მონტენეგრო პატარა თუმცა მრავალფეროვანი ქვეყანაა. მისი გასაოცარი ადრიატიკის სანაპირო, ქვიანი გამოქვაბულები, ქვიშიანი სანაპიროები, საუცხოოდ შემონახული შუასაუკუნეების ქალაქები, პატარა კუნძულები, მთები, ტყეები თუ კანიონები, უამრავ თავშესაქცევს გთავაზობთ. აღსანიშნავია აქაური სამზარეულოდ. ამიტომაც, თუ მდიდარი კულტურა, თავგადასავლები, დაუვიწყარი ხედები, მზე და ქვიშა გსურთ, ევროპის ამ ქვეყანას მიაშურეთ. შენი მეგზური აქ დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.

ეწვიეთ ქალაქ კოტორს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს

მონტენეგროს არცერთი ქალაქი არაა იმაზე შთამბეჭდავი, როგორც კოტორი. ეს ულამაზესად შემონახული შუასაუკუნეების ქალაქია, რომელიც ციხესიმაგრითაა გარშემორტყმული. კოტორს იუნესკოს სიაში შემავალი ძველი ქალაქის ცენტრი აქვს ვიწრო ხეივნებითა და ქუჩებით, ვენეციური სტილის სასახლეებით და ლამაზი პიაცებით.

დალაშქრეთ დარმიტორის ეროვნული პარკი

მონტენეგროს ცნობილი ეროვნული პარკი დარმიტორი ულამაზესი ადგილია, სადაც მოლაშქრეები რამდენიმე დღესაც ატარებენ. აქ მდებარეობს ტერას კანიონის, მონტენეგროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი. მთავარი სანახაობაა შავი ტბა.

ველური ცხოვრება და ლანდშაფტები სკადარის ტბაზე

ბალკანეთის უდიდესი ტბა მონტენეგროსა და ალბანეთის საზღვარზე მდებარეობს. აქ უნიკალური ფრინველთა სახეობები ბინადრობენ და მთელ სამხრეთ ევროპაში გამორჩეული ტენიანი ადგილია. შეუერთდით ადგილობრივ ნავის ტურებს ტბაზე და დააგემოვნეთ მონტენეგროს აღიარებული ღვინო.

ეწვიეთ მონასტერს კლდეში

ოსტროგი, მონტენეგროს ცნობილი მონასტერია. აქ 3 კილომეტრიანი გზით მოხვდებით ეკლესიის ქვედა ნაწილიდან. ოსტროგი დღემდე მოქმედი ტაძარია, ამიტომაც გაითვალისწინეთ დრესკოდი.

დაისვენეთ კოტორის სანაპირო ზოლზე

ადრიატიკის სანაპირო ზოლი მონტენეგროს გამორჩეული ნაწილია. კოტორი გარშემორტყმულია მთებით და ფიორდებით. საუკეთესო ხედებისთვის ეწვიეთ პერასტს, პატარა ზღვისპირა სოფელს. აქ ნავებით იმოძრავებთ.

მოინახულეთ სტარი ბარის ნანგრევები

ბარის თანამედროვე პორტიდან 4 კილომეტრში მდებარე ეს ნანგრევები მთა რუმიჯაზე მდებარეობს. გადმოხედავთ ხედებს უნიკალური ძველი ციხესიმაგრიდან და დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს აქ მდებარე რესტორნებში.

მონტენეგრო მეზობელ ხორვატიაზე დაბალი ფასებით გამოირჩევა. აქ სადილის ღირებულება დაახლოებით 12 ევროა, სალათის – 2€, პიცის კი 8€. ლუდის ფასი 2.5 ევროა, ყავის კი მხოლოდ 1. პოდგორიცადან კოტორში ავტობუსის ბილეთის ღირებულება 8 €-ა, კოტორიდან ტივატში 2.50€.