მომხიბვლელ მონტენეგროში ზაფხულის თბილი თვეები განსაკუთრებით დატვირთულია. ტურისტული სეზონი აქ აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება. ზამთრის თვეებში აქ ბევრი სასტუმრო, რესტორანი, ბარი, მაღაზია და მუზეუმი იკეტება, განსაკუთრებით სანაპიროებზე. ფასები ყველაზე მეტად აგვისტოს თვეში იწევს. მაისი საუკეთესო თვეა აქ ვიზიტისთვის, რადგანაც სხვადასხვა დაწესებულებები იღება და ღია ცის ქვეშ აქტივობებისთვის იდეალური პერიოდია. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადრიატიკის სანაპირო ზოლის სანაპიროები და მონტენეგროს მთები.

მარტიდან მაისამდე: საუკეთესო დრო კარგი ამინდისთვის, გარე გასართობებისთვის და ფესტივალებისთვის

კომფორტული ამინდისთვის და ნაკლები ხალხისთვის გაზაფხულის პერიოდი იდეალური დროა მონტენეგროში ჩასასვლელად. მაისის ბოლოს ყველაფერი ყვავის, ცა ლურჯია და გარშემო სიმწვანეა. გარემო ამ დროს ბრწყინვალეა ეროვნულ პარკებში სასეირნოდ. დღის ტემპერატურა როგორც წესი 23 გრადუსს უტოლდება.

სექტემბერი-ოქტომბერი: საუკეთესო გარე აქტივობებისთვის

შემოდგომის ეს ორი თვე: სექტემბერი და ოქტომბერი კიდევ ერთი კარგი პერიოდია აქ ვიზიტისთვის. ამ დროს ტურისტთა რაოდენობა და ფასებიც ეცემა და ამინდი კვლავ საკმარისად თბილია. ზოგ ადგილას ამ დროს ცურაობენ კიდეც. გაისეირნეთ ბიოგრადის ან დარმიტორის ტბებზე. იქამდე სანამ წვიმიანი სეზონი დაიწყება, ნოემბრიდან აპრილამდე, აქ ტემპერატურა ისევ 22 გრადუსია. ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ოქტომბერი ყველაზე კარგი პერიოდია.

დეკემბერი-თებერვალი: საუკეთესო ბიუჯეტური მოგზაურებისთვის და ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის

მონტენეგროში ზამთრის სეზონზე სრიალის მოყვარული ენთუზიასტები ჩამოდიან. დეკემბერი იანვრის თვეში აქ თოვლი აუცილებლად მოდის. ზამთრის სპორტის სეზონი მარტისკენ სრულდება.

ივნისი-აგვისტო: პიკი სეზონი

ზაფხულის ამ პერიოდში მონტენეგროში ტურისტული ბუმია და ბევრი გასართობი დაგხვდებათ. გაითვალისწინეთ, რომ პიკ სეზონზე ფასებიც მაღალია. ივნისიდან აგვისტომდე იგეგმება მუსიკალური ფესტივალებიც. დაგხვდებათ გრძელი მზიანი დღეები…