ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც უნდა იმოგზაუროთ ალბანეთში, მისი საკვებია. ალბანური გასტრონომია არაჩვეულებრივი, ჯანსაღი და გემრიელია. აქ კარგად მიირთმევთ მდიდრულ რესტორნებშიც და ქუჩის დახლებზეც.ჩვენ აუცილებლად გასასინჯ კერძებს გირჩევთ.
ბირეკი/Byrek
ალბანეთის და ზოგადად ბალკანეთის ეს ყველაზე ცნობილი კერძი, გემრიელი მარილიანი ღვეზელია გულსართით. მას ქვეყნის მასშტაბით ყველგან აღმოაჩენთ, სხვადასხვა ზომებსა და ფორმებში. ყველაზე ცნობილი ვერსიაა ისპანახით, მაგრამ საცხობებსა თუ ბარებში შეხვდებით ყველით ან ხორცით ამოვსებულ ბირეკებსაც.

Fërgesë verore me speca dhe domate
ფერგესე ერთ-ერთი უგემრიელესი და საუკეთესო ალბანური კერძია წიწაკით, პომიდვრით და ყველით. მას ტირანაში და მის გარშემო არეალებში აღმოჩენთ, რადგანაც ალბანეთის ცენტრალური რეგიონის ტიპური კერძია. ჯანსაღ ინგრედიენტებს კრემისებრ ფორმაში ამზადებენ და პურს აყოლებენ.

Tavë Kosi
ალბანეთის კიდევ ერთი ტრადიციული კერძია ტავე კოსი, რომელიც ადგილობრივებს ძალიან უყვართ. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააგემოვნებთ, როგორც მთაში, ასევე სანაპირო ქალაქებში. ეს გემრიელი კერძი მზადდება ცხვრის ხორცისგან, კვერცხისგან და იოგურტისგან.

Speça me gjize
ეს ფერადი და გემრიელი კერძი ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და წითელი წიწაკისგან მზადდება და ივსება ბრინჯით, ყველით და სუნელებით. მას ღუმელში აცხობენ და მშვენიერი ვეგეტარიანული კერძია.

ბაქლავა
ბაქლავა როგორც თურქული, ასევე ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვარსკვლავია. ალბანეთში მას ყველგან ნახავთ სხვადასხვა ზომასა და ფორმაში. ტიპური ალბანური ბაქლავა მზადდება თხილისგან, მაგრამ საცხობებში ნახავთ ფისტას ვერსიებსაც.

Trilece
ალბანეთის მორიგი ცნობილი დესერტია ტრილესი. ეს სიტყვა ესპანური წარმოშობისაა და ნიშნავს “სამი რძისგან დამზადებული ნამცხვარი”. მას ჩვეულებრივი რძისგან, კრემისგან და კონცენტრირებული რძისგან ამზადებენ.

Qofte
ქოფთე გრილზე მომზადებული ხორცის ბურთულებია, რომელიც ალბანეთში საკმაოდ პოპულარულია. მას სეზონური საკმაზებით, პიტნით და ხახვით აზავებენ.

ხორცი გრილზე
ალბანეთში გრილზე მომზადებულ ხორცს ზგარას უწოდებენ და მას შეუკვეთავთ სანაპირო რესტორნებშიც კი, არათუ მხოლოდ ტიპურ გრილის სახლებში. მიირთვით სალათასთან და ლუდთან ერთად.

Perime ne Zgare
ბოსტნეული გრილზეც ძალიან პოპულარულია მთელს ალბანეთში. ბადრიჯანი, ზუკინი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი და სხვა აპეტაიზერები მთავარ კერძებს აფორმებენ.

თევზეული
ზღვისპირა ალბანეთი ცნობილია ზღვის პროდუქტებით და თევზეულის კერძებით. სანაპიროებზეც და ქალაქებშიც მიირთმევთ ახალ უგემრიელეს თევზს საკამოდ ბიუჯეტურ ფასებში.











