პატარა ზომის და დიდი პოპულარობის გამო, ამსტერდამის მონახულებისას მზად უნდა ვიყოთ, რომ აქ მოგზაურობის დაგეგმვისას მაღალი ფასები დაგვხვდება. მაგრამ, სწორი გათვლებით და ხრიკების ცოდნით, ევროპის ეს ცნობილი მიმართულებაც შეიძლება ბიუჯეტური მიმართულება აღმოჩნდეს. ჩვენ ზოგიერთ მათგანს გირჩევთ:
ნუ დაგეგმავთ ვიზიტს პიკ-სეზონზე
კონკრეტული მოგზაურობის ბიუჯეტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი წილი მოდის დასარჩენის ფასზე. აქტიური დასვენების სეზონზე სასტუმროების ფასი მნიშვნელივანად იწევს. გვიანი შემოდგომიდან (ოქტომბერი/ნოემბერი) ადრიან გაზაფხულამდე (თებერვალი/მარტის შუა რიცხვებამდე) მოგზაურობა აქ ყველაზე იაფია. სასტუმროების ფასი მაღლა იწევს ტიტების სეზონზე (მარტის შუა რიცხვებიდან მაისამდე) და ზაფხულის თვეებში.
ეწვიეთ კვირის დღეებში საუკეთესო შემოთავაზებებისთვის
წლის ნებისმიერ დროს, ამსტერდამი პოპულარული მიმართულებაა უიქენდების გასატარებლად, რადგანაც აქ საერთაშორისო მოგზაურობა ძალიან მარტივია. მისი კულტურული ღირსშესანიშნაობების და ლეგენდარული ღამის ცხოვრების გამო, პარასკევს და შაბათს ევროპელი ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად იზრდება. კვირა დღეს სასტუმროები ყველაზე იაფია, ისევე როგორც კვირის დასაწყისში. სამუშაო დღეებში ფრენების ფასიც იკლებს.
აარჩიეთ დასარჩენი ლოკაცია სწორად
მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამის ცენტრალურ უბნებში დარჩენის ფასი მაღალია, ისევე როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი უბნის სიახლოვეს, მოშორებით განთავსებისას შესაძლოა ტრანსპორტირებაზე ისედაც ბევრი დაგეხარჯოთ და დროც კარგოთ. ჩვენ გირჩევთ ცენტრის გარშემო უბნებს: Jordaan, the west, Plantage, the Eastern Islands, Oosterpark. ასევე, მდინარე ამსტელის აღმოსავლეთ ნაწილი და ვონდელპარკის სამხრეთი მხარეც ხელმისაწვდომი ფასებით და მარტივი სატრანსპორტო ხაზებით გამოირჩევა.
მხედველობაში იქონიეთ პირდაპირი ფრენის ალტერნატივაც
შესაძლოა მეზობელ ქვეყანაში უფრო იაფი დაგიჯდეთ ფრენა და მატარებლით/ავტობუსით ამსტერდამამდე ჩასვლა. ის ევროპის ყველა დიდ ქალაქს უკავშირდება. FlixBus-ის კომფორტული ავტობუსები განსაკუთრებით ბიუჯეტურია.
შეიძინეთ ფასდაკლების ან მუზეუმის საშეღავათო ბარათი
თუ აპირებთ, რომ ამსტერდამის რამდენიმე მუზეუმს ეწვიოთ, ყველგან ცალ-ცალკე გადახდისგან თავი შეიკავეთ და თანხა ქალაქის ბიუჯეტური შემოთავაზებით დაზოგეთ. ღირსშესანიშნაობები ასევე გვთავაზობენ ფასდაკლებებს სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, მასწავლებლებზე და ა.შ. შესაბამისი აკრედიტაციის/მოწმობის წარმოდგენისას. 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის მშვენიერი შემოთავაზებაა ციფრული EYC (ევროპული ახალგაზრდული ბარათი), რომელიც შეღავათებს გვთავაზობს ტრანსპორტზე, ღირსშესანიშნაობებზე და სხვა. მისი ღირებულებაა 14 ევრო. არაა აუცილებელი იყოთ ევროპელი ან სტუდენტი. I amsterdam City Card კი გვთავაზობს რამდენიმე მუზეუმში შესვლას. A Museumkaart უფასოდ უშვებს მუზეუმებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩასვლისას დაზოგეთ აეროპორტის ტრანსპორტზე
ამსტერდამში ჩაფრენისას, ცენტრში მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება მნიშვნელოვნად იაფია ტაქსიზე. შიპოლის აეროპორტში დადიან ავტობუსები და აქ არის მატარებლის სადგურიც, რომელიც ამსტერდამის ცენტრალურ სადგურს უერთდება. ამსტერდამის სამოგზაურო ბილეთი (Amsterdam Travel Ticket) მოიცავს აეროპორტიდან მგზავრობასაც და მთელ ამსტერდამში საზოგადოებრივი ტრანსპროტით გადაადგილებასაც. მისი ღირებულებაა 18 ევრო და მოქმედების ვადაა 1 დღე-ღამე. 30 ევროს შემთხვევაში – 3 დღე-ღამე.
იარეთ ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით
ფეხით მთელ ცენტრალურ ამსტერდამს შემოივლით. იმისათვის, რომ ავთენტური გამოცდილება მიიღოთ, იქირავეთ ველოსიპედი. მათი რაოდენობა ქალაქში მანქანების რაოდენობას აჭარბებს.
მიირთვით ქუჩაში
წაიღეთ ქუჩის კვება და დასხედით რომელიმე არხის ნაპირზე ან ეწვიეთ ქალაქის ბაზრობებს (De Pijp’s Albert Cuypmarkt, Lindengracht Market, Noordermarkt, Ten Katemarkt, Nieuwmarkt’s Boerenmarkt , the multicultural Dappermarkt, the roving, artisan Pure Markt) ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქციის შესაძენად ყოველდღე, კვირის გარდა.
ან დასხედით ამსტერდამის იაფ საკვებ ობიექტებში
ბიუჯეტურ მოგზაურებს ქალაქი ბევრ გემრიელ და იაფ ობიექტს სთავაზობს, როგორც საერთაშორისო სამზარეულოს, ისე ადგილობრივს. მათ შორისაა: Foodhallen, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძებით ცენტრში: De Hallen. არ დატოვოთ ამსტერდამი ხრაშუნა ფრის (Vlaamse frites) მირთმევის გარეშეც. ყველაზე პოპულარული ობიექტი მის მისართმევად არის Vleminckx.
იხილეთ ასევე: ერთ დღიანი ტურები ამსტერდამიდან