ზღვა და კუნძულები

საუკეთესო სანაპიროები ინდოეთში

როდესაც მოგზაურები ინდოეთში ვიზიტს გეგმავენ, ფიქრობენ მუმბაის სამზარეულოზე, იოგას პრაქტიკებზე, ტაჯ მაჰალზე, ბოლივუდზე… მაგრამ ინდოეთს ტროპიკული სანაპირო ზოლიც აქვს მოწესრიგებული ნაპირებით საცურაოდ და კაიაკით სარგებლობისთვის. შენი მეგზური ინდოეთში სასურველ ტურს დაგიგეგმავთ.

პურის სანაპირო: პური, ოდიშა

ბოლო წლებში მოგზაურებმა აღმოაჩინეს, რომ პურის ოდიშაში ინდოეთის ყველაზე სუფთა სანაპიროები აქვს. აქ შეგიძლიათ დასხდეთ აქლემებსა და ცხენებზე, იცურაოთ და ადგილობრივი ტრადიციული საკვები დააგემოვნოთ. ყოველი წლის ნოემბერში აქ პურის სანაპირო ფესტივალი ტარდება, რომელზეც ტურისტები და ადგილობრივები ცეკვავენ და ტრადიციული სპორტით კავდებიან.

ჩოუპატის სანაპირო: მუმბაი, მაჰარაშთრა

Chowpatty Beach – აუცილებლად სანახავია ყველასთვის, ვინც მუმბაის ეწვევა, განსაკუთრებით ჰინდუს ფესტივალის დროს, როცა აქ ერთი დიდი დღესასწაულია. წყალში ცურვა აქ ნებადართული არაა, მაგრამ ბევრი ადამიანი მოდის სასეირნოდ და ერთმანეთთან სასაუბროდ.

ომის სანაპირო: გოკარნა, კარნატაკა

პატარა ქალაქი გოკარნა რამდენიმე სანაპიროს აერთიანებს, მაგრამ ომის სანაპირო ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ ნაკლები ხალხია და უფრო მოწყვეტილი ლოკაციაა. ნახავთ რამდენიმე ბუნგალოს და საკვებ ობიექტს. შეგიძლიათ შეუერთდეთ დელფინების დათვალიერების ტურს, სხვადასხვა წყლის აქტივობებს და ბორნებით გასეირნებას.

ვარკალას სანაპირო: ვარკალა, კერალა

პალმებით ჩამწკრივებულ კერალაში ვარკალას სანაპირო დაგხვდებათ, ინდოეთის ყველაზე სულიერი მიმართულება. ლეგენდის თანახმად, წყალში ერთი ჩაყვინთვა ადამიანს ცოდვებს ჩამორეცხავს. წითელი შეფერილობის კლდეებთან მდებარე სანაპირო ოქროფერი ქვიშით და სუფთა ლურჯი წყლით იდეალური ადგილია დასასვენებლად.

აგონდას სანაპირო: კანაკონა, გოა

ადგილობრივები გოაში სწორედ ამ სანაპიროს ასახელებენ საუკეთესოდ. აქ თვალს მოკრავთ დელფინებსაც. ადგილობრივი მენავეები ტურისტებს არაბული ზღვის ყურეს სიამოვნებით ათვალიერებინებენ.

რედჰანაგარის სანაპირო: ანდამანის კუნძულები

Radhanagar Beach – ეს ანდამანის კუნძულებზე ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა. აქ ნახავთ სუფთა ცისფერ წყალს და თეთრ ქვიშას. რედჰანაგარი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სანაპიროდ ითვლება. დაათვალიერეთ მწვანე ჯუნგლები და იხილეთ ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მზის ჩასვლა.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

იაპონიაიაპონია
იაპონია18 იან 2026

10 საუკეთესო ადგილი აზიაში გაზაფხულზე ვიზიტისთვის

სად წავიდეთ აზიაში გაზაფხულზე: კიუშუ, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა, უბუდი, ნეპალის დოლპო და სხვა მიმართულებები მარტის, აპრილისა და მაისის მიხედვით.

ინდოეთიინდოეთი
ინდოეთი18 იან 2026

ინდოეთში მდებარე ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

ლალბაგის ბოტანიკური ბაღი ბანგალორში: XVIII საუკუნის ისტორია, იშვიათი მცენარეები, შუშის ორანჟერეა და 3 მილიარდი წლის კლდე.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე