ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გაშენებული ტრადიციული ბერძნული სახლები ამ ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად აქცევს. თუ თქვენთვის საუკეთესო დასვენება სანაპიროზე ყოფნასთან ასოცირდება, საბერძნეთში ამ საოცარ პატარა ქალაქებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
მოლივოსი, ლესბოსი/Molyvos, Lesbos
მოლივოსი ლესბოსის დედაქალაქია. ის ტურისტული ჰაბია, თუმცა ეს ფაქტი მას უნიკალურ სილამაზეს ნამდვილად არ ართმევს. მთაზე გაშენებული ქვის სახლები წყალში მდგარ ფერად ნავებს გადმოჰყურებენ. ადით ბიზანტიურ კოშკზე ლანჩის შემდეგ და დატკბით თვალწარმტაცი ხედებით. საღამოს კი ესტუმრეთ სანაპირო ბარს გემრიელი კოქტეილებისთვის.
პრევეზა, ეპირუსი/Preveza, Epirus
უძველესი უბანი პრევეზაში ათასობით ფოტოს ღირსია. მას ლამაზი კაფეები, წყნარი ტავერნები, რიყის ქვებიანი ქუჩები და 22 კილომეტრიანი სანაპირო გამოარჩევს. პრევეზა შორსაა კომერციული სანაპირო ქალაქებიდან. აქ ანტიკური ნიკოპოლოსის ნანგრევებს აღმოაჩენთ, რომელიც ერთ დროს ბერძნული ცივილიზაციის გული იყო. ასევე, შეგიძლიათ დელფინებიც იხილოთ.
სიმი, სიმი/Symi, Symi
ეს კუნძული პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებში, რაც მისი მთავარი ქალაქის, სიმის ავთენტური შარმის დამსახურებაა. ოდესღაც ის გემთმშენებლობის ცენტრი იყო. ჰომეროსის ილიადაში მისტიკურ მეფეს სიმი ეწოდება, რადგანაც ის სამ გემს მართავდა ტროას ომის დროს. დღეს აქ კამკამა წყლის სიახლოვეს, წვრილ ქუჩებზე მდგარი ფერადი ნეოკლასიკური სახლები დაგხვდებათ. აუცილებლად ადით მთაზეც.
აგიოს ნიკოლაოსი, კრეტა/Agios Nikolaos, Crete
კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროზე ეს ულამაზესი ქალაქი დაგხვდებათ. ის ჰერაკლიონზე პატარაა, თუმცა საოცარი შარმი აქვს. სამ მხარეს წყლით გარშემორტყმული აგიოსი ნამდვილი სანაპირო ქალაქია, ბარებითა და რესტორნებით. მის ცენტრში ვულისმენის ტბა მდებარეობს, რომელსაც უძიროს უწოდებენ. ესტუმრეთ სპინალონგას კუნძულს.
მიკონოსი, მიკონოსი/Mykonos, Mykonos
მიკონოსს წვეულების ადგილად იცნობენ, მისი ღამის ბარებისა და კლუბების დამსახურებით. შეაფასეთ ბერძნული არქიტექტურა ტრანსპორტისგან დაცლილ ხეივნებში, ცნობილი ქარის წისქვილების გვერდით. ეწვიეთ „პატარა ვენეციას“, სადაც თეთრი სახლები თითქოს წყალში ტივტივებენ.
ნაქსოსი, ნაქსოსი/Naxos, Naxos
ცნობილი მეზობლების, მიკონოსის და სანტორინის გვერდით, ეს ნაკლებად ტურისტული ადგილი მდებარეობს. ნაქსოსი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია. ქალაქ ნაქსოსს, დიდი ნავსადგურით, შთამბეჭდავი ვენეციური ციხესიმაგრე იცავს. სახლებს თეთრი კედლები და ცისფერი კარებები აქვთ და მათ სიახლოვეს მუდამ სიცარიელეა. ქალაქი ქვაფენილიანი გზით პალატიას კუნძულს უკავშირდება, სადაც აპოლოს ტაძარს და პორტარას იხილავთ, კუნძულის სავიზიტო ბარათებს.
გალაქსიდი, ცენტრალური საბერძნეთი/Galaxidi
გალაქსიდი ერთ დროს დატვირთულ პორტს მასპინძლობდა. ახლა ის ცნობილი მიმართულებაა იახტით სეირნობის მოყვარულთათვის. ცენტრალურ საბერძნეთში ეს პატარა სანაპირო ქალაქი ფერადი ქუჩების, მყუდრო კაფეების და ტავერნების ერთობლიობაა. შეისწავლეთ მისი ისტორია გალაქსიდის საზღვაო მუზეუმში. ყოველი წლის თებერვალში საკარნავალო სეზონის ბოლოს, ადგილობრივები და ტურისტები ფერადი ფქვილით „შერკინებებს“ აწყობენ.
კარდამილი, მანი/Kardamyli, Mani
ყურესა და მთას შორის, ღია ცისფერი ხმელთაშუა ზღვა კონტრასტულად ერწყმის მუქ მწვანე ტყეს. ქალაქის ზედა ნაწილი, რომელსაც ძველ კარდამილის უწოდებენ, ყველაზე ფოტოგენურია. აქ ქვის სახლები, შუასაუკუნეების კოშკები და აფიოს სპირიდონის მომხიბვლელი ტაძარია. ლაშქრობის მოყვარულებმა ვიროსისკენ უნდა გაწიონ.
პარიკია, პაროსი/Parikia, Paros
კუნძულ პაროსის უდიდესი ქალაქი, სანტორინის გზაზე მდებარეობს. გირჩევთ ამ ქალაქში დრო აუცილებლად გაატაროთ. ლამაზი ბუტიკები, ყავის მაღაზიები და ტრადიციული რესტორნები – ეს პარიკიაა. გარწმუნებთ, რომ აქ სეირნობის დროს ფოტოს გადასაღებად ხშირად შეჩერდებით. ადვილია როგორც ფეხით მოსავლელად, ასევე ველოსიპედითაც.
ნაფპაკტოსი, ცენტრალური საბერძნეთი/Nafpaktos
კორინთულ ყურეში, ნაფპაკტოსი უცხოელი ვიზიტორებისთვის შედარებით უცნობი ადგილია, მაგრამ ადგილობრივები მას ქვეყნის ულამაზეს სანაპირო ქალაქად ახასიათებენ. მთებისა და ზღვის კომბინაცია აქ დაუვიწყარი არდადეგების გატარებას გპირდებათ. ქალაქმა ტრადიციული იერსახე საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ბრძოლების ეპიცენტრად იქცეოდა. ადით ციხესიმაგრეზე და გადმოხედეთ ყურეს, მოინახულეთ ნეოკლასიკური შენობები და ახლომდებარე სანაპიროები.