ჩვენი ერთ-ერთ სერიაში “სად დადიან ადგილობრივები დასასვენებლად“, ამჯერად გერმანიას წარმოგიდგენთ. გერმანია ცოცხალი ქალაქების, ნახევრად ხის სახლების, ისტორიული სასახლეების და მრავალფეროვანი ლანდშაფტების ქვეყანაა. აქ დაისვენებთ ქვიშიან სანაპიროებზე, ფიჭვის ტყეებში და მაღალ მთებში. ის ყოველ წელს პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ. ყოველთვის სასიამოვნოა იმის გაგება თუ სად დადიან თავად ადგილობრივები არდადეგების გასატარებლად.

Hiddensee/ჰიდენსი

თეთრი ქვიშის სანაპიროები ბალტიის ზღვაში

ბალტიის ზღვის ეს პატარა საყვარელი კუნძული თავისი ქვიშის ნაპირებით, დიუნებით და ლამაზი სახლებით ბრწყინვალე გასაქცევია. ამ მყუდრო სოფლის ქუჩებში კერძო მანქანებს ვერ ნახავთ. აი, მაღაზიებს, ხელოვნების გალერეებს და კაფეებს კი ბევრს. გამორჩეული პორტია კლოსტერი. აქ მოხვედრისას მიხვდებით რატომაა ეს კუნძული ბევრი არტისტის, მხატვრის და პოეტის შთაგონების წყარო. განსაკუთრებით ნობელის პრიზის მფლობელის გერჰართ ჰოპტმანის, რომლის საზაფხულო სახლიც ახლა მუზეუმია. ჰიდენსში მიირთმევთ გემრიელ ტრადიციულ პურს და სახლის ნამცხვრებს.

Spreewald/სპრივალდი

შეაბიჯეთ ჰანსელის და გრეტელის სამყაროში

ეს იუნესკოს დაცულის ბიოსფერო ნამდვილად მაგიური ადგილია ხშირი ტყეებით და ვიწყო წყლის არხებით. ის ბერლინიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. შპრეს ტყე/Spree Forest ისეთი ოაზისია, რომლის მსგავსსაც ქვეყნის ფარგლებში სხვაგან ვერსად ნახავთ. ბუნების ენთუზიასტებისთვის და ცნობისმოყვარე მოგზაურებისთვის ის შესანიშნავი გასაქცევია. სპრივალდს ბევრჯერაც რომ ეწვიოთ, მაინც ვერ აირჩევთ ერთ კონკრეტულ მიზეზს თუ რატომ მოგწონთ ეს ადგილი. აქ საოცარი სიმშვიდე, ტყეები და მალული სალაშქრო გზებია.

Münsterland/მანსტერლენდი

ფოტოგენური ქალაქები შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრებით

გერმანიის სამხრეთ ნაწილში მდებარე მანსტერლენდი, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ბევრ საერთაშორისო ტურისტს არ მასპინძლობს, მაგრამ ის ნამდვილად ულამაზესი ადგილია. ველოსიპედებით სიარულისთვის იდეალური ბილიკებით გაკვალული მანსტერლენდი ველომრბოლელთა სამოთხეცაა. აქ დაათვალიერებთ ისტორიულ დასახლებებს და სასახლეებს. რეგიონის დედაქალაქი – მანსტერი ბრწყინვალე დასაწყისია თუ ამ რეგიონის შესწავლას გეგმავთ. ის შუა საუკუნეებით თარიღდება და ცოცხალი საფეხმავლო/საველოსიპედო მგზავრობაზე მორგებული ქალაქია. ეწვიეთ ხელოვნების და კულტურის მუზეუმს (LWL) და პაბლო პიკასოს მუზეუმს.