ტბებზე გადმოწვენილი მწვანე პალმებით, ქვიშიანი სანაპიროებით, ტროპიკული ატმოსფეროთი და 600 კმ-იანი სანაპირო ზოლით დამშვენებული კერალა ინდოეთის მაგიური, სამხრეთ მიმართულებაა. აქ ბევრი წყლის არხი, ტბა და მდინარეა. ამ რეგიონს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რაც ინდოეთის სხვა ნაწილებისგან გამორჩევს. შენი მეგზური ტურს სიამოვნებით დაგიგეგმავთ.
როდის უნდა წახვიდეთ კერალაში? აქ მთავარი ტურისტული სეზონი ნოემბრიდან აპრილამდეა, როცა ამინდი ტროპიკული თუმცა სასიამოვნოა. უფრო ძვირი და დატვირთულია დეკმებერი-თებერვლის მონაკვეთი.
რა დრო უნდა გაატაროთ კერალაში? შესაძლოა თვეობით იმოგზაუროთ კერალაში, მაგრამ მაინც აღმოაჩინოთ ახალი კუთხეები. კოჩი (Kochi) და ვარკალა (Varkala) იდეალურია მცირეხნიანი გაქცევისთვის, მოწესრიგებული ტრანსპორტით, შესანიშნავი საკვებით და კარგი დასარჩენებით. კერალას სილამაზეში ჩასაძირად საუკეთესო ვარიანტია 2 კვირა.
რა უნდა გააკეთოთ კერალაში
აუცილებელია აქ მოხვედრისას და მოგზაურობისას იქირაოთ კაიაკი ან კანოე და გაიაროთ არხებს შორის, ეწვიოთ განმარტოებულ სოფლებს.
Kochi კერალას კულტურული დედაქალაქია, სამხრეთ ინდოეთის ცოცხალი ქალაქი. ის პორტუგალიელების მიერ იყო კოლონიზებული მე-16 საუკუნეში და შემდეგ ინდოეთის კრეატიულ ჰაბად ჩამოყალიბდა. გამოიკვლიეთ მისი ისტორიული უბანი – Leafy Fort Kochi ფეხით ან ველოსიპედით. აქ ბევრი კაფე, კრეატიული გალერეა და ფერადი სასტუმროა.
აღმოჩინეთ ველური სიცოცხლე მისტიკურ ადგილას – Western Ghats. ამ სიმწვანეში მდიდარი ფლორა ფაუნა დაგხვდებათ. დალაშქრავთ რეგიონის საუცხოო სუნელების და ჩაის პლანტაციებს.
კერალაში რამდენიმე სანაპირო ქალაქია, სადაც სერფინგის შესწავლასაც შეძლებთ. დაისვენეთ ქვიშიან სანაპიროებზე ვერკალაში წითელი კლდეების ქვეშ. ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო სანაპიროა მალაბარი (Malabar), სადაც ოქრსოფერი ქვიშა, უამრავი პალმა და გემრიელი საკვებია.
მანქანის დაქირავება თავისი მძღოლით აქ დღეში 36$ ჯდება. ყავის ღირებულებაა 12 ცენტი. კანოეს თუ კაიაკის ტური კი 12 $ ღირს.