მწვანე ტყეებით, დრამატული მთებით და გასაოცარი ოქროს ქვიშებით, მონტენეგრო ევროპის ფარული მარგალიტია. აქ გასაოცარი ბუნება და ულამაზესი ქვიშის სანაპიროებია, ერთ-ერთი საუკეთესო ბალკანეთის რეგიონში.
სვეტი სტეფანი/Sveti Stefan
მე-15 საუკუნის ეს სოფელი გლამურული დასასვენებელი მიმართულება გახდა მას შემდეგ, რაც ის მერილინ მონრომ აირჩია. პაწაწინა კუნძული სვეტი სტეფანი საკურორტო სასტუმროებს აერთიანებს. საჯარო სანაპირო ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და შენობებს უერთდება.

მურიჩის სანაპირო, სკადარის ტბა/Murići Beach, Lake Skadar
სკადარის ტბა ალბანეთის და მონტენეგროს საზღვარზე მდებარეობს. 2011 წელს მან მიიღო ნომინაცია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლმა. ის დისტანცირებულია პოპულარული ტურისტული მიმართულებებისგან და საოცარი ტბის მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა.

პეტროვაჩის სანაპირო/Petrovac Beach
ბუდვას რივიერაზე მდებარე პეტროვაჩი სუფთა წყალს და ძველი ქალაქის შარმს აერთიანებს. ეს სანაპირო უყვართ როგორც ტურისტებს ასევე ადგილობრივებს. ოქროს ქვიშებზე ბევრი კაფე-რესტორანია და ზაფხულში ცხოვრება ყვავის. ცოცხალია ღამის გართობაც.

დობრეჩის სანაპირო/Dobrec Beach
აქ მხოლოდ ნავით შეძლებთ მოხვედრას. ის ვიზიტორებს იზიდავს როგორც მშვიდი სამოთხე. აქ დაგხვდებათ კრისტალივით სუფთა წყალი და ულამაზესი სანაპირო კომფორტული ჰამაკებით. სანაპიროს ბარებში თევზის კერძებს ამზადებენ.

ჯაზის სანაპირო/Jaz Beach
მონტენეგროს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ცოცხალი სანაპირო – მუსიკის და აქტივობების ჰაბია. ყოველ ზაფხულს აქ ტარდება ცეკვის და მუსიკის ფესტივალები. სანაპირო სუფთაა, კაფე-რესტორნებით. ის მოეწონებათ წყლის სპორტის მოყვარულებსაც.

ლუჩიჩის სანაპირო/Lucice Beach
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ვიზიტორს იზიდავს, ის მაინც თითქოს ხელშეუხებელი სანაპიროა, მყუდრო და ტყეებში ჩაფლული. აქ სანაპიროს გარშემო კვიპაროსები, ზეთისხილის ხეები და ფიჭვებია დარგული.

მალა პლაზას სანაპირო/Mala Plaža Beach
აქ ანტიკური საზღვაო პორტი მდებარეობს, რომელიც ბრინჯაოს ხანიდან ფუნქციონირებს. თეთრ ქვიშიანი ნაპირი რომელიც მონტენეგროს კიდევ ერთ უნიკალური ქალაქ ულცინჯთან მდებარეობს, მშვენიერია რუჯის მისაღებად და საცურაოდ. თან, ქალაქსაც დაათვალიერებთ.

ბეჩიჩის სანაპირო/Bečići Beach
ეს კიდევ ერთი მშვიდი სანაპიროა მონტენეგროს წყლის პირას. ბეჩიჩი გარშემორტყმულია გამოქვაბულებით, მთებით და კრისტალივით ლურჯი წყლით. აქ ბევრი წყლის სპორტის საშუალებაა და ბულვარი, სადაც გემრიელ ნაყინებს დააგემოვნებთ.

მოგრენის სანაპირო/Mogren Beach
ეს ოქროსქვიშიანი სანაპირო კი ორ მთას შორის მდებარეობს. თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ მთა და გამოქვაბულიც დალაშქრონ. 150 მეტრში მდებარეობს ქალაქი ბუდვა საინტერესო არქიტექტურით და ბევრი ბარ-რესტორნით და სასიამოვნო ადგილია სარელაქსაციოდ.

პლავი ჰორიზონტის სანაპირო/Plavi Horizonti Beach
ლუსტიჩას ნახევარკუნძულზე მდებარე პლავი ლურჯი დროშით მონიშნული სანაპიროა მისი სუფთა წყლის დამსახურებით. აქ უამრავი სახეობის თევზი და მდიდარი ზღვის სამყაროა. ბუნების მოყვარულებისთვის პლავი ჰორიზონტი მონტენეგროს ფავორიტი სანაპიროა.











