საზაფხულო დასვენებისთვის, ზღვის ნაპირების გარდა, ტბის ნაპირებიც საკმაოდ მიმზიდველია და ჩვენ სანაპირო დასვენების მშვენიერ ალტერნატივებს შემოგთავაზებთ საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში.

ანესის ტბა, საფრანგეთი / Lake Annecy, Haute-Savoie

ფრანგული ალპების ფერდობზე ულამაზესი ლანდშაფტის ტბა ანესი მდებარეობს. ის შუასაუკუნოვანი ქალაქია ალპური ტბით, 1 საათის სავალ გზაზე ჟენევადან. მას “ალპების ვენეციასაც” უწოდებენ. ძველ ქალაქს ბევრი ხიდი კვეთს. აქ ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ტურისტი დადის.

ანესში ადგილობრივი ავტობუსები გამართულად და მოხერხებულად დადიან. მათი გამოყენება უფასოა ივლისსა და აგვისტოში და ახლომდებარე მთებს მოგატარებთ. არის ასევე საველოსიპედო ბილიკები.

ანესი საფრანგეთში სიდიდით რიგით მესამე ტბაა, ამიტომაც აქ ხალხმრავლობას ვერ გაექცევით. მოინახულეთ მენტონის სან ბერნარის შატო, რომელმაც შთააგონა უოლტ დისნეის მძინარე მზეთუნახავის სასახლე. ტბის გარშემო უამრავი სანაპიროა საბავშვო აუზებით, ფრენბურთის მოედნებით და სხვა ინფრასტრუქტურით.

ლაგო დი ბრაჩიანო, ლაციო, იტალია / Lago di Bracciano, Lazio

ამ ტბაზე რომიდან 1 საათში მოხვდებით და იტალიის დედაქალაქთან შედარებით, სიმშვიდეს იგრძნობთ. ის ცოცხალია ზაფხულის თვეებში, მაგრამ არასდროსაა ქაოტური. თუ სანაპიროზე წოლა მოგბეზრდებათ, დალაშქრეთ ახლომდებარე გზები და ქალაქები.

ტბა გარშემორტყმულია ტყით, ზეთისხილის ხეებით, ანტიკური რომაული ნანგრევებით და 3 პატარა ქალაქით: Trevignano Romano, Anguillara Sabazia და Bracciano.  მისი მე-15 საუკუნის ციხესიმაგრე (Castello Orsini-Odescalchi) იტალიაში უდიდესი და საუკეთესოდ შემონახულია. მასში ხელოვნების და ისტორიის მნიშვნელოვანი არტეფაქტები ინახება. დატკბით პანორამული ხედებით მისი კოშკიდან.

აქ შეძლებთ ნამდვილი იტალიური საზაფხულო არდადეგები მოიწყოთ. ტოსკანასა და უმბრიას შორის მდებარე რეგიონი კულინარიულადაც მნიშვნელოვანი ადგილია. აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ყველი და ტრადიციული კერძები.

მეკლენბურგის ტბა, ჩრდილოეთ გერმანია / Mecklenburg lake district

გერმანიის ეს გამორჩეული ტბა ბერლინიდან მატარებლით 2 საათის სავალ გზაზეა და ძირითადად მხოლოდ გერმანელებმა იციან. აქ შემოგეგებებათ დრამატული ბავარიის მთები და მშვიდი გასაქცევი უზარმაზარი ქალაქიდან. მეკლენბურგს “ათასობით ტბის მიწასაც” კი უწოდებენ.

აქ რამდენიმე განსაკუთრებული ადგილია: Mirow, Neustrelitz, Plau am See, Waren an der Müritz – მათთან ადვილად მოხვდებით მატარებლით ან ავტობუსით. ეს ზღაპრული პატარა დასახლებები ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით და მყუდრო კაფეებით. დაათვალიერებთ ასევე აკვარიუმს და მურიცის ეროვნულ პარკს.