რომის იმპერიამდე, არსებობდნენ ეტრუსკები. ეს ანტიკური ცივილიზაცია დღეისთვის ცნობილ ტოსკანაში დომინირებდა, ჩვ.წ.-მდე მე-6/მე-7 საუკუნეებში. დღეს ეტრუსკული ცივილიზაციის ნაშთები მთელ ტოსკანაშია მიმობნეული. ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული ტოსკანური დასახლება კიუსია. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ გვირაბები, რომლებიც კიუსის ქვეშაა დამარხული.
კიუსი რომსა და ფლორენციას შორის მდებარე ქალაქია, ორივე მათგანიდან გზას 2 საათზე ნაკლები სჭირდება. ამიტომაც, რომში ან ფლორენციაში ყოფნისას ერთდღიანი მოგზაურობისთვის იდეალური არჩევანია. აქ მატარებლები სიენადანაც ხშირად მოძრაობენ.
კიუსი ეტრუსკული აღმოჩენების ადგილია. მოინახულეთ მისი ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი და სამოქალაქო მუზეუმი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. უნიკალური კოლექციები ეტრუსკულ სამყაროში გადაგანაცვლებენ.
სამოქალაქო მუზეუმის ტური დელ ლოგის სასახლეში იწყება და ვიზიტორებს მეფე პორსენას ლეგენდას აცნობს, ასევე აჩვენებს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, მათ შორის სარკოფანგს. შემდეგ გახვალთ ვიწტო გვირაბებში, რომელიც ერთდროს ქალაქის ნაწილი იყო. “პორსენას ლლაბირინთი წარსულის კიდევ ერთი ნაშთია.
ისტორიკოსების აზრით, ფოკაჩია (Foccaccia), იტალიის გემრიელი ტრადიციული გამომცხვარი პური, ეტრუსკების გამოგონებაა. ამიტომაც, კიუსიში ვიზიტისას ის აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ზეითუნის ზეთთან ერთად. ტრადიციული ტოსკანური სადილისთვის, ეწვიეთ: Osteria La Solita Zuppa-ს, კიუსის ძველი ქალაქის გულში. აქ დააგემოვნებთ ხახვის სუპს და ისპანახის დამპლინგებს.