ტოსკანა იტალიური რენესანსის დაბადების ადგილია ფარული ვენახებით, ლამაზი მთებით, ანტიკური სოფლებით და გემრიელი საკვებით. გამოიკვლიეთ ტოსკანას არემარე, მისი ქვაფენილიანი ქუჩები, მიირთვით ჟელატო, ყველი და დალიეთ ადგილობრივი ღვინო. შენი მეგზური აქ საუკეთესო 5 დღეს დაგიგეგმავთ. ტურის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა ✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი

დღე 1 – ფლორენცია ან პიზა

დაიწყეთ ტოსკანას დათვალიერება ფლორენციით ან პიზათი, იმის მიხედვით ხართ თუ არა რომელიმეში ნამყოფი ან ამჯობინებთ თუ არა რომელიმეს. ფლორენცია პატარა ულამაზესი ქალაქია არაჩვეულებრივი არქიტექტურით, გემრიელი საკვებით და საოცარი კულტურით. იხილეთ მისი საკულტო კათედრალი და უძველესი ხიდი პონტე ვექიო. იქ ბევრი სამკაულის მაღაზიაც მდებარეობს.

პიზაც პატარა მაგრამ საოცარი ქალაქია. მოინახულეთ მისი ცნობილი “წაქცეული კოშკი”, კამპოსანტო და რომაული კათედრალი. ბორგო სტრეტო აქ საუკეთესო საშოპინგო ქუჩაა, სადაც ლამაზ ფოტოებსაც გადაიღებთ.

დღე 2 – სიენა

ეს მომხიბვლელი და ატმოსფერული ქალაქი მისი საფეხმავლო ქუჩებით და ფერადი სახლებით, ტოსკანაში აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქია. დაიწყეთ მისი დათვალიერება პიაცა დელ კამპოთი და მიადექით დუომო დი სიენას. ეს უნიკალური კათედრალი შავ-თეთრი მარმარილოთია აგებული და შიგნითაც ულამაზეს ფრესკებს წარმოგვიდგენს.

სან ჯიმინიანო

სიენას შემდეგ შეგიძლიათ მოასწროთ სან ჯიმინიანოც, პატარა შუასაუკუნოვანი სოფელი მაღალი კოშკებით. თუ მანქანას იქირავებთ, გაისეირნეთ ამ ისტორიული ქალაქის ქუჩებში.

დღე 3 – პიენზა ან მონტელპუჩიანო

ეს ქალაქები მთიანი დასახლებებია, ერთმანეთისგან 20 წუთის სავალ გზაზე. მონტელპუჩიანო უფრო დიდია და ბევრ საკვებ ობიექტს და ღვინის ტურს გთავაზობთ. პიენზა კი უფრო სარელაქსაციო, მშვიდი მიმართულებაა. პიენზა ცნობილია პეკორინოს ყველით და რენესანსის არქიტექტურით, რომლის გამოც იუნესკოს ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

მონტელპუჩიანოც შუასაუკუნეების დროინდელი სოფელია, სადაც აუცილებლად უნდა ახვიდეთ პიაცა გრანდეს საათის კოშკზე და დატკბეთ პანორამული ხედებით გარემოზე. გზად ფანტასტიკური მევენახეობები და მარნები შეგხვდებათ, სადაც იტალიურ ღვინოს იაფად დააგემოვნებთ.

დღე 4 –სატურნია და მონტემერანო

გაატარეთ მეოთხე დღე მშვენიერ ბუნებრივ წყაროებთან, იტალიის ულამაზეს სოფლებში. სატურნია ანტიკური სპა ქალაქია, სადაც შეძლებთ ღია ტერმულ წყლებში იცურაოთ. იქონიეთ წყალში ჩასაცმელი ფეხსაცმელებიც. აუზები ღიაა 24/7-ზე.

მონტემარანოც პატარა მომხიბვლელი ქალაქია, სადაც შეგიძლიათ საღამო გაატაროთ, სატურნიადან 15 წუთის სავალ გზაზე. გაისეირნეთ მის მშვიდ ქუჩებში, ანტიკურ ქვის შენობებთან და ყვავილოვან აივნებთან. შეგიძლიათ ამ სოფლების გზები ავტობუსებით მოიაროთ თუ მანქანას არ იქირავებთ.

დღე 5 – რომი

ტოსკანაში მოგზაურობა დაასრულეთ რომით. ორვიეტოს გზა, რომელიც რომამდე მიგიყვანთ, საოცარი სილამაზისაა. რომში მოინახულეთ მისი საკულტო ღირსშესანიშნაობები: კოლიზეუმი და პანთეონი. ჩაიფიქრეთ სურვილი ტრევის შადრევანთან!