ღამის ცხოვრების მოყვარულები შესაძლოა ბერლინს და ნიუ-იორკს ამჯობინებდნენ განვითარებული კლუბური სცენის გამო. ლონდონში პაბებში დასასხდომად და მაღალი დონის სპექტაკლებზე დასასწრებად მიდიან. პარიზი კი ღამის მრავალფეროვნებაში ტრიუმფატორია. პარიზული ღამეები შეგიძლიათ გაატაროთ კანკანის ცეკვაში, მოდურ კლუბში და მსგავს კლიშე ადგილებში, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქი გაცილებით მეტს გვთავაზობს გასართობად.
უყურეთ განათებული ეიფელის კოშკის ღამის შოუს
ეიფელის კოშკი ღამით განსხვავებულად ცოცხლდება და განათებების თამაშის გასაოცარ შოუს გვთავაზობს. ყოველ შუაღამეს დასხედით და დააკვირდით მის სიბრჭყვიალეს. ხანდახან ჩანს ფეირვერკებიც. საუკეთესო ხედისთვის წადით ტროკადეროში, აიღეთ კრუიზის ტური სენაზე ან ადით მონპარნასის კოშკზე.

გაისეირნეთ პარიზის ღირსშესანიშნაობების ირგვლივ მთვარის შუქზე
თუ გინახავთ “შუაღამე პარიზში”, ალბათ აქ ღამით ქუჩებში სეირნობის იდეით ნამდვილად მოიხიბლებოდით. სენის სანაპირო იდეალური ადგილია თბილ თვეებში ღამით სასეირნოდ, განსაკუთრებით ცნობილი ხიდების სიახლოვეს. ასევე, სცადეთ მარეს გამზირზე (Le Marais) სეირნობა, ვიწრო შუასაუკუნეების დროინდელ ხეივნებში.
იცეკვეთ ტანგო მდინარესთან
ზაფხულში, ყოველ პარასკევ საღამოს 7 საათიდან ტანგოს ენთუზიასტები იკრიბებიან და მდინარესთან მდებარე პატარა ამფითეატრებში დაღლამდე ცეკვავენ. არგენტინული მუსიკის წყალობით, მდინარის ნაპირი განსხვავებულად ცოცხლდება. პროფესიონალი მოცეკვავეები მოყვარულებს უერთდებიან. უფასო გაკვეთილების მიღება შეგიძლიათ ტინო როსის მოედანზე, სან ბერნარის ქუჩაზე და მეხუთე რაიონში. თუ უბრალოდ ყურება გსურთ, ჩამოჯექით და გახსენით 1 ბოთლი ღვინო. ენერგია მართლაც გადმომდებია.
ჩაეწერეთ ვინტაჟური მანქანის ღამის ტურზე
პარიზის ქუჩებში ვინტაჟური მანქანით სიარული ავტომობილების მოყვარულთათვის საოცნებო აქტივობაა. მძღოლი მოგატარებთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.
დააგემოვნეთ აპერო ღვინის ბარში
სადილამდე აპეროს მირთმევა ფრანგული ტრადიციული რიტუალია. ბევრი პარიზული ღვინის ბარი გვთავაზობს ამ გამოცდილების მიღებას. მაგალითად: Le Verre Volé და Frenchie Bar à Vins სარელაქსაციო გარემოს გპირდებათ პატარა პორციებით.
შეუერთდით მდინარე სენაზე ღამის კრუიზს
სენაზე ღამის კრუიზი რომანტიკული და სანახაობრივი აქტივობაა, საუკეთესო გზა, რომ ქალაქის საკულტო მონუმენტები ღამის სიდიადით იხილოთ. წყლიდან ნამდვილად ღირს ღამის ლუვრის, ეიფელის კოშკის, ნოტრ-დამის და ეროვნული ასამბლეის შენობების ხილვა.
დაესწარით მულენ რუჟის კაბარეს წარმოადგენას
მულენ რუჟი პარიზის ცნობილი ტრადიციული კაბარეა, სადაც სხვადასხვა პერფორმანსები ვახშმის და შამპანიურის ბოთლის თანხლებით ტარდება. შეგიძლიათ იყიდოთ უბრალოდ დასასწრები ბილეთიც. თეატრის დრესკოდის მიხედვით სტუმრები არ დაიშვებიან ყოველდღიურ სამოსში, მაგალითად ჩუსტებსა და კეტებში.

მიირთვით პარიზული ვახშამი
მსოფლიოში ცოტა ადგილი თუ გვთავაზობს ისეთ გასტრონომიულად ამაღელვებელ შთაბეჭდილებებს, როგორც პარიზი. აქ მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანშიც შეგიძლიათ დასხდომა და ქუჩის ჩვეულებრივ ობიექტებშიც, სადაც ბიუჯეტურად მიირთმევთ ნამდვილ და ტრადიციულ კერძებს. მაგალითად, Chartier და Polidor სულაც არაა ძვირი ობიექტები პარიზული სტანდარტებით.
დაესწარით ოპერას და მსოფლიო დონის საცეკვაო შესრულებას ოპერა გარნიეში
ოპერის მოყვარულებს პარიზი უმაღლესი დონის ოპერის შენობას და პერფორმანსებს სთავაზობს. თანამედროვე ბასტილიის ოპერა კლასიკურ და თანამედროვე შოუებს აერთიანებს. ოპერა გარნიე კი მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრია, რომელიც 1800 წელს აშენდა. მიდით ნახევარი საათით ადრე, რათა ინტერიერი დაათვალიეროთ. აქ არამხოლოდ საოპერო წარმოდგენებს, არამედ ბალეტის და თანამედროვე ცეკვების შესრულებასაც იხილავთ.
გაცურეთ არტ-დეკოს აუზში
საცურაოდ მიაკითხეთ ამ მაგიურ დახურულ ისტორიულ აუზს ლათინურ კვარტალში. ის მთელი წელია ღიაა და ღამით განსაკუთრებულადაა განათებული. დატკბით შენობის დეტალებით და გაექეცით ქალაქის ქაოსს.