ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომაა ხორვატია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება. ზაგრებიდან დუბროვნიკამდე, ეს ქვეყანა ბევრ სანაპიროს, ლურჯ გამოქვაბულებს და რომაულ ამფითეატრს აერთიანებს. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო ადგილებს გთავაზობთ:

დიოკლეტიანის სასახლე/Diocletian’s Palace

ეს შენობა რომაელი იმპერატორის, დიოკლეტიანის დროს აშენდა. აქ ცხოვრობდა მისი ოჯახი, მოსამსახურეები და ჯარისკაცები. დღეს, ქალაქ სპლიტში მისი გარკვეული ნაწილია შემორჩენილი.

ზადარის ზღვის ორღანი/Zadar’s Sea Organ

იცით, რომ ზღვას შეუძლია დაუკრას მუსიკალურ ინსტრუმენტზე? გაეშურეთ ქალაქ ზადარის წყლისპირა ბულვარში, სადაც სახელოვნებო ინსტალაციები დაგხვდებათ. ქვის კიბეები მელანქოლიურ აკორდებს უკრავენ, როდესაც ქარი ზღვას ამოძრავებს.

ლურჯი გამოქვაბული/Blue Grotto

ხორვატიის მორიგი ბუნებრივი ფენომენი, კუნძულ ბისევოზე მდებარეობს, სადაც ბორანით მოხვდებით ახლომდებარე კუნძულებიდან. მათ შორის ჰვარიდან. შედით ნავით ლურჯ გამოქვაბულში, სადაც საოცარ სილამაზეს იხილავთ. სტუმრობისთვის საუკეთესო პერიოდი დღის 1 საათამდეა, როდესაც მზე ძლიერად აცხუნებს.

დუბროვნიკის ქალაქის კედლები/Dubrovnik’s city walls

გაისეირნეთ დუბროვნიკის ქალაქის კედლებში და მიხვდებით, რატომ იქნებოდა ეს ქალაქი ასეთი საოცარი შუასაუკუნეებში. 2 კილომეტრიანი ბილიკი წითელსახურავებიან სახლებს გადაჰყურებს ძველ ქალაქში.

პულა არენა/Pula Arena

ხორვატიის ქალაქ პულას საუცხოოდ შემონახული ეს ანტიკური მონუმენტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რომაული ამფითეატრია. ის 23000 მაყურებელს იტევდა. დღეს აქ კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და ფესტივალები იმართება.

ფლითვისის ტბების ეროვნული პარკი/Plitvice Lakes National Park

ფლითვისის ტბების ეს ეროვნული პარკი ზადარსა და ზაგრებს შორის მდებარეობს. ის იუნესკოს დაცული ტერიტორიების სტატუსს 1979 წლიდან ფლობს. ამ სასეირნო ბილიკზე 16 ტბა და მაღალი შადრევნები შეგხვდებათ.

ეფრაზიული ბაზილიკა/Euphrasian Basilica

ქალაქ პორეჩის ეს ბაზილიკა მე-6 საუკუნით თარიღდება. კომპლექსის ნაწილი სასახლეს და საათის კოშკსაც აერთიანებს, გაფორმებულს ბიზანტიური მოზაიკით. ადით კოშკზე და დატკბით პანორამული ხედებით ქალაქზე.

გატეხილი გულების მუზეუმი/Museum of Broken Relationships

ხორვატიის დედაქალაქში, ერთი უცნაური, ხანდახან სახალისო და საკმაოდ ემოციური მუზეუმი მდებარეობს. აქ განთავსებული ნივთების ავტორები უცნობებად რჩებიან და ისინი მთელი მსოფლიოდან არიან. ნივთებს თან უძღვის ამბავი მათი ყოფილი სასიყვარულო ისტორიების შესახებ. გამოფენის თემა დაკარგული სიყვარულია. სტუმრები მუზეუმის ჟურნალში თავიანთ სახალისო ისტორიებსაც ტოვებენ.

მეშტროვიჩის გალერეა

სპლიტის მეშტროვიჩის გალერეა ქვეყნის ცნობილ სკულპტორს ეძღვნება. ის არტისტის დიზაინით აშენდა და საზაფხულო რეზიდენციას, სტუდიას და საგამოფენო სივრცეს აერთიანებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სკულპტორს ქვეყნის დატოვება მოუხდა. აქ მის ავეჯს, ნამუშევრებს და ქანდაკებებს იხილავთ.

რექტორის სასახლე/Rector’s Palace

რექტორის სასახლე დუბროვნიკში 1430 წელს აშენდა. აქ გუბერნატორი ცხოვრობდა, ამიტომაც შეგექმნებათ შთაბეჭდილება თუ როგორ ცხოვრობდნენ მე-15-მე-18 საუკუნის ხორვატიაში. ის გოთიკის და ბაროკოს სტილის შეწყმას წარმოადგენს.