ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოგზაურებს ბუდაპეშტი უყვართ, არის ის, რომ უნგრეთის დედაქალაქი ბიუჯეტური მიმართულებაა. მართალია, დროთა განმავლობაში ის უფრო ძვირადღირებული გახდა, მაგრამ ევროპის სხვა დედაქალაქებზე მაინც უფრო იაფია.
ბუდაპეშტის მთავარ აეროპორტში ბიუჯეტური ავიახაზები დაფრინავენ
სხვა ევროპის დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, სადაც ბიუჯეტური აეროპორტები ქალაქისგან მოშორებითაა განთავსებული, ბუდაპეშტს მხოლოდ ერთი აეროპორტი აქვს და ისიც ბიუჯეტური. დაფრინავს Wizz Air-იც.
გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აეროპორტიდან ბუდაპეშტის ცენტრამდე
მართალია ბუდაპეშტის აეროპორტი ტექნიკურად ქალაქშია, მაგრამ ცენტრამდე მაინც ტრანსპორტი გჭირდებათ. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფია, ამიტომაც მიანიჭეთ უპირატესობა მას. ავტობუსი 100E ქალაქამდე 3 დოლარის ღირებულების ბილეთით ჩაგიყვანთ (900 უნგრული ფორინტი). Deák Ferenc tér-იდან, სადაც ავტობუსი მიდის, მეტროს ოთხივე ხაზი ბუდაპეშტის ნებისმიერ ლოკაციაზე მიგიყვანთ.
ბუდაპეშტის ცენტრში ბევრი ჰოსტელია
ბუდაპეშტში უამრავი კარგი ჰოსტელი მდებარეობს, რომლებიც გთავაზობენ იაფ კერძო ოთახებსაც ქალაქის გულში.
ისარგებლეთ კრუიზით დანუბეზე
თუ ბუდაპეშტში ზაფხულში მოგზაურობთ, აცუილებლად გაცურეთ დანუბეზე. ბუდას ციხესიმაგრე, უნგრეთის პარლამენტი და ულამაზესი ხიდები – წყლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავად მოსჩანან. ყველაზე ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა საზოგადოებრივ ტრანსპორტად ჩათვლილი ნავები – BKK. მათზე მოგზაურობა 2 $ (750 უნგრული ფორინტი) ჯდება. მათ საიტზე იხილავთ გასვლის დროებს.
დარჩით ადგილობრივებთან: ქაუჩსერფინგი და მსგავსი პლატფორმები
იმისათვის, რომ გქონდეთ ნაკლებად ძვირი და უფრო კულტურის გაცნობის გამოცდილება, სასტუმროებს ადგილობრივების სახლები ამჯობინეთ. მონახეთ ოთახის გაქირავება ადგილობრივების მიერ Airbnb-ზე, Homestay.com-ზე და Booking.com-ზე. Couch surfing-იც მშვენიერი იდეაა.
დაივიწყეთ ავტობუსის ტური: დაათვალიერეთ ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტით
თანხის დაზოგვის მიზენინთ, დაივიწყეთ ავტობუსის ტურისტული ტურები. უბრალოდ იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ტრამვაის მეორე ხაზი ქალაქის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მდინარე დანუბეს მიუყვება და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. გზაში ბუდაპეშტის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ. თუ ბუდასკენ გსურთ მგზავრობა გაყევით 19 ან 41 ნომერ ტრამვაებს. შეგიძლიათ გაყვეთ 105 ნომერ ავტობუსს და დაათვალიეროთ იუნესკოს სიაში შესული ანდრესის ბულვარი. ავტობუსის ერთი გზის ბილეთი 1 დოლარი ღირს (350 უნგრული ფორინტი).
აირჩიეთ ნაკლებად ტურისტული თერმული აბანოები
ბუდაპეშტი ცნობილია მისი ისტორიული თერმული აბანოებით, თუმცა არაა საჭირო, რომ იქ 20 $ დახარჯოთ. დანდარის აბანოები ნაკლებად დატვირთული და იაფია – აქ ვიზიტი 10$ (2800 უნგრული ფორენტი) ჯდება. თუმცა შეგიძლიათ პოპულარულ აბაზანებსაც ეწვიოთ ბიუჯეტურად. მაგალითად, Lukács Baths-ს 5 საათის შემდეგ, როდესაც ბილეთი 2600 უნგრული ფორენტი ღირს 3500-ის ნაცვლად.
მიირთვით ლანჩი ადგილობრივ ბაზრობებზე ან შეუკვეთეთ ყოველდღიური მენიუ რესტორნებში
თუ ბიუჯეტურად კვება გსურთ, ბაზრობის დახლებს მიაკითხეთ, ერთ-ერთი მათგანია – Nagycsarnok. თუ საჭმლის გაკეთება თავად გსურთ ან პიკინიკისთვის საგზლის გაყოლება, ამ დახლებზე ინგრედიენტებსაც იაფად შეიძენთ. თუ მაინც რესტორანს ამჯობინებთ, მაშინ მოიძიეთ ლანჩის მენიუები, რომლებიც ეკონომიურადაა შედგენილი.
აიღეთ ბუდაპეშტის ბარათი რათა დაზოგოთ ფული ტრანსპორტში და მუზეუმებში
თუ აპირებთ, რომ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეწვიოთ ქალაქის მთავარ ღირსშენიშნაობებს, როგორებიცაა უნგრული ეროვნული მუზეუმი, ლუდვიგის მუზეუმი, მემენტოს პარკი და სახვითი ხელოვნების მუზეუმი, შეიძინეთ ბუდაპეშტის ბარათი. ის მოიცავს უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 20 მუზეუმში უფასოდ შესვლას, Lukács-ის აბაზანებით სარგებლობას, გამოქვაბულის ტურს და ფასდაკლებებს რესტორნებში. 24 საათიანი ბარათი 25$ ღირს, 48 საათიანი 37$, ხოლო 72 საათიანი – 49$. დაითვალეთ თქვენი სამოგზაურო გეგმების ხარჯები და შეადარეთ ბარათის ღირებულებას.
ეწვიეთ ბუდაპეშტს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე
ამ ქალაქში ყველაზე ლამაზი სეზონები და ყველაზე იაფიც, გაზაფხული და შემოდგომაა. ხილის ხეები ყვავიან და ბუდაპეშტს ალამაზებენ. თუ ბიუჯეტური მოგზაურობა გსურთ, ნუ დაგეგმავთ მას ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში.
ევროპელი სტუდენტებისთვის ბუდაპეშტში ფასდაკლებები მოქმედებს
ევროპის ეკონომიურ არეალში მცხოვრები მოქალაქეები პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ, გარკვეულ ფასდაკლებებს იღებენ.