სამხრეთ გერმანია – სახალისო ნაციონალური დღესასწაულების, ზღაპრული უძველესი და გერმანული შუასაუკუნეების ქალაქების, ფუტურისტული სოფლების, საოცარი სათხილამურო კურორტების, სასახლეების, უკიდეგანო ისტორიისა და კულტურის მხარეა. ის გარშემორტყმულია გრანდიოზული ბავარიის ალპებით და შემოსილია კრისტალურად სუფთა ალპიური ტბებით, რაც მას ქვეყნის საუკეთესო რეგიონად ქმნის.

მიუნხენი


ხმაურიანი ქალაქი მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. დამოუკიდებლად იმისაგან, გაინტერესებთ თუ არა არქიტექტურა, ისტორია, მოდა, ლიტერატურა, მუსიკა, ტრადიციული გერმანული სამზარეულო თუ ხელოვნება, მიუნხენის თქვენ ყველაფერს შემოგთავაზებთ. ის ასევე ცნობილია მხიარული ფესტივალებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი – ოქტობერფესტია.
დაიწყეთ სამხრეთ გერმანიის შესწავლა მიუნხენიდან, აქ ყველაფერია შერწყმული.

გარმიშ-პატერკინხენი


გრანდიოზული ბავარიის ალპებზე მდებარე და შემოსილი სარკისებური ალპიური ტბებით, გარმიშ-პატერკინხენი – სიურეალისტური სილამაზის ადგილია. ეს იდეალური მიმართულებაა ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის და იმ მოგზაურებისათვის, რომლისთვისაც მთის პეიზაჟები, სუფთა ჰაერი და კულტურული და ისტორიული ობიექტები სულის შემძვრელია. ცუგშპიტცე, ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალი ამ პატარა ქალაქის მაღლაა აღმართულილ და იზიდავს მოგზაურებს ამ პეიზაჟების სანახავად.

ლინდაუ

ლინდაუ ბოდენის ტბის სანაპიროზე მდებარე ზღაპრული ქალაქია. მის ჰორიზონტზე აღმართულია 33 მეტრიანი სიმაღლის შუქურა და ექვსმეტრიანი ლომის სიმბოლო, რომელიც იცავს კარებს ამ ლამაზ საპორტო ქალაქში. ლინდაუს ძველ ქალაქში შემობიჯებისას, მოემზადეთ შთამბეჭდავი სახლების, უდიდესი ქუჩების და საოცარი ისტორიული ბაროკოს, რენესანსისა და გოთიკური არქიტექტურის სანახავად.

შტუტგარტი


შტუტგარტი – იდეალურად დაგეგმილი, ლამაზი ქალაქია, რომელიც მზად არის გამოგზაუროთ მის კულტურაში. ის ცნობილია სამხატვრო მუზეუმებითა და მსოფლიო დონის გალერეებით, ორი საოცარი ავტომობილის მუზეუმით (Porsche და Mercedes Benz) და რამოდენიმე საბავშვო გამოფენით. აქ ასევე ევროპაში ერთადერთი კომბინირებული ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი მდებარეობს სახელწოდებით ვილგელმა (Wilhelma).

ჰაიდელბერგი


საუნივერსიტეტო ქალაქი ჰაიდელბერგი კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბევრი ცნობილი ავტორის ლიტერატურულ ნაწარმოებშიც არის მოხსენებული. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მე-13 საუკუნის გრანდიოზული ჰაიდელბერგის სასახლეა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის საცავი მდებარეობს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ასევე შთამბეჭდავია და ბევრი იშვიათი წიგნის საიდუმლო შემნახველ ადგილს წარმოადგენს. ჰაიდელბერგის ძველი ხიდი კი ალბათ ყველაზე ლამაზი ადგილი იქნება ფოტოების გადასაღებად და მოგონებების აღსაბეჭდად.

რეგენსბურგი


რეგენსბურგმა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტმა მშვენივრად შეინარჩუნა 1000-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომელთა უმრავლესობა რომაული პერიოდიდან მოდის. ისტორიულად ძველი ქალაქი დუნაის მდინარის ორივე მხარეს მდებარეობს, ამ მხარეების მაკავშირებელი კი ძველი ქვის ხიდი ქალაქის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ფრაიბურგი


საუნივერსიტეტო ქალაქი ფრაიბურგი სხვა ქალაქებთან შედარებით ნაკლებად ტურისტული, მაგრამ არანაკლებ ლამაზია. ქალაქის პეიზაჟს ამშვენებს ფრაიბურგის ტაძარი, ახალი რატუშა, მარტინის ეკლესია, Haus zum Walfisch („ვეშაპის სახლი“) და Martinstor („მარტინის ჭიშკარი), ქუჩები კი იზიდავენ ტურისტების ყურადღებას მოზაიკური და ვიწრო ფორმების გამო.

როტენბურგ-ნა-ტაუბერე


პატარა ქალაქი როტენბურგ-ნა-ტაუბერე ცალსახად ბავარიის ყველაზე ლამაზი ადგილია. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ტერმინი „ზღაპრული ქალაქი“, მაგრამ როტენბურგ-ნა-ტაუბერეს აღწერა სხვაგვარად არც შეიძლება. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ გრანდიოზული ალეების ლაბირინტები, ფერადი სახლები ყვავილების ვიტრინებით, ციცქნა მაღაზიები და სახლები, მორთული საშობაო დეკორაციებით.

ფუსენი


იმის მიუხედავად, რომ მას ხშირად იხსენიებენ ნოიშვანშტაინის სასახლის გამო, თვითონ ქალაქს მაინც ბევრი აქვს თქვენთვის მოსაყოლი. ფუსენი, ცნობილი როგორც ვიოლინოს წარმოების ინდუსტრიის ადგილი, მდებარეობს დიდებულ მთებს შორის და კრისტალურად სუფთა ტბებთან ახლოს, გერმანიის ცნობილი რომანტიული გზის გასწვრივ (Romantic Road). აქ ყველაფერი დაგავიწყდებათ, როგორც კი უზარმაზარ ალეებს, უცნაურ კაფეების ფორმებსა და ლამაზ გერმანულ სახლებს იხილავთ.

ბამბერგი


ბამბერგი – ტიპიური შუასაუკუნეების გერმანული ქალაქი, რომელიც იზიდავს ტურისტებს ისტორიული შარმისა და უცნაურობის გამო. ბამბერგის ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს და ამაყობს მისი ლამაზი არქიტექტურის და კულტურის მრავალფეროვნებით. მისი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია Altes Rathaus (“ძველი რატუშა“), ბამბერგის ტაძარი, ალტენბურგის სასახლე და პატარა ვენეცია (მდინარესთან მდებარე ოვალური ფერადი სახლების რაიონი).