წარმოიდგინეთ ისეთივე ძველი ქალაქები, როგორებიცაა საბერძნეთში, ხორვატიის მსგავსი მშვიდი და ლამაზი სანაპიროებით და შვეიცარიისნაირი თოვლიანი მთებით. ეს ყველაფერი მონტენეგროშია თავმოყრილი ხმელთაშუაზღვიურ კლიმატთან ერთად. მონტენეგრო ადრიატიკის სამოთხეა!
1. ის უფრო იაფია, ვიდრე მეზობელი ხორვატია.
ხორვატია ევროპის გამორჩეულად ლამაზი ქვეყანაა, თუმცა, მონტენეგრო მასზე ბევრად იაფია, განსაკუთრებით კვების საკითხებში.
2. დარმიტორის ეროვნული პარკის დალაშქვრა
თუ ბუნება გიყვართ, ეს შთამბეჭდავი ადგილი თქვენთვის იდეალურია. აქ ულამაზესი ტყეები, კრიალა ტბები, სალი კლდეები და დიდი ჩანჩქერებია. ამ ეროვნულ პარკში (Durmitor National Park) ქვეყნის ყველაზე სუნთქვისშემკვრელი შავი ტბა დაგხვდებათ.

3. რომ დააგემოვნოთ იტალიით შთაგონებული სამზარეულო
მონტენეგროს სამზარეულო ტიპური სამხრეთ ევროპული სამზარეულოა: რვაფეხას სალათა, თევზის სუპი და მოლუსკები. ჩვენ გირჩევთ აქაური ქაბაბის (ćevapi) და ყველიანი როლების (karađorđe vasnicla) დაგემოვნებას.
4. ულამაზესი ქალაქი – პერასტი!
პერასტი პატარა ვენეციას წააგავს. ამ ისტორიულ ქალაქში 16 ეკლესია და 17 სასახლე მდებარეობს. გაყევით ნავს ადგილობრივ მეთევზეებთან ერთად კოტორის სანაპიროზე – ის ნამდვილად ღირს მონახულებად.

5. იმიტომ რომ, ის ევროპის ფარული მარგალიტია…
დასავლეთ ევროპის გამო, ხშირად ავიწყდებათ აღმოსავლეთ ევროპა. თუმცა ეს კარგია მათთვის, ვისაც ტურისტებით დატვირთულ ქალაქებში ყოფნა არ უნდა. აქ უფრო თავისუფლად შეიგრძნობთ გარემოს. წმ. ჯორჯის კუნძულიდან სვეტი სტეფანამდე, მონტენეგროს კურორტები ევროპული დონის დასვენებას გთავაზობენ. აღმოაჩინეთ ისინი.
6. ბრწყინვალე სანაპიროების და სუფთა წყალის გამო
მართალია, ხორვატია ყველაზე გრძელი და ლამაზი ადრიატიკის ზღვის სანაპიროთი იკვეხნის, მაგრამ მას არც მონტენეგრო ჩამოუვარდება თავისი მცირე საზღვაო არეალით. აქ ბრწყინვალე რელაქსაციას მოიწყობთ გემრიელ პინა კოლადასთან ერთად.

7. არაამქვეყნიური კულტურა…
პოეზია, მუსიკა და ცეკვა – აქ კულტურა ნამდვილად ყვავის. პალეოლითის ხანიდან, რენესანსის გავლით, მონტენეგროს მაცხოვრებლებმა ქალაქი კულტურით გაამდიდრეს. მართალია კოტორი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ კულტურით აქ ყველაფერია გაჟღენთილი. თუ წვეულებები გიყვართ, ბუდვას მიაშურეთ, ქალაქს გამორჩეული ღამის ცხოვრებით და ხელოვნებით.
8. ისტორია…
სილამაზის გარდა, მონტენეგრო ევროპის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მიმართულებაა. ის მე-12 საუკუნით თარიღდება. ეწვიეთ საკულტო რომაულ კათოლიკურ ტაძარს – Our Lady of the Rocks, რომელიც კოტორის სანაპიროს უყურებს.

9. იახტებისგან სიამოვნების მიღება
მონტენეგროს სანაპირო ზოლზე, რომელიც ფრანგულ რივიერაზე ნაკლებადაა დატვირთული ხალხით, ბევრი თეთრი იახტა დგას. შეგიძლიათ შეცუროთ მონტენეგროს პორტიდან.
10. რომ გადაუღოთ ფოტოები გასაოცარ შუასაუკუნოვან ქალაქებს
თუ ლამაზი ფოტოების გადაღება გიყვართ, ამ ადგილას ეს ნამდვილად გამოგივათ. მონტენეგროს სასახლეები, მოზაიკები, მუზეუმები, მონასტრები, ბუნება და მაღაზიების კი საუკეთესო ფონია თქვენი სურათებისთვის.

11. მდინარე თარას კანიონი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი 1300 მ სიღრმისაა. ნავით შეცურვისას ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა გელით, თუმცა თუ წყლის გეშინიათ, გაისეირნეთ მთის მიდამოებში ლამაზი პანორამებისთვის.










