ალბანეთის რივიერა, ევროპის გამორჩეულად ლამაზი ადგილია: მისი სუფთა სანაპიროებით, ანტიკური დასახლებებით და გასაოცარი ხედებით, ეს რეგიონი ბალკანეთის ნამდვილი მარგალიტია. ჩვენ გეტყვით თუ რატომ უნდა აირჩიოთ დასასვენებლად ალბანეთის სანაპირო ზოლი:
-
სუნთქვის შემკვრელი პანორამები
ალბანეთის სანაპირო ზოლი მთებით, ტრადიციული სოფლებით, ოქროსფერი ქვიშით და კრისტალივით სუფთა წყლით, ვიზიტორებს საოცნებო მიწაზე ამოგზაურებს. რივიერაზე ხედებით რომ საუკეთესოდ დატკბეთ, აქ რომელიმე მთიანი სოფლიდან მზის ჩასვლას უნდა უყუროთ.

-
სუფთა სანაპიროები
თუ ზაფხულის არდადეგების გატარება სრულ რელაქსაციაში გსურთ, ზეთისხილის ხეებით და კრისტალივით სუფთა წყლით გარშემორტყმულებს, ალბანეთის რივიერა თქვენთვის იდეალური ადგილია. აქ სეზონის პიკშიც კი არაა ხალხმრავლობა და ქაოსი. ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროებს გვთავაზობს და ამასთან, მეზობელ ქვეყნებთან, იტალიასთან, მონტენეგროსთან, საბერძნეთთან და ხორვატიასთან შედარებით, ნახევარ ფასში!

-
გემრიელი სამზარეულო
კიდევ ერთი მიზეზი, რომ ალბანეთს ესტუმროთ, მათი სამზარეულოა. ალბანური კერძები გემოებით გაჯერებული და მრავალფეროვანია. აქ გემრიელ თევზის, ცხვრის და ვეგეტარიანულ კერძებს დააგემოვნებთ. აღსანიშნავია, რომ ძალიან იაფად.
-
საყვარელი სოფლები
ალბანეთის რივიერის სანაპირო სოფლები შეიძლება არაა ისეთივე ცნობილი, როგორც იტალიური სოფლები ან ბერძნული ქალაქები, მაგრამ უნიკალური შარმი ნამდვილად აქვთ. ლოგარის მთიდან (Llogara) ქსამილის სანაპირომდე (Ksamil) უამრავ ლამაზ სოფელს აღმოაჩენთ. აქ ქვაფენილიანი ქუჩები, ყვავილებით მორთული აივნები, პატარა ტაძრები და ფერადი შენობებია დეკორატიული კარებებით.

-
მდიდრული სასტუმროები დაბალ ფასში
ალბანეთი გვთავაზობს მაქსიმალურად კომფორტული დასვენება იაფად გავატაროთ. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, აქაური რესტორნები ძვირადღირებული სულაც არაა.
-
ანტიკური ისტორია
ულამაზესი სანაპიროების და ცოცხალი ღამის ცხოვრების მიღმა, ალბანეთს ანტიკური და გასაოცარი ისტორია აქვს. მთელი რივიერის გასწვრივ აღმოაჩენთ ეკლესია-მონასტრებს, უძველესი ციხესიმაგრეების ნანგრევებს, არქეოლოგიურ ნაშთებს და აშ.

საუკეთესო სანაპიროები ალბანეთში
- Drymades – დრიმადების სანაპირო ადრიატიკის ზღვისკენ, სამხრეთ იტალიისკენ იყურება. აქ საოცარი სიმშვიდეა შუა ზაფხულში კი.
- Dhërmi – დრიმადების სიახლოვეს ნახავთ დერმისაც, ალბანეთის ცნობილ სანაპიროს ქვეყნის გავრცელებული პოსტერებიდან. ეს სანაპირო ალბანეთის რივიერაზე ყველაზე გრძელია.

- Himara – ეს ალბანეთის ყველაზე ტროპიკული სანაპიროა.
- Borsh – ალბანეთის უსაყვარლესი სოფელი იონიის ზღვის ულამაზეს სანაპიროს ერწყმის.

- Saranda – ეს სანაპირო ქალაქი კი ალბანეთის რივიერას არაოფიციალური დედაქალაქია. ეს საზღვაო კურორტი ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია, რადგანაც საბერძნეთის საზღვართან და კუნძულ კორფუსთან ახლოსაა.
- Vlora – ვლორა იონიის და ადრიატიკის ზღვის შეერთებასთან მდებარეობს. ის ისტორიული ქალაქია, რომლის სანაპიროებიც თითქოს ხელშეუხებელია.

- Ksamil – ამ სანაპიროს “იონიის მარგალიტს” უწოდებენ. მის სამ პატარა კუნძულზე ნავით შეგიძლიათ მოხვედრა ან გადაცურვა კიდეც.
- Gjipe – ეს პატარა სამოთხე მთებს შორისაა მოქცეული და აქ ჩამოსულ ტურისტებს უფრო დიდი ხნით ტოვებს, ვიდრე აპირებდნენ.

- Pogradec – სანაპირო ქალაქთან ერთად, აქ ევროპის უძველესი და ულამაზესი ტბა ოჰრიდიც დაგხვდებათ, რომელსაც ორი ქვეყანა: ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია იყოფენ.
- Llamani – მთებს შორის მოქცეული ეს სანაპიროც ულამაზესი ფორმისაა. წყალი სარკესავით კამკამაა და საკუთარი პირსახოცის დასაფენად ადგილიც სულ მოიძებნება.











