რა ვნახოთ

რას ნახავთ და გააკეთებთ გოაზე

ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე გოა ტროპიკული სამოთხეა: თეთრი ქვიშა, კრისტალივით სუფთა წყალი და პალმის ხეები მართლაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. გოა ცნობილია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობითაც. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

შაბათის ღამის ბაზრობა, არპორა

ეს ბაზრობა (Saturday Night Market, Arpora) იმ მოგზაურებისთვისაა, ვინც ფერად და ავთენტურ ნივთებს ეძებს. აქ დადიან როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. ბაზრობაზე გაეცნობით გოას ცოცხალ კულტურას. ის გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სუვენირებს, ღია ბარს, ლაივ მუსიკას და სხვადასხვა გემოვნების საკების დახლებს.

დაივინგი

“გოა დაივინგი” თავგადასავლების მოყვარულთა სკოლაა. ის ინდოეთის პირველი დაწესებულებაა, რომელიც სკუბა დაივინგის სპეციალურ სერთიფიკატებს გასცემს. აქ დაივინგის ენთუზიასტები მის ხელოვნებას გაეცნობიან. გოაზე მისი ულამაზესი სანაპიროების წყალობით წყლის აქტივობები ძალიან პოპულარულია. პროფესიული გამოცდილების მქონე Go Diving იდეალური ადგილია დამწყებთათვისაც და პროფესიონალებისთვისაც, რათა მაგიურ წყალქვეშა სამყაროს გაეცნოთ.

ქრისტეს ბაზილიკა

Basilica of Bom Jesus – წმ. იესოს ნიშნავს. ეს მშვენიერი ადგილია, რათა გაეცნოთ ბაროკოს არქიტექტურას და სპეციფიკურ დიზაინს მის დეტალებში. 400 წლოვანი ბაზილიკა იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია და რეგიონში უმნიშვნელოვანესი რელიგიური ადგილია.

მენეზეს ბრაგანზა პერეირას სახლი

გოა მხოლოდ სანაპიროები და წვეულებები არ არის. ამ არეალს მდიდარი კოლონიური ისტორია აქვს. ეს ულამაზესი სახლი (Menezes Braganza Pereira House) სწორედ პორტუგალიის მიერ გოას კოლონიზაციაზე გვიყვება. მისი ვინტაჟური სტილი კედლებშიც კია აღბეჭდილი. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა სახლი, რომელიც ინდოელებს არ ეკუთვნოდათ, ცარიელი დარჩა, მათ შორის პერეირა. დღეს აქ ანტიკური ავეჯი და ნივთები ინახება მთელი მსოფლიოდან.

მუზეუმი და თემატური პარკი “დიდი ფეხი”

Big Foot – ლოტოლიუს გულში მდებარეობს და საგანძურის მქონე სახლია სხვადასხვა ღირებული არტეფაქტებით და სკულპტურებით. ის გოას ეთნიკურ კულტურას და ტრადიციებს გვასწავლის. ადგილობრივ ხელოვანებს აქ საკუთარ ნამუშევრები აქვთ მოტანილი.

ბაგვანის დაცული ტერიტორია

Bhagwan Mahavir Wildlife Sanctuary – იდეალური ადგილია მათთვის, ვინც დასასვენებლად მშვიდ ადგილს ეძებს და ბუნებაში დროის გატარება სურს. ამ ეროვნულ პარკში იხილავთ სპილოებს, ირმებს, ბიზონებს და აშ. პარკი სამოთხეა ფრინველთა დამკვირვებლებისთვისაც. შეგიძლიათ დაიქირაოთ სპეციალური მანქანები პარკის დასათვალიერებლად.

ტროპიკული პლანტაციები

Tropical Spice Plantation – სტუმრებს ტროპიკულ ბუნებაში ეპატიჟება. 45 წუთიანი ტურის განმავლობაში შემოგთავაზებენ ცხელ, გემრიელ ლანჩს ბანანის ფოთლებზე. ეს უნიკალური, აუცილებლად სანახავი ადგილია გოას ბუნებით ტკბობისთვის.

ავიაციის მუზეუმი

ინდოეთში სულ 2 სამხედრო მუზეუმია, ერთი დელიში, მეორე კი გოაზე. The Naval Aviation Museum – ამაყად წარმოგვიდგენს ინდოეთის საჰაერო ძალების აღჭურვილობის ევოლუციას.

ნავის ტურები გოაზე

ნავით სეირნობა გოაზე ერთ-ერთი სასიამოვნო აქტივობაა. მოიწყვეთ რომანტიკული გასეირნება ან დაკავდით წყლის სპორტით. ტურებს რამდენიმე სააგენტო შემოგთავაზებთ. შეხვდით დელფინებს.

ულამაზესი სანაპიროები

სანაპიროები: Morjim, Ashwen, Calangute და Panaji ყველაზე ცნობილებია, თუმცა გოაზე უკაცრიელ სანაპიროებსაც მიაგნებთ განმარტოებისთვის. აქ აზიის გამორჩეულად ლამაზი სანაპიროები დაგხვდებათ – მშვიდი სამოთხეები ქოქოსის ხეებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

იაპონიაიაპონია
იაპონია18 იან 2026

10 საუკეთესო ადგილი აზიაში გაზაფხულზე ვიზიტისთვის

სად წავიდეთ აზიაში გაზაფხულზე: კიუშუ, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა, უბუდი, ნეპალის დოლპო და სხვა მიმართულებები მარტის, აპრილისა და მაისის მიხედვით.

ინდოეთიინდოეთი
ინდოეთი18 იან 2026

ინდოეთში მდებარე ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

ლალბაგის ბოტანიკური ბაღი ბანგალორში: XVIII საუკუნის ისტორია, იშვიათი მცენარეები, შუშის ორანჟერეა და 3 მილიარდი წლის კლდე.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე