მონტენეგროს მთებს შორის მდებარე კოტორი ატმოსფერული ადგილია რომელიც ქვაფენილიანი ხეივნებით, ლამაზი სახლებით, ქვით ნაშენი ეკლესიებით, კაფეებით მორთული მოედნებით და ვენეციური სასახლეებით გამოირჩევა. კოტორში ტურისტული პიკ-სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა. ამ დროს აქ საკრუიზო გემები ყოველდღე დადიან.

1. ტური სტარი გრადში, კოტორის ძველ ქალაქში

Stari Grad – კოტორის ძველი ისტორიული ქალაქია, სავსე ძეგლებით. დაიწყეთ ზღვის კარიბჭით, სადაც ქალაქის ვენეციური ისტორია დაიწერა. ამ კარიბჭიდან სტარი გრადის დიდ მოედანზე გახვალთ. მოინახულებთ ეკლესიებს, საზღვაო მუზეუმს და კათედრალს.

2. დატკბით სან ტრიფონის კათედრალის არქიტექტურით

St Tryphon’s Cathedral – კოტორის შთამბეჭდავი ძეგლია, რომელიც მიწისძვრების შემდეგ რამდენჯერმე აღადგინეს. ეს რომაული არქიტექტურის შედევრია მაღალი თაღებით და ბიზანტიური სტილის ფრესკებით. ეს ერთადერთი ეკლესიაა კოტორში, სადაც შესვლა ფასიანია, მაგრამ ბილეთის საშუალებით მოინახულებთ ხელოვნების მუზეუმსაც მაღალ სართულზე.

3. ადით კოტორის ციხესიმაგრის კედლებზე

კოტორის ციხის კედლები ზღვიდან 260 მეტრზე მდებარეობს. მასზე ასვლა ფასიანია, თუმცა ღირს იმ ხედებად, რომლებიც იქიდან იშლება. ციხესიმაგრის დასალაშქრად დაახლოებით 45 წუთი დაგჭირდებათ.

4. მოინახულეთ კოტორის მუზეუმები

კოტორის საინტერესო მუზეუმი პარალელურად საშუალებას მოგცემთ, რომ შთამბეჭდავი ნაგებობები დაათვალიეროთ. მაგალითად, გრგურინას სასახლეში დღეს მონტენეგროს საზღვაო მუზეუმი მდებარეობს. ის 1732 წელს აშენდა. მე-17 საუკუნის პიმას სასახლეში კი სოლიდარულობის გამოფენა მდებარეობს შემოწირული ნამუშევრებით.

5. გაისეირნეთ დობროტას წყლის ნაპირას

Dobrota – კოტორში იდილიურ გამოცდილებას შეგძენთ. სანაპიროს გასწვრივ აქ 5 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია. მიირთმევთ წყლისპირა რესტორნებშიც. საკმარისია წყლის ნაპირას 20 წუთი გაატაროთ, სან მეთიუს ეკლესიასაც მიადგებით.

6. მიირთვით კოტორის საკვებ ობიექტებში

კოტორში უგემრიელესი ახალი ხილ-ბოსტნეული იყიდება. მიირთვით აქ მომზადებული კერძები ადგილობრივ ბარებში. ჩვენ გირჩევთ Taraca Resto Bar-ს, რომელსაც აქვს ვეგეტარიანული სამზარეულოც. ასევე, Pier 65 Gastro Bar-ს. პოპულარულია კაფე Platanus-იც. Ladovina და Galion კოტორის ერთ-ერთი გამორჩეული რესტორნებია. გალიონი წყლისპირას მდებარეობს და იახტების ხედებს გთავაზობთ. ღამის გართობისთვის გირჩევთ: Letrika, Nitrox Pub და Bandiera.

7. გაისეირნეთ ნავით ღვთისმშობლის ეკლესიასთან

Church of Our Lady of the Rocks – ულამაზეს ლოკაციაზე, შუა ზღვაში მდებარე ეკლესიაა, რომელიც გარე ექსკურსიისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. კუნძულამდე ნავით მისვლა საინტერესო გამოცდილებაა. ნავებს შეგიძლიათ გაყვეთ კოტორის და პერასტის პორტიდან.

8. გადმოიხედეთ ლოვჩენის მთიდან

Mt Lovćen – კოტორის სანაპირო ზოლზე საუკეთესო ხედებს გვთავაზობს. მთაზე ასვლა სალაშქრო ბილიკებით და საბაგიროთი შეგიძლიათ, რომელსაც მგზავრები 11 წუთში აყავს.

9. ტივატის და ლუსტიჩას ნახევარკუნძული

Tivat & Luštica Peninsula – კოტორიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარე ეს ნახევარკუნძულები კურორტებადაა ქცეული. აქ ნახავთ ბარ-რესტორნებს, მდიდრულ მაღაზიებს და კლუბებს.