მსოფლიოში ვან გოგის სიდიდით რიგით მეორე უდიდესი კოლექცია ინახება. აქ მისი 90 ნახატი და 180 ჩანახატია. მუზეუმში ასევე იხილავთ კლოდ მონეს, პაბლო პიკასოს და პიერ მონდრიანის ნამუშევრებს. სკულპტურების ბაღში როდენის შედევრიც იმალება.

Camp Vught – ის ეროვნული მემორიალი

აქ თქვენ იხილავთ სად ცხოვრობდნენ პატიმრები და ესტუმრებით მემორიალს, რომელიც პატივს მიაგებს ომში დაღუპულ მებრძოლებს.

ანხუიზენის მუზეუმი/Zuiderzeemuseum Enkhuizen

ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან ანხუიზენში უნდა გაეშუროთ, საიდანაც ნავი პატარა ღიაცისქვეშა მუზეუმში წაგიყვანთ. დაბრუნდით უკან დროში და ესტუმრეთ ავთენტურ შენობებს ყოფილი რეგიონიდან. უკანა გზის მატარებლის ბილეთი ვალიდურია შუაღამემდე, ასე რომ, შეგიძლიათ დათვალიერების და უამრავი შთაბეჭდილების მიღების შემდეგ, მშვიდად ისადილოთ კიდეც.