მუმბაი კონტრასტების ქალაქია. ის ინდოეთის ყველაზე კოსმოპოლიტური დასახლებაა გემრიელი რესტორნებით, ელიტური სასტუმროებით, თანამედროვე ღირსშესანიშნაობებით და აშ. აქ ინდოეთის ავთენტურობა ბრწყინვალედ იგრძნობა. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ამ მშვენიერ ქალაქში ჩვენთან ერთად.

1. ეწვიეთ ინდოეთის კარიბჭეს

არაბეთის ზღვის სანაპიროებზე ამაყად მდგარი კარიბჭე მუმბაის პოპულარული და ძვირფასი ძეგლია. 26 მ. სიმაღლის თაღი, რომელიც სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს აერთიანებს, ნამდვილად მოგაქცევთ შთაბეჭდილების ქვეშ. მისგან 10 წუთის სავალზე მდებარეობს კოლაბას ბაზრობა, სადაც მუმბაიში ყველაზე იაფად იშოპინგებთ.

2. გადაიღეთ ფოტოები მუმბაის ტაჯ მაჰალის სასახლესთან

ინდოეთის კარიბჭესთან მუმბაის მორიგი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: ტაჯ მაჰალის სასახლე. ეს საუკუნოვანი სასტუმრო შთამბეჭდავი ექსტერიერით გამოირჩევა. აქ მუმბაიში ყველაზე ხშირად იღებენ ფოტოებს.

3. მოინახულეთ კანჰერის გამოქვაბულები

მართალია მუმბაი ერთი შეხედვით ძალიან თანამედროვე ჩანს, მაგრამ აქ ბევრი ანტიკური ძეგლია. გაატარეთ ერთი დღე განდის ეროვნულ პარკში, სადაც კანჰერის გამოქვაბულებს იხილავთ. ქვის ფორმაციები დაახლოებით 2000 წლისაა.

4. დაათვალიერეთ შივაჯი მაჰარაჯის მუზეუმი

ეს მუზეუმი მუმბაიში კიდევ ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია (Chhatrapati Shivaji Maharaj Vastu Sangrahalaya Museum). აქ ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების და ისტორიის არტეფაქტები ინახება, მათ შორის მინიატურული მხატვრობა, ჰიმალაური ხელოვნება, ანტიკური მონეტები, ხანჯლები და სხვა. ამ მუზეუმის სრული კოლექციის დასათვალიერებლად მთელი დღე დაგჭირდებათ.

5. მიმართეთ მედიტაციას ვიპასანაში

აღმოაჩინეთ მუმბაის მშვიდი მხარე Global Vipassana Pagoda-ში. ამ კოლოსალური 96 მ სიმაღლის შენობის გუმბათი სრულად ოქროთია დაფარული და მზის შუქზე ბზინავს. მის მასიურ დარბაზში ხანდახან ერთდროულად 8000 ადამიანი მედიტირებს.

6. ესწვიეთ განდის მუზეუმს

განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პიროვნებაა და ვერ ნახავთ ამ მუზეუმზე (Mani Bhavan Gandhi Museum) უკეთეს ადგილს მისი ისტორიის შესასწავლად. ტურისტები განდის სკულპტურასთან პატივს მიაგებენ ინდოელ გმირს, ათვალიერებენ ვინტაჟურ ფოტოებს, ადიან ცნობილ კიბეებზე და ნახულობენ ნახატებს განდის ცხოვრებიდან.

7. დააგემოვნეთ მუმბაის ცნობილი ქუჩის კვება

გურმანებო აქ ბევრი გემრიელი გამოცდილება გელით! მუმბაიში მთელ ინდოეთში გამორჩეული ქუჩის კვებაა. თუ ცხარე საკვები გიყვართ, თქვენთვის განსაკუთრებული შემოთავაზებებია. გასინჯეთ: chatt (ცხარე სნექი კარტოფილის დამპლინგებით და შემწვარი ნუდლსით). პოპულარული საკვების დახლები Churchgate-ის სადგურთან და ინდოეთის კარიბჭესთან მდებარეობს.

8. შეუერთდით ბოლივუდის ტურს

ბოლივუდი ინდოეთის უზარმაზარი კინო ინდუსტრიაა, რომელმაც ფესვები მუმბაიში 1930 წელს გაიდგა. სწორედ აქ გაიხსნა კინო სტუდია. შეგიძლიათ შეუჭყიტოთ სტუდიის კულისებში, გამოიკვლიოთ ისინი, გადაიღოთ ფოტოები ვარსკვლავებთან, იხილოთ ბოლივუდის ცეკვები და აშ.

9. ივაჭრეთ ქორის ბაზარში

Chor Bazaar – არის ადგილი სადაც ყველაფერს იპოვნით. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ქურდების ბაზარი” რადგანაც ლეგენდის თანახმად, მოპარული ოქრო საბოლოოდ ყოველთვის აქ იყიდებოდა. ტურისტებისთვის ეს ძალიან საინტერესო ადგილია იაფი საყიდლებისათვის. აღმოაჩინეთ ანტიკური საათები, წიგნები, ჭურჭელი, მობილურის აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ფეხსაცმელები, ჩანთები, ვინტაჟური კამერები, ავეჯი და აშ. აქვე იყიდება საუკეთესო ქაბაბებიც.

10. შეუერთდით ტურს ელეფანტას კუნძულზე

მუმბაიდან კიდევ ერთი პოპულარული ერთდღიანი ტურის დაგეგმვა შეგიძლიათ. Elephanta Island – იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. აქ ბუნებასთან შერწყმული ქვის საყდარი დაგხვდებათ, არქეოლოგიური საოცრება. კუნძულზე ბორნები ყოველ 30 წუთში ინდოეთის კარიბჭიდან დადიან და დაახლოებით 1 სთ სჭირდებათ.

11. გაგრილდით აკვაპარკში

მუმბაიში ზაფხულობით საკმაოდ ცხელა და გაგრილებისთვის ქალაქის ამ პოპულარულ პარკს (Water Kingdom) უნდა ეწვიოთ. ეს აზიის უდიდესი წყლის პარკია 70 ატრაქციონით, სასრიალოებით, აუზებით და საცეკვაო ზონით. 100 მეტრიანი ტალღის აუზი (“Wetlantic”) მსოფლიოში უდიდესიც კია.

12. აღნიშნეთ ფესტივალი წმ. მარიამის ბაზილიკასთან

თუ მუმბაის სექტემბერში ეწვევით, გაგიმართლათ! Mount Mary Basilica მარიამის დაბადების დღის თარიღს დღესასწაულად აქცევს და ყოველწლიურად ფესტივალს მართავს. Bandra Fair 1 კვირა გრძელდება და კარნავალებით ბევრ ტურისტს იზიდავს. ეკლესიის გარშემო ქუჩები ივსება მაღაზიის დახლებით სადაც ულამაზეს ნივთებს და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს აღმოაჩენთ. თუ აქ სხვა დროს ჩახვალთ, მაინც ინახულეთ ულამაზესი ლათინური ეკლესია და მისი ლეგენდარული ქანდაკებები.